მართალია, მე პირადად ფეხბურთი დიდად აღარ მაინტერებს, მაგრამ მაინც ვხვდები, რომ საქართველოს ჩემპიონატმა ამოწურა თავისი თავი. როგორც დაიწყო მარაზმით (ძმები პეტრიაშვილები და ა.შ) ისევე გრძელდება თუ სრულდება. გადავხედე ცხრილს და დაუმარხიათ ფეხბურთი.

ქუთაისის გუნდი აღარაა, ბათუმის, გორის, ფოთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის... სოხუმს და აფხაზეთს კაი, თავი დავანებოთ. არადა, ამ რეგიონებიდან მოდიოდა ძირითადად შევსება.
სადღაც მოვკარი თვალი, რომ ვენგერი იძახდა, თითქოს სუპერლიგა უნდა შეიქმნას ევროპაშიო, ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად (მომავალში). ეტყობა, იქაც მობეზრებაა უკვე, კრიზისი ახლოვდება, მენტალური კრიზისი, ფეხბურთის, როგორც სანახაობის გაცვეთის და მობეზრების, როცა სულ უფრო ნაკლები ახალი ვარსკვლავი ჩნდება, განსაკუთრებით თავად ევროპაში. და ცდილობენ რაღაც ახალი ფორმები შემოიტანონ.
აქ კი ფეხბურთი საერთოდ კვდება. თუ მომავალში ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებმა სუპერლიგა არ შექმნეს, თავად რუსეთს და უკრაინასაც კრიზისი დაეწყებათ, იმიტომ რომ იქაც მობეზრდება ხალხს სულ 3-4 გუნდი რომ იგებს ყველაფერს. ჩვენ დროში მალე ბეზრდებათ ყველაფერი.
სუპერლიგა კი გამოაცოცხლებს სიტუაციას, დროებით მაინც. საუკეთესო რუსული და უკრაინული გუნდები რომ ერთ ჩემპიონატში ითამაშებენ, ბევრად უფრო საინტერესო იქნება. თბილისის დინამოს ალბათ მეორე ლიგაში მოუწევს თამაში თავიდან, არადა სსრკ-ს ჩემპიონატში სულ უმაღლეს ლიგაში იყო.