რავი საიდან ესეთი ინფოები ამ კაცს
ნაწილი ინტერვიუდან:
ჟ: -რის გამო აიცრუეთ სააკაშვილზე გული? ითქვა, თითქოს თქვენი მეგობრები დააპატიმრეს, პრეზიდენტს მათი გათავისუფლება სთხოვეთ და რაკი თხოვნა არ შეგისრულათ, ამის მერე გაცივდა თქვენი ურთიერთობა.უც: - ერთხელაც არ მითხოვია მაგისთვის არაფერი, არც ვინმეს დაჭერისა და არც რაიმე პირადი მიზნის გამო. მოგიყვებით, როგორც იყო: რევოლუციის წლისთავზე მთხოვა, ჰიმნისთვის კლიპს ვწერთ და მინდა მასში პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდე. ეს კლიპი ტელევიზიით უნდა გავიდეს დილა-საღამოსო. მივედი მასთან და როგორც აღმოჩნდა, კლიპიც მოფიქრებული ჰქონია და ისიც, ვინ საიდან უნდა გამოსულიყო და რომელი ეპიზოდი ემღერა. მოკლედ, რეჟისორიც თვითონ იყო და ოპერატორიც. კლიპის შინაარსს რომ მომიყვა და მერე სიმღერასა და შემოქმედებაზე რომ გადავიდა, გავოგნდი. მივხვდი, ეს კაცი ყველაფერი იყო, პრეზიდენტის გარდა. მაშინვე ვუთხარი, ამ კლიპში მონაწილეობა არ მინდა, არ მინდა ყოველი დღე და ღამე ჩემი ეკრანზე გამოჩენით მთავრდებოდეს-მეთქი. ამ უარის შემდეგ გაიყო ჩვენი გზები. მანამდე, პირველი ჩადებები რომ დაიწყო, ვკითხე, ამას რატომ აკეთებ-მეთქი? იცით, რა მითხრა? წარმოიდგინე, რომ შევარდნაძის მერე შემოსულია დიდი ტრაქტორი, რომელიც მანამდე არსებულს, ყველაფერს, მიწასთან ასწორებს, რომ მერე ახლის მშენებლობა დაიწყოსო. ესეც ყურს იქით გავატარე, რადგან ძალიან მინდოდა შევარდნაძის დროინდელი ვითარება შეცვლილიყო, მაგრამ გამოსწორების ნაცვლად ისე გააუარესა ყველაფერი მისმა დანერგილმა რეჟიმმა, რომ შევარდნაძის დრო სანატრელი გაუხდა ხალხს. ამ კაცის ტყუილები ყველა ფენას შეეხო. ახლა საზღვარგარეთს გვინდა ავუხსნათ და გავაგებინოთ, რომ ის დემოკრატიას ამოფარებული ფლიდი და მატყუარა კაცია. 10 წლის მერე ვიამაყებთ იმით, რომ საშინელი გაჭირვებისა და ჩაგვრის მიუხედავად, საზოგადოებამ თავი შეიკავა და არ დავუშვით დაპირისპირება, სისხლის ღვრა. ამ ხელისუფლებას ყველაფერი განგებ მიჰყავს იმისკენ, რომ შევესიოთ. შეიძლება გადავიდეს კაცი ჭკუიდან და იფიქროს, შევუვარდები და ან ასე იქნება, ან ისეო.
აი აქ უკვე ოო, ან იცის რას ამბობს ან იგონებს:
ჟ:- რისთვის უნდა სააკაშვილს, რომ ოპოზიცია შეესიოს?- იმისათვის, რომ პოლიტიკური ლიდერები დააპატიმროს. გააკეთებს იმას, რაც სომხეთში მოხდა, - ოპოზიცია მოკვდა, აღარ არსებობს. ლიდერებს ციხეში გამოკეტავს და იტყვის, დემოკრატი კაცი ოპოზიციას არ ვარბევდი, ქუჩაში რაც უნდოდათ, იმას ამბობდნენ და თავად შემომიცვივდნენო. ამით "გაიპრავებს" საკუთარ მდგომარეობას. სადმე შევარდნას ან შესევას სჯობს მუდმივი ბრძოლა, ხელისუფლების მანამდე რყევა, სანამ კბილივით არ ამოვიღებთ. მწვავე ფორსმაჟორი მაქვს. სექტემბერ-ოქტომბერში სერიოზული პროცესები გველის წინ.
ჟ:- ოპოზიციის აქტივობას გულისხმობთ?- არა. ტალიავინის კომისიამ სააკაშვილი სამხედრო დამნაშავედ რომ გამოაცხადოს და სამხედრო დამნაშავის გასამართლება მოითხოვონ რუსებმა, რა პოზიციას დაიკავებს ქართველი საზოგადოება? როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ ვითარებაში? შესაძლოა, ტალიავინის კომისიამ წარმოადგინოს კონკრეტული ფაქტები სააკაშვილის დანაშაულებზე, მაგრამ ხელისუფლების პიარმანქანამ ყველაფერი გადაატრიალოს და განაცხადოს, ეს ყველაფერი რუსებმა გააკეთესო. ეს პრობლემა მალე დაგვიდგება და მინდა საზოგადოება ამისთვის მზად იყოს. ხელისუფლება უსათუოდ ეცდება ყველა ჩვენგანში გააღვიძოს პატრიოტული გრძნობა და ხალხი იტყვის, ბიჭო, ჩვენი პრეზიდენტი რუსებს როგორ უნდა გავატანოთო და ამის მეშინია. თვითონაც იცის სააკაშვილმა, რომ ეს სიტუაცია ახლოვდება.
ჟ:- რის საფუძველზე ვარაუდობთ, რომ ტალიავინის დასკვნა სააკაშვილს სამხედრო დამნაშავედ ცნობს? აქამდე მსგავსი არაფერი გაჟღერებულა.- ეს ვარაუდი კი არა, კონკრეტული და სარწმუნო ცნობებია. მაქვს ინფორმაცია, რომ ტალიავინის დასკვნაში ეს კაცი სამხედრო დამნაშავედ გამოცხადდება. ახლა ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას ქართველმა ხალხმა და ოპოზიციამ? ამაზე ვიფიქროთ ყველამ და იმას ნუ ვიფიქრებთ, მე ვარ და ჩემი ნაბადი, ვის უბედავენ ჩვენი პრეზიდენტის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადებასო. გადაჰყვეს მთელი ქვეყანა ამ ერთი კაცის სავარძელში ჯდომას?
შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ სააკაშვილი რუსებმა უნდა გაასამართლონ, მაგრამ აქ, ქვეყნის შიგნით, ვაცხადებ, - ეს კაცი გასასამართლებელია, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს იმის რესურსი, რომ დავიჭიროთ და გავასამართლოთ. ინტერნეტში წავიკითხე, რომ ტალიავინის კომისიაზე 200 მლნ-ია დახარჯული. როგორც ჩანს, ძალზე მნიშვნელოვანი მასალები მოიძიეს და ზედმიწევნით მიდის მათი შესწავლა. ამიტომაც ჩვენ არ უნდა გაგვიტაცოს ცრუპატრიოტიზმმა, - ეს როგორ გაგვიბედეს ქართველებსო. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, ქართული გვარი აქვს, სომხური, ოსური თუ ინგლისური.[/b]
http://old.kvirispalitra.ge/old/palitra/frp_palitra.htm დანარჩენი წაიკითხეთ, სტატიას სათაური აქვს "ამ უარის შემდეგ გაიყო ჩვენი გზები"