მოსკოვს დაცული ტერიტორიების გაფართოება აფხაზეთის ხარჯზე სურს
რუსეთის გარემოს დაცვის მინისტრი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის: ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორ დაცულ ტერიტორიას - ტებერდინისა და არხიზის ნაკრძალებს უნდა მიუერთდეს აფხაზეთში რიწისა და კოდორის დაცული ტერიტორიები. ეს ყველაფერი კი ოფიციალურად სოჭის ოლიმპიადისათვის მზადდება. არ არის გამორიცხული, ოლიმპიადის უზრუნველსაყოფად სამშენებლო მასალები კოდორიდან და რიწიდანაც გაიტანონ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს რუსეთის ფედერაციის კოლონიზატორული პოლიტიკის მორიგ ნაბიჯად აფასებს. „რიწისა და კოდორის ტერიტორია ოფიციალურად საქართველოს დაცულ ტერიტორიებში შედის და შესაბამისად, რუსეთის საკანონმდებლო ინიციატივა კანონის უხეში დარღვევაა. ჩვენ ამის შესახებ ყველა საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციას შევატყობინებთ“,– აცხადებენ სამინისტროში.
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=10734&ct=17კომპეტენტურმა პიროვნებამ ამიხსნას, რას ნიშნავს სამშენელო მასალებს სოჭის ოლიმპიადის უზრუველსაყოაფად გამოიყენებენ?
თუ ეკოსისტემას და ზოგადად გარემოს შეერყევა საფუძლველი,ეს ხომ მხოლოდ ერთი პერიმეტრის, ქედის თუ მთის პრობლემა არ იქნება, ხო სეიძლება გლობალური, საქართველოს მასშტაბით მოყვეს ამას კლიმატის ცვლილება?
რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ეს პროცეში შევაჩეროთ?
ვის შეიძლება მივმართოთ?
იუნესკო წყვეტს მსგავს საკითხებს?