დრუიდების ჰოროსკოპით ვარ ტირიფი როგორც აღმოჩნდა...
არ ვიცი ვის გჯერათ ამის და ვის არა...
მაგრამ ზუსტად ვიცი რომ აქ რაც წერია ზუსტად ჩემზეა...
ტირიფი 01.03-10.03 03.09-02.09ტირიფი ნაკლებად გამოირჩევა გარეგნული მიმზიდველობით ან დახვეწილი მანერებით, მაგრამ ამ ხის მფარველობაში მყოფი ადამიანები საოცრად ორიგინალურები და გამჭრიახები არიან.
ტირიფი კარგი მოსაუბრე, ხალისიანი კომპანიონი და შესანიშნავი მეგობარია, აქედან გამომდინარე მარტოობას როგორც წესი არასოდეს უჩივის. ეს ადამიანები უაღრესად ემოციურები არიან და გამუდმებით ახალ-ახალი შეგრძნებების ძიება ახასიათებთ. აღმერთებენ რა ყოველგვარი სახის ეგზოტიკას, იქნება ეს გარემო, საკვები თუ სამოსი, ტირიფები ცხოვრებაში გრძნობებით უფრო ხელმძღვანელობენ, ვიდრე გონებისა და ლოგიკის კარნახით. აქედან გამომდინარე ხელიდან არასოდეს უშვებენ მძაფრი ემოციების მიღების შანსს. ტირიფი სიამოვნებით გაერთობა ექსტრემალური სპორტის რომელიმე სახეობით, რთული საცირკო ტრიუკების ყურებით ან ეგზოტიკურ ცხოველებთან კონტაქტით.
მისი ერთი შეხედვით რბილი და გულუბრყვილო გარეგნობის მიღმა, ძალზე მყარი ფსიქიკის, საოცრად მიზანსწრაფული ადამიანი იმალება. ამასთან ცხოვრება მარტოოდენ მხიარული გართობა როდია, როგორც ეს გარედან მოჩანს. ტირიფმა ყოველთვის ზუსტად იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს, თუმცაღა ამ მიზნისკენ სავალ გზებს იგი უფრო ინტუიციის კარნახით პოულობს, ვიდრე ლოგიკური გათვლა- გაანგარიშებების საფუძველზე.
თანდაყოლილი დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებულ ტირიფს არც უფროსის და არც ხელქვეითის პოზიცია ხიბლავს. ამ ხის მფარველობაში მყოფი ადამიანები საერთოდაც იშვიათად ერევიან ვინმეს საქმეში, თუმცა საჭიროების შემთხვევში მწარე რეპლიკების კეთების ძალაც შესწევთ.
საერთოდ ტირიფთან ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება, არცთუ ადვილი საქმეა, რადგან უკომპრომისო ხასიათის გამო, იგი ჩვეული ცხოვრების წესისა და შეხედულებების შეცვლას ძნელად თუ ვინმეს გამო დათანხმდება. 
ოჯახურ ბორკილებსაც საკმაოდ ძნელად ეგუება, თუმცა მარტო ყოფნაც უჭირს. მისი ხასიათი ბევრს აღიზიანებს, მაგრამ სუსტი და დაუცველი იმიჯის გამო, ტირიფს მაინც საკმარისი მფარველი ჰყავს. ძნელად ითქმის რომ მას სირთულეებთან ბრძოლის უნარი არ გააჩნია, მაგრამ რატომ უნდა შეიწუხოს თავი მაშინ, როცა მის მაგივრად პრობლემებს სხვები შეეჭიდებიან?
ტირიფს საოცარი გარდასახვის ნიჭი აქვს, მისი სევდა ნამდვილ ტრაგედიას ჰგავს, გატაცება კი მგზნებარე ვნებას. სინამდვილეში კი როგორც წესი, იგი მსგავსს არაფერს განიცდის. უბრალოდ თამაში ეხერხება და ადამიანთა ფსიქოლოგიაშიც არც ისე ცუდად ერკვევა. მან კარგად იცის სად, ვისთან და როგორ უნდა მოიქცეს, რომ საკუთარი გეგმების განხორციელება გაუადვილდეს.
მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ტირიფის ცხოვრება, როგორც წესი ძლიერი განცდების მონაცვლეობაში გადის, იქნება ეს ცალმხრივი სიყვარული, განშორება თუ სხვადასხვა სახის სარისკო თავგადასავლები. შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს რომ ტირიფი მკაცრი ბედისწერის მსხვერპლია, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით აღმოაჩენთ, რომ იგი თვისებურად ბედნიერიც კია საკუთარი მდგომარეობით.
http://www.horoscope.info.ge/Horoscope_El....?Horoscope_Id=3 This post has been edited by HAG on 17 Aug 2009, 11:01
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.