დიახ, აფხაზეთ-სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია.
იმის გამო, რომ არ მოვინდომეთ არმენია-ბელორუსიას მსგავსად რუსეთის მონობა და ნატოში შესვლაზე ძალიან სერიოზული საუბარი დავიწყეთ, რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთ-სამაჩაბლო. რუსეთი ხედავს, რომ საქართველო ხელიდან ეცლება სააკაშვილის ხელში და ამ ორი რეგიონის წართმევას დასჯერდა ჯერ. მეტი ვერ შეძლო ამ ეტაპზე. თამაში კი ჯერ არ დამთავრებულა.
საქართველო თავდაცვით ტაქტიკაზეა და ეს საშიში რამ არის. ჩვენ შეტევაზე გადასვლაც უნდა შევძლოთ. ანუ რუსებს უნდა წავართვათ, მაგალითად, ინგუშეთი, რათა შემდეგ ან საერთოდ დავშალოთ რუსეთი ან გაცვლის წესით დავიბრუნოთ აფხაზეთ-სამაჩაბლო.
ტერტორიების ომით (პარტიზანული მოძრაობა სამურზაყანოში) დაბრუნების შანსი გვქონდა 4 წლის წინ, როცა, მართალია, ჩვენი ჯარი არ იყო შედარებით ძლიერი, მაგრამ მტერი დღვევანდელ მდგომარეობასთან შედარებით უფრო სუსტი იყო, როცა პუტინი და დუმა ჯერ კიდევ ვერ ბედავდნენ სოხუმში საკონსულოებზე (საელჩოებზე მითუფრო არა) საუბარს ! აი, მაშინ არ ვქენით, წინა აგვისტოში კი დუმა და პუტინი უკვე მზად იყვნენ და შედეგიც ვნახეთ !
ანუ სამხედრო გზა აწი გამორიცხულია.
დაგვრჩა ის, რაც ბაიდენმა გვითხრა !
კარგია, თუკი ღმერთმა ინება და ნავთობის ფასებიც დაეცა ეს კი დროებითი მოვლენაა, რადგან ნავთობის მსოფლიო მარაგი ამოიწურება 40-50 წელში ანუ სამოქმედოდ გვრჩება 5-10 წელი, რადგან ამ დროის გასვლის მერე ნავთობის ფასი საშინლად იმატებს და გაზ-ნავთობის მქონე სახელმწიფოები გახდებიან სუპერდერჟავები.
5-10 წელში საქართველო უნდა იქცეს ევროპულ ქვეყანად, საქართველოში უნდა იყოს ევროპული ინფრასტრუქტურა, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, უნდა იყოს მაღალი ხელფასები, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრივილეგირებული, უვიზო ურთიერთობა ევროპასთან (ქართული საზღვარგარეთული კრიმინალური სამყარო მოსათოკია შიდაქართული კანონებით, ანუ, მაგალითად, ის, ვინც პარიზში იცუღლუტებს, მას თბილისში ბინა ჩამოერთმევა და სხვ.) და ასეთ შემთხვევაში, საქართველომ უნდა დაურიგოს ქართული პასპორტები ინგუშებს, სხვებსაც, შემდეგ კი მათში მოვახდინოთ ამბოხი და შევიერთოთ დე იურე. ეს გაააქტიურებს სეპარატიზმს მთელს რუსეთში და სხვებიც მოისურვებენ საქართველოს მოქალაქეობას.
პარალელურად, რუსეთის მოქალაქეებს უნდა ჰქონეთ სავიზო პრობლემები დასავლეთთან, ნავთობის ფასი უნდა იყოს დაბალი, აჭარაში უნდა იყოს ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების საკონსულოები, გნებავთ, საელჩოები.
აფსუებს და ოსებს უნდა დავპირდეთ მეტი, ვიდრე რუსები.
საქართველოში საგზაო და კომერციული წარწერები უნდა იყოს ინგლისურ, ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე !
პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს აფხაზი, სპიკერი კი - ოსი !
მინისტრებშიც გვჭირდება ოს-აფსუები, ერთიც ინგუში, ერთიც ჩეჩენი, ერთიც დაღესტანელი !
თბილისი უნდა რეალურად ვაქციოთ კავკასიის დედაქალაქად და ამისათვის, ამ პროექტისათვის საქართველოს პოზიცია-ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, უნდა ვთხოვოთ აშშ-ს და ევროპას 10 მილიარდი !
ეს თანხა უნდა დავაბანდოთ ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკაში, ფაბრიკა-ქარხნებშის აშენებაში !
ქართულმა დიასპორამაც უნდა დადოს ფული !
დღეიდან რამდენიმე წლის განმავლობაში სტახანოვური წესით და რეჟიმით უნდა ვიმუშაოთ ქართველებმა, რათა ავაშენოთ ევროპული საქართველო !
ღვინის, არყისა და ლუდის (გაუთავებლად) მსმელებს საზოგადოება უნდა გამოეყოს !
ეს შემოსული ფულები (დასავლეთი, დიასპორა) უნდა იყოს სასტიკ კონტროლზე. საკონტროლო კომისიაში უნდა იყოს სუფთა ადამიანები. ამ თანხის განაწილება უნდა ეკრძალებოდეს სახელმწიფო ჩინოსნებს.
რკინიგზა, ტრასა, ყველა ქუჩები ყველა ქალაქში უნდა გაევროპულდეს !
უნდა მოხდეს გრანდიოზული მშენებლობები ყველა ქალაქს ცენტრში, ძველი ბარაკების ევრუპული შენობებით ჩანაცვლებისა !
თბილისის ცენტრში ასობით (ათასობით) ფასადია გამოსაცვლელი, ბევრი უშნო სახლია დასანგრევი და ევროპული შენობებით ჩანასაცვლები, თბილისში უნდა ჩანდეს კავკასიური ერების სული, აქ უნდა იყოს ჩეჩნური, დაღესტნური, ოსური, აფსუური... კულტურის ცენტრები, აქ უნდა იყოს სტამბა, აქ უნდა იყოს შესაბამისი რესტორნები და სხვა რამ.
თბილისში არ უნდა არჩეს არც ერთი ბათქაშ ჩამოვარდნილი და ბზარიანი სახლი !
აი, შემოდგომაზე რომ ჩამოვალ და თბილისში გავივლი, ერთი გაბზარული სახლი თვალში არ უნდა მეცეს-მეთქი !
ანუ მთელს თბილისს, დღეს კარტს რომ თამაშობს, სვამს და უმუშევრადაა, უნდა ხელში მივცეთ ქვიშა, ცემენტი და უნდა ვამუშაოთ ! კი ბატონო, მეც ვიმუშავებ. თუ მოხდა დიასპორის მობილიზება, ძველი თბილისის ერთ მინგრეულ პატარა ქუჩას მე მოვაწესრიგებდი (ფინანსურადაც).
თბილისის გარდა, ქუთაისს, ბათუმს, თელავს, გორსა და ზუგდიდს უნდა მიეცეს განსაკუთრებული შანსი სამშენებლო ბუმისა (სვანეთსაც) !
ჭოგრიტით ან ტელევიზით უნდა ნახონ ოსებმა და აფსუებმა გორში, ზუგდიდში, სხვა ქალაქებში დატრიალებული წიაღსვლები.
თბილისში უნდა ჩამოდიოდეს მადონა და მისთანები და არა მოსკოვ-პეტერბურგში !
ეს მაინც გაგვიკეთოს ბაიდენმა.
თბილისსი უნდა ტარდებოდეს კავკასიური ხალხების ფესტივალები.
თბილისში უნდა შეიქმნას კონო-სტუდია კავკასია, სადაც გამოცხადდება კონკურსი ჩეჩნური, ინგუშური, აფსუური, ოსური და სხვა ფილმების შექმნისა ეროვნულ ენებზე.
რაც შეეხება აფსუა-ოსების პოლიტიკურ სტატუსს, უნდა ითქვას, რომ საქართველოში ისინი მიღებენ მეტს, ვიდრე ასიმილატორულ რუსეთში !
რაც შეეხება სამხედრო ბიუჯეტს, ის უნდა გაიზარდოს შეძლებისდამიხედვით, ოღონდ ნუ მოხდება ამის აფიშირება.
საჭიროა პირველი ნაბიჯების გადაგმა კოსმოსის ათვისების საქმეშიც.
აფსუა-ოსებს იმიტომ სძულთ საქართველო, რომ ეს ქვეყანა ქართველი პრეზიდენტის, ქართველი პრემიერის, ქართველი სპიკერის, ქართველი მინისტრების ხელშია !
თქვენ მოგიდღანით (ეს სიტყვა მოდერატორმა სედოი-სედოიმ მასწავლა) ეს პოსტები, არ გასკდა თქვენი მუცლები, ქართველებო ?!
თქვე წუწკებო, თქვე ჟმოტებო !
მიეცით სხვებსაც და ნახავთ, როგორ გამოქანდებიან საქართველოსკენ !
ბაღლინჯოებივით ჩაებღაუჭნენ ამ პირველ თანამდებობებს და ვერ მოაშორებ, დუსტის გარეშე !
მაშ, ასე, თქვენს ბოთე პრეზიდენტს წინ ამბიციური პროექტი დავუდე და ეხლა თქვენ იცით !
და გარდიგარდმო გავკარი (ეგ ორი სიტყვაც სედოის დავესესხე) იმათ, ვინც პოეტობას და მეოცნებობას დამწამებს !
ეს ექსპრომტად დაგიწერეთ, დანარჩენს მერე დაგიწვრილმანებთ...
აბა, იდეები, იდები და შემდეგ დავხვეწოთ, თქვენი მიშაც სადმე რესტორანში წავიჭიროთ და მოვთხოვოთ !
ჰო, მეტიც, მე მირჩევნია, საქართველოს პრეზიდენტი იყოს ვინმე კაი თბილისელი სომეხი ან კაი თბილისელი რუსი, ვიდრე ეგ უბედურებისმომტანი ! ჰო, არ მიდის ! კაი, დარჩეს, ოღონდ ხელი არ შეგვიშალოს ! არცა მწყინს : აქ მე ვიჭყლიტო ტვინი და იქ ხელფასი მან აიღოს...
ისე, არის ერთი დეტალი : ეს პროექტი ვერ შესრულდება მიშას ხელში, რადგან ეგ სეპარატისტები პრინციპულად არ დაბრუნდებიან იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი. გამოსავალი : მივცეთ ორიოდე წელი მიშას ან ჩაასრულოს თავისი მანდატი, ოღონდ ამასობაში ჩაგვაბაროს ის საქართველო, მე რომ კლავიატურის დახმარებით დაგიხატეთ, ასე იოლად...
მხოლოდ ერთი მინისტრი დავტოვოთ ეროვნებით ქართველი, ვანო მერაბიშვილი, ამბობენ, კარგად მუშაობსო... მაგალითი გნებავთ ?
აი, სამი თვის წინ დაზღვეული პოსტით თბილისის ცენტრალური ფოსტიდან წერილი გამომიგზავნეს და ჯერაც არ მიმიღია... მეოთხე თვე დაიწყება მალე. ისე, ქართულად დაბეჭდილი 4 გვერდის ოთხი თვე წაკითხვა და აღქმა ცოტა ბევრია... იქნებ, კონვერტი ვერ გახსნეს კარგად, დაიხა და შერცხვათ, გადააგდეს ? რავი, რავი...
ეხლა მე წავედი, თქვენ იჩხუპეთ.
საღამოს ვნახავ, რა გადაწყვიტეთ და ჩემს მოკრძალებულ აზრს მასზე დაყრდნობით დაგივერდიქტებთ.
This post has been edited by badriko on 11 Aug 2009, 14:34