#21986496 · 10 Oct 2010, 23:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX). პროგრამა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან მიიღონ მაგისტრის ხარისხი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.
პროგრამის ყველა მონაწილე:
დაესწრება ლექციების სრულ განაკვეთს ერთი ან ორი წლის განმავლობაში;
პირველი აკადემიური წლის განმავლობაში შეიმუშავებს და განახორციელებს პროექტს, რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას;
გაივლის სტაჟირებას სასწავლო სემესტრის შემდეგ.
პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს:
მხარდაჭერას აშშ J_1 ვიზის მისაღებად; მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან; ყოველთვიურ სტიპენდიას; სამედიცინო დაზღვევას;უნივერსიტეტში სწავლების საფასურს; თანხას წიგნების შესაძენად; ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის პერიოდში; და ინგლისური ენის კურსებს (საჭიროების შემთხვევაში). * * * ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ - ვინც ნამყოფია, იქნებ დაწეროს, ნიშნებს რამდენად ექცევა ყურადღება? ასევე მაინტერესებს რისი მიხედვით ხდება შერჩევა, რამე პროექტს წერ თუ...? მეოთხე კურსელს შიუძლია მიიღოს მონაწილეობა თუ უკვე ხელში უნდა გეჭიროს დიპლომი? გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნიშნებს? * * * ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ - ვინც ნამყოფია, იქნებ დაწეროს, ნიშნებს რამდენად ექცევა ყურადღება? ასევე მაინტერესებს რისი მიხედვით ხდება შერჩევა, რამე პროექტს წერ თუ...? მეოთხე კურსელს შიუძლია მიიღოს მონაწილეობა თუ უკვე ხელში უნდა გეჭიროს დიპლომი? გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნიშნებს?
|