ერთხელ შოვში დურაკას ვთამაშობდით ღამე ფოსფორით სახის დახატვაზე.
ხოდა სახლში რომ წამოვედი, სულ ბუჩქებ-ბუჩქებ მოვძვრებოდი ვინმეს რომ არ დავენახე.
თითქმის მოსული ვიყავი სახლთან, რომ მომიწია გზაზე გამოსვლა და ორი იქაური დედაბერი არ გადამეყარა
ორივემ უცებ შეჰკივლეს და ისე მოცოცხეს, რომ გზაზე სულ მტვერი დააყენეს.
მეორე დღის შემდეგ რამოდენიმე კვირა პატარ ბავშვებს დაღამების შემდეგ ქუჩაში აღარ უშვებდნენ.
და არ გაინტერესებთ რა მოყვეს იმ დედაბრებმა?
რა და მოვდიოდითო გზაზეო, ხელში ჯოხები გვეჭირა და უცებ შიშველი ეშმა გადმოგვიხტა გზაზეო, სახე და თვალები უბრიალებდაო. ჩვენ კი შეგვეშინდა, მარა არ დავიბენითო, ერთმა მამაო ჩვენოს კითხვა დაიწყოო, და მეორეს თურმე სულ ფუი ეშმაკის ძახილით სახეში უფურთხებია ეშმაკისათვის და ჯოხიც კი უთავაზებია კაი გვარიანად.
ხოდა შეშინებია საწყალ ეშმას და ისე გაქცეულა, რომ უკანაც არ მოუხედავს
აი ასეთი ვაჟკაცი დედაბრები გვყავს შოვში!