თანაფორუმელებო, ვინც ჩემს მიერ ფორუმზე გამოთქმულ მოსაზრებებს ადევნებდა თვალყურს დამეთანხმება, რომ --- სასაცილო, ადვილი, უაზრო, ფსევდოპატრიოტული და უბრალოდ პონტის გამო --- თემებს როგორც წესი არ ვხსნი (სუბიექტური აზრია)
ამდენად დღეს კიდევ ერთ არამხიარულ მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას.
ანუ
1. ცივილიზებული ერი ვართ თუ შუასაუკუნეებში ჩარჩენილი ინდივიდების ერთობა. ----- (ვფიქრობ უფრო ეს ---> შუასაუკუნეებში ჩარჩენილი ინდივიდების ერთობა)
2. გვაქვს საკმარისი განათლება, რომ ვიყოთ ცივილიზებული საზოგადოება თუ არა? ----- (მე ვფიქრობ არა)
3. ვართ კი საზოგადოება საერთოდ? ----- (არა)
4. ვაფასებთ თუ არა რეალობას ადეკვატურად? ----- (არა)
5. მზად ვართ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვისა და ქვეყნის დამოუკიდებლად მართვისთვის? ----- (არა)
და თუ ეს ასეა ან სადღაც დაახლოებით ასეა რა გავაკეთოთ, რომ საკუთარი თავის "მოდერნიზება" და ცივილიზებული საზოგადოების ფორმირება შევძლოთ? შეგვიძლია საკუთარ თავზე მუშაობა?
-------------------------------------------------------------------------------------------------
დამეთანხმებით ერთი კითხვა მეორედან გამომდინარეობს და პირიქით, თუმცა ვფიქრობ ჩვენი განათლების, ცივილიზებისა და დროის ადეკვატურობის თემა ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება იმისა თუ რა სახელმწიფო გვექნება ხვალ და გვექნება თუ არა სახელმწიფო საერთოდ.
ამდენად გამოვთქვათ მოსაზრებები.
მე კი კიდევ ერთ ტვინის მტYვნელ თემას ჩავიწერ ფორუმულ დღიურში.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვინაიდან უკვე მეხუთედ მარგუნეს მოდერებმა +20% მე დისკუშიაში აქტიურად ვერ ჩავერევი, მოგეხსენებათ მაგდენი ვორნი 15 წუთში ერთი პოსტის უფლებას მაძლევს მხოლოდ და ამდენად თქვენ იმედზე ვარ იმედია საინტერესო საუბარი გამოვა. თუ ეს საუბარი საერთოდ შედგა.
-------------------------------------------
მაიას ტომის ინდიელობაში ბრალდებებისა და პსევდოპატრიოტიზმის აგრესიული შადრევნობის გარშე თუ მოვახერხებთ კიდევ უკეთესი იქნება!!!
-------------------------------------------
ვითხოვ ამნისტიას !!!

-------------------------------------------
დიახ

-------------------------------------------
თუ ფიქრობთ, რომ კითხვაზე პასუხს არ გცემთ იხილეთ ---> Signature : )
http://itngeorgia.wordpress.com <<< ჩემი ბლოგი >>> http://itngeorgia.wordpress.com
ამბობენ რომ ბევრმა ფიქრმა ვორნები იცის. 7 +20% ამკიდეს ასე რომ ელოდეთ 15-20 წუთი მერე გიპასუხებთ :) თუ გიპასუხებთ
რევოლუცია გარდაუვალია !!!