ხო ლიკოკის სანიმუშო მიჯნურის დაიდლაინი მაგარი სახალისოა

)
სანიმუშო მიჯნურის დღის განრიგი:
5.30 - განთიადი. საწოლიდან ავდგეთ უძილოდ გატარებული ღამის შემდეგ.
6.00 - ნაკადულში ვიბანაოთ ან, თუ ეს შეუძლებელია, ონკანს შევუშვიროთ თავი;
6.30-7.30 - შემოვირბინოთ ახლო-მახლო გორაკები;
8.00 - სუფრიდან ისე ავდგეთ, ხელი არ დავაკაროთ საუზმეს;
9.30-12.00 - მდელოზე პირქვე დამხობილი დავეწაფოთ წიგნს;
12.00 - შუადღე. მცირე ხნით დავუბრუნდეთ ხალხმრავალ საზოგადოებას (ე.ი. ქალაქში გავიაროთ), რათა თვალი შევავლოთ თაყვანისცემის საგანს და მყის, მოვკურცხლოთ ტყისკენ;
12.30 - დაძინებამდე მარტოდმარტომ გავატაროთ ბუნების წიაღში; უღრან ტყეს მივცეთ თავი; მოვძებნოთ ბაყაყების გუბე, შიგ ჩავჯდეთ და ყიყინს მიმგვანებული ხმა გამოვცეთ;
8.30-9.30 - ერთი მოკლე საათი გავატაროთ თაყვანისცემის საგანთან; უცხო თვალისთვის ჩვენი მიჯნური ერთი ჩვეულებრივი ჯენტლმენია, რომელიც ნაცნობ ქალთან ერთად ტრამვაით მგზავორბს; სინამდვილეში მის სულში ძველებური ქარიშხალი მძვინვარებს და ძველებურად არყევს მთელს მის არსებას;
10.00 - ველად გავიჭრათ, ვარსკვლავები ვთვალოთ და იმაზე ვიფიქროთ, ნეტა ჩემს სატრფოსაც თუ დაჰყურებს ეს ცა და ვარსკვლავები;
12.00 - შუაღამე. ლოგინს მივაშუროთ უძილო ღამის მოლოდინში, მაგრამ მანამდე ფართოდ გამოვაღოთ სარკმელი და ღამის გრილ ნიავს მივუშვიროთ გახურებული შუბლი.