გოგა ხაინდრავა-“ასეთი დიდი კრიმინალი და ასეთი კორუფცია, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლებაშია, არც დაესიზმრებოდა შევარდნაძის რეჟიმს. საქართველოს შვიდი მილიარდი აქვს ვალი, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ამ ხელისუფლებამ წამოგვკიდა კისერზე. ეს ის თანხაა, რომელიც ამ ხელისუფლებამ მოიპარა. ამჟამად კორუფციაში ბანაობს დაახლოებით ათასი ადამიანი, რომელთაც ეს ფული უკვე საზღვარგარეთ აქვთ გატანილი. ამ გაღატაკებული ქვეყნის პრეზიდენტს ექვსი რეზიდენცია აქვს, აქედან სამი - თვითონ აიშენა. ესენია: ავლაბრის, შავნაბადასა და წეროვანის რეზიდენციები, ორი მერაბიშვილმა დაამატა, გარდა ამისა მოხდა სრულიად უპრეცედენტო ფაქტი, ლიკანში ჩაკეტეს რომანოვების სასახლე და იქ მხოლოდ სააკაშვილს უშვებენ. არადა, მთელი ამ ათწლეულების მანძილზე ამ სასახლეში გაჩერება შეეძლო ნებისმიერ ადამიანს. რა ხდება, გამაგებინეთ, სააკაშვილი ქართველმა ხალხმა მეფედ აკურთხა? მოკლედ, ჩვენ ვცხოვრობთ ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომლის პირველი პაციენტი მე ვარ"
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/107129.htmlლიცემერი: ცხელა დაუდეგარ და მეამბოხე საქართველოში
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.