
თევზი ქალი- თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მანდილოსანი, იმდენად ქალური, რბილი და ნაზი არსებაა, რომ მამაკაცები მას, როგორც ფუტკრები ყვავილს ისე ეტანებიან. საკმარისია გამოელაპარაკოთ, უმალვე ყოველგვარი დარდი და პრობლემა გავიწყდებათ. თევზ ქალთან საუბარი უნებლიეთ, შემოდგომის ნესტიან ღამეში, მყუდროდ აგიზგიზებულ ბუხართან გატარებულ საღამოს მოგაგონებთ.
ამ ნაზ არსებას შეუძლია ოსტატურად დაგარწმუნოთ იმაში, რომ არასოდეს, არაფერში დაგავალდებულებთ ან დაგადანაშაულებთ. თუმცა კარგი იქნებოდა, თუ მის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას, მიამიტი ბავშვივის გულუბრყვილობით თუ არ დაიჯერებთ.
მიუხედავად თავისი ანგელოზური და ნაზი გარეგნობისა, თევზი ქალი საკმაოდ მაცდური და ძალზე მოუხელთებელი არსებაა და ხასიათიც მარტის ამინდზე უფრო, ცვალებადი და არამდგრადი აქვს.
იგი ძალზე სენტიმენტალურია და შეუძლია ნებისმიერ, პატარა წვრილმანზეც კი, საათობით იტიროს და ივიშვიშოს. ამასთან ისეთი საყვედურიანი მზერით შემოგხადავთ, გეგონებათ მის წინაშე ამ წუთას, უსუსური ბაჭია მოკალით.
თევზ ქალებს საერთოდ უყვართ უმწეო, საბრალო ქალის იმიჯის მორგება და ხანდახან ისე ღრმად შედიან როლში, რომ ყოველივე ამის ნიადაგზე, სერიოზული დეპრესიაც კი ემართებათ.
თევზი ქალის უმთავრესი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არასოდეს ცდილობს, მამაკაცს გაუტოლდეს ან საკუთარი საქციელით, ამ უკანასკნელს თავმოყვარეობა შეულახოს.
ქალი თევზი თაყვანისმცემელს, სიამოვნებით დართავს ნებას მიართვას სავარძელი, ჩააცვას პალტო, მოუკიდოს სიგარეტზე და ა.შ. გარდა ამისა ამ უკანასკნელს სიამოვნებით და მთელი გულის ყურითაც მოუსმენს. სანაცვლოდ კი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ მამაკაცმა იზრუნოს მასზე, გაუფრთხილდეს და ყოველგვარი უსიამოვნებისაგან დაიცვას.
იგი სიამოვნებით დაეყრდნობა ასეთ მამაკაცს მხარზე და ეტყვის, მთელი ცხოვრება შენზე ვოცნებობდიო. ამგვარი აღიარება კი, დამეთანხმებით ნებისმიერი კაცის თავმოყვარეობას უსაშველოდ ეამება.
ცოლი თევზი სიამოვნებით დაუთმობს ქმარს პირველობას, მატერიალურ თუ სამეურნეო საკითხებში. მაგრამ თუ მდგომარეობამ აიძულა, მეუღლეს ფინანსური კრიზისის დაძლევაშიც დაეხმარება.
ეს მაინც და მაინც იმას როდი ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად სამუშაოს საძებნელად წავა. არა, უბრალოდ სანამ მეუღლეს საქმეები, არცთუ სახარბიელოდ მისდის, ეცდება მადა რამდენადმე დაიოკოს და ვახშამს შამპანურის ნაცვლად, ვაშლის წვენი მიაყოლოს.
ბავშვები თევზ ქალს მთელი გულით უყვარს, მაგრამ მეუღლის წილ სიყვარულს მათზე არასოდეს გადაიტანს. თუმცა ყველაზე სუსტი, ავადმყოფი და შეუხედავი შვილი, განსაკუთრებული და გამორჩეული სიყვარულით ეყვარება.
მართალია იგი ბავშვებზე გადაყოლილი დედაა და პატარების გამო, თავის გაწირვაც კი შეუძლია, მაგრამ საკუთარი რბილი და დამყოლი ნატურიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შვილების მტკიცე ნებისყოფის და ძლიერი სულის პიროვნებებად გაზრდა შესძლოს.

თევზი მამაკაცი - თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს, შეუძლია ცხოვრებაში ყველაფერიც იყოს და არაფერიც. ყოველივე მის შეუპოვრობასა და შორსმჭვრეტელობაზეა დამოკიდებული. მამაკაცი თევზი სუსტი და დაუცველი არსება ნამდვილად არ გახლავთ, უბრალოდ ზოგიერთი მათგანი ხშირად ოცნებებს ეძლევა და ცხოვრებისეულ შანსებს ხელიდან უშვებს.
აქედან გამომდინარე, თუ თევზმა ოცდახუთი წლის ასაკში არ იცის, რომელ ტალღაში აჯობებს ჩაყვინთვა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი თავის ჭეშმარიტ ადგილს, ოდესმე მაინც იპოვნის ცხოვრებაში.
მართალია ემოციური კუთხით, მამაკაც თევზთან მისი ცხოვრების მეგზური ქალი, ძალიან ბედნიერიც შეიძლება იყოს, მაგრამ მოგეხსენებათ მხოლოდ და მხოლოდ ემოციებით შორს ვერ წახვალ და თუ პრაქტიკული პიროვნება ხართ, მომავალზე უტოპიურ ოცნებას, თქვენს თაყვანისმცემელ თევზთან განშორება გიჯობთ.
თუმცა თუ თქვენი რჩეული, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა და უნარი შესწევთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცის ეს ტიპი, ნებისმიერი ქალისთვის აღმოჩენაა და თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ.
თევზი მამაკაცი, არაჩვეულებრივი სულიერი მეგობარი და თანამოაზრეა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ახლობლები ხშირად თავიანთ, ყველაზე უსიამოვნო და სამარცხვინო საიდუმლოებებსაც კი ანდობენ ხოლმე. მაგრამ თევზი მისთვის მინდობილ საიდუმლოს, მით უმეტეს, თუ მას ამის შესახებ სთხოვენ, ყოველთვის საიმედოდ შეინახავს.
მართალია ისეც ხდება, რომ მერკურის გავლენის ქვეშ მოყოლილ თევზებს შორის, ნამდვილი ყბედებიც გვხვდებიან, მაგრამ საერთო ჯამში თევზები, საკმაოდ სიტყვაძუნწი და დინჯი ხალხია.
თევზი მამაკაცები ნაკლებად ეჭვიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. მაგრამ თუ ეჭვიანობენ კიდეც, ამას უცხო თვალი ვერასდროს შეამჩნევს (გაიხსენეთ მათი სამსახიბო ნიჭი). მაგრამ, თუ შამჩნიეთ, რომ თქვენს თევზს, მოწყენილობა და პესიმისტური განწყობა ეუფლება, ეცადეთ ყოველგვარი საქმე გადადოთ და როგორმე გაართოთ იგი.
კარგი იქნება თუ მასთან ერთად, თეატრში ან გამოფენაზე წახვალთ, ეს თევზ მამაკაცს დადებითი ემოციებით დამუხტავს და ხასიათასაც აუცილებლად გამოუკეთებს. თევზი ქმრის ოცნებებს ყოველთვის ყურადღებით მოეკიდეთ, არ დააფრთხოთ და უტაქტოდ არასოდეს გააკრიტიკოთ იგი, თორემ ამას არ გაპატიებთ.
აჯობებს ქმარს ცხოვრებისეული ამოცანებისა და მიზნების მიღწევაში, თქვენი თანადგომითა და ზრუნვით თუ დაეხმარებით. მერწმუნეთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.

ცნობილი თევზები:
A.scopenhauer
Albert Einstein
Steve Jobs
Antonio Vivaldi
Levi Strauss
Gabriel garsia markes
George Washington
Elizabeth B. Browning
Michelangelo Buonarroti
Amerigo Vespucci
Bernardo Bertolucci
Javier bardem
Eva Herzigova
Benicio Del Toro
Glenn Miller
Chris Martin
Jon Bon Jovi
Eva Mendes
David Gilmour
Elizabeth Taylor
Juliette Binoche
Bobby Fischer
Eva Herzigova
Seal
Sharon Stone
Eva Longoria
Cindy Crawford
Osama bin Laden
Bobby McFerrin
James Taylor
Liza Minnelli
Al Jarreau
rihhana
Ornella Muti
Billy Crystal
Quincy Jones
Harry James
Kurt Cobain
Johnny Cash
Billy Crystal
Billy Corgan
Kurt Russell
Nat "King" Cole
Drew Barrymore
Vanessa Williams
Bruce Willis
=================================================
შესაფერისი პარტნიორები
თევზები - ვერძი
ეს უცნაური, რთული და ამავე დროს ხშირად შემდგარი ურთიერთობაა. ურთიერთობაში „ყოვლის მცოდნე მოხუცისა“ და დაუცველი „ბეკეკას“, ან ძალაუფლებისმოყვარე დამპყრობლისა და მორჩილი კონკიას არქეტიპები ცოცხლდება. როგორც წესი, მათი კავშირი რაღაც კონკრეტულ იდეას ეფუძნება ხოლმე: რელიგიურ, სამეცნიერო ან ერთობლივი წარმატებისკენ სწრაფვას. ერთია მხოლოდ, ვერძს მუდამ უნდა ახსოვდეს საკუთარი რჩეულის ფაქიზი ბუნების შესახებ და შეძლებისგვარად შეეცადოს, თავისი პირდაპირობითა და სიუხეშით ტკივილი არ მიაყენოს მეოცნებე, სენტიმენტალურ თევზებს, რომელსაც ისედაც ბევრი სადარდებელი აქვს თავისი სენსიტიური ბუნების წყალობით.
თევზები - კურო
კუროს მოსწონს თევზი და შენატრის მას, მისთვის ძალიან საინტერესოა თევზთან ურთერთობა, თუმცა როგორც კი გადაწყვეტს მანიპულირება მოახდინოს თევზზე, თევზი არ აძლევს ამის საშუალებას, რაც კუროსთვის მტკივნეულია კუროს ყოველთვის ახსოვს თევზი
თევზები - ტყუპები
თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული პარტნიორი, ინტელექტუალური თვალსაზრისით, მიღწევათა მწვერვალია ტყუპებისთვის, რომელზეც მზად არის ილოცოს. მათი ერთობლიობა ორი მკვლევარის ურთიერთობას ჰგავს. ტყუპები ხედავს, რომ თევზებმა ყველაფერი იცის მის შესახებ, თევზები კი ხვდება, რომ ტყუპებმა ეს იცის. ეს არის ორი ინტელექტის დაძაბული თამაში. მათ იშვიათად აქვთ გრძელვადიანი ქორწინება, რადგან თევზები არასდროს პატიობს ღალატს, რაც ტყუპებისთვის ხშირად დამახასიათებელია.
თევზები - კირჩხიბი
ემოციურ კირჩხიბს ყოველთვის იზიდავს ღრმა, იდუმალი თევზები, თუმცა ვერასოდეს ახერხებს ამ ნიშნის შეცნობას. მათი კავშირი სულიერ შეთავსებასა და ურთიერთგაგებაზეა დამყარებული. კირჩხიბი ცვალებადია, თევზების ემოციები კი ნელა-ნელა მატულობს, შეიძლება საერთოდაც გაქრეს. მხოლოდ ორივეს პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული რამდენად აიტანენ ერთმანეთის ასეთ ცვალებადობას. ეს ნიშნები ერთობლივ საქმეში ყოველთვის წარმატებას აღწევენ. ეს ქორწინება ერთ-ერთისგან მსხვერპლს მოითხოვს. თუ საჭირო მსხვერპლი გამოინახა, კავშირი ხანგრძლივი და მყარი იქნება.
თევზები - ლომი
ეს ლომისთვის ყველაზე რთული კავშირია, სადაც თვითონ რაინდია, რომელმაც მთელი სამყარო მიუძღვნა ნაზ და ფაქიზ თევზებს. ის დნება და იძირება თევზების იდუმალ სიღრმეში. ის უნდა დაეხმაროს მას გაორების გადალახვაში, ასევე შეუქმნას განსაკუთრებულად თბილი და დაცული გარემო. თევზები კი, თავის მხრივ, ყოველთვის მზად უნდა იყოს ლომისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად, კომპლიმენტებისტვის. ასეთ შემთხვევაში ეს კავშირი უფრო მყარი გახდება.
თევზები - ქალწული
რთული და იშვიათი კავშირია. მეოჯახე ქალწულისთვის ქორწინება მნიშვნელოვანია. ის სახლში გამუდმებით რაღაცას აგროვებს და ოჯახს უფრთხილდება. ქალწული სიყვარულში თბილი, საყვარელი, სუფთაა, მაგრამ სასიყვარულო სიტყვებს ვერ პოულობს. პრობლემურია, თუ თევზები ქალია და ქალწულის კრიტიკულობის ატანა უწევს... მისტიურ, დაბნეულ თევზებს და კონკრეტულ ქალწულს ხშირად არ ესმით ერთმანეთის. მათ, მარტივად რომ ვთქვათ, განსხვავებული ენერგეტიკა და მსოფლმხედველობა აქვთ.
თევზები - სასწორი
თევზებისთვის ეს საბედისწერო კავშირია. სასწორს ურთიერთობის მკაცრი ფორმა უყვარს. ყველაფერში მკაცრად რეგლამენტირებული ჩარჩო აქვს. ყველგან და მითუფრო სიყვარულში ხშირად ავლებს საზღვარს: „მე მე ვარ, შენ - შენ!~ თევზები კი გრძნობებში ხშირად გადადის საზღვრებს, რითიც სასწორის გულისწყრომას იწვევს. ის პარტნიორში ერთობასა და დასაყრდენს ეძებს. მოკლედ, ამ ნიშნებს უჭირთ ერთმანეთის გაგება. ძალიან განსხვავებულნი არიან.
თევზები - მორიელი
მორიელი ზედმეტად მგრძნობიარე პარტნიორია, ის ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ამჩნევს, წინასწარ ხვდება და იცის, რა უნდა მოხდეს. თევზები კი იტანჯება მორიელის ამ თვისების გამო და იმის ნაცვლად, რომ იცხოვროს მშვიდად და მისდიოს მის რჩევებსა და მითითებებს, საკუთარ თავში იკეტება. ამ კავშირში ყოველთვის არის ვნება. მათ კარგად ესმით ერთმანეთის ურთიერთობის ყველა სფეროში. თუმცა, ფაქიზი ბუნების თევზები ხშირად ტოვებენ მორიელს, ვინაიდან მტკინვეულად განიცდიან მის წინდახედულობასა და მკაცრ ხასიათს. თუ თევზები კაცია, ქალი კი მორიელი, მაშინ თევზები აუცილებლად უნდა მისდევდეს მორიელის რჩევებს ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, თვითონ კი სიყვარულითა და მზრუნველობით ავსებდეს ოჯახს. მათი კავშირი იდეალური იქნება, თუ თევზებს არ შეეშინდება მორიელის სიძლიერის და ყველფერს გააკეთებს, რათა პარტნიორის ღირსეული მეორე ნახევარი გახდეს.
თევზები - მშვილდოსანი
აქტიური, ხარბი მშვილდოსანი და ჩაკეტილი თევზები იშვიათად ეწობიან ერთმანეთს. ამ ორი ნიშნის გაერთიანება მხოლოდ რელიგიას, მისტიკას და საერთო ფანატურ იდეალებს შეუძლია. მათი კავშირი მხოლოდ ორივეს მაღალი სულიერი განვითარების შემთხვევაში იქნება წარმატებული. ასეთ შემთხვევაში მათი კავშირი ბედნიერების მომტანი, სრულყოფილი და მტკიცეა.
თევზები - თხის რქა
ეს, შეიძლება იდეალური კავშირი იყოს, წარმოუდგენელი სიყვარულით. ამ ორი იდეალისტისა და მისტიკოსისთვის მთელი სამყაროს საიდუმლოებათა კარია ღიაა. მათ ერთად შეუძლიათ მთელი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობა. თუ თხის რქა ზედმეტად მიწიერია, მაშინ თევზებს მუხლჩაუხრელ მუშაობას აიძულებს, რაც გათანგავს და პროტესტს გამოიწვევს მასში, რის შედეგადაც ის მისგან გაწბილებული წავა, მაგრამ თუ დარჩა, უბედური და ჩაკეტილი იქნება. თუ ამ ნიშნების კავშირი პრაგმატულობაზე არ არის აგებული, მაშინ მის სიმყარეს არაფერი ემუქრება. ეს ქორწინება მუდმივი და ბედნიერი იქნება.
თევზები - მერწული
ამ ადამიანებს იდეალიზმი, სამყაროს შეცნობის სურვილი, გამოგონებები, აუხდენელი და წარმოუდგენელი ოცნებები, ილუზიები და ცხოვრებისეული მისტერიები იზიდავთ. ერთმანეთისთვის ისინი იდუმალ სამყაროს წარმოადგენენ, რომლის შეცნობა, აშინებთ კიდეც. მათ ოჯახში შექმნილი ჯადოსნური ილუზიები და ფანტაზიები, ხშირად მკაცრ რეალობასთან შეჯახებაში იმსხვრევა. ყოფიერება - მატერიალური პრობლემები - შეიძლება მათი ოჯახის დასასრულად იქცეს. ეს სათუო კავშირია, მითუფრო, თუ ორივე თავიანთი ნიშნების ტიპიური წარმომადგენლები არიან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ შანსი ეძლევათ ნორმალური, ჰარმონიული კავშირის დამყარებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებათ განსხვავებული ტემპერამენტისა და მსოფლმხედველობის გამო.
თევზები - თევზები
ორივე უძირო ოკეანეა, რომლებიც ერთმანეთის სიღრმის გაზომვას ცდილობენ. კარგად იციან ერთმანეთის ფასი და ესმით, რომ ოჯახში ან ერთად იცურებენ ბედნიერი და წარმატებული მომავლისკენ, ან გაშორდებიან. ეს ძალიან იშვიათი კავშირია. ორივე ილუზიებსა და გამოგონილ სამყაროში აგრძელებს ცხოვრებას და რეალური, გაბედული ნაბიჯების გადადგმაზე უარს ამბობს. სასურველია, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც არ იყოს თევზების ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი და მეტი პრაგმატულობით, სამყაროს რეალური აღქმითა და საქმიანი თვისებებით იყოს დაჯილდოებული. ასეთ შემთხვევაში, მათი კავშირი უფრო მტკიცე და ჰარმონიული იქნება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://forum.ge/?showtopic=34433409&view=findpost&p=32902827
თევზები (post #36381158)