ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ვებ-გვერდ “ვიკიპედიაზე” საქართველოს ისტორიის დამახინჯებას აპროტესტებენ
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ვებ-გვერდ “ვიკიპედიაზე” საქართველოს ისტორიის დამახინჯებას აპროტესტებენ და ანტიქართულ ინფორმაციასთან ბრძოლის ინიციატივით გამოდის.
“ვიკიპედიაზე” არსებული ინფორმაციების ჩასწორების და ადმინისტრაციასთან შესაბამისი პროტესტის დაფიქსირების ინიციატივა ინტერნეტ-ფორუმ
www.planeta.ge–ს მომხმარებლებს ეკუთვნით.
როგორც ჟურნალისტებს აღნიშნული ფორუმის ადმინისტრატორმა არჩილ მელიქიშვილმა განუცხადა, ბოლო დროს ვიკიპედიაზე შეინიშნება ტენდენცია, რომ სომხური, აფხაზური, ოსური და რუსული ჯგუფები აქტიურად მუშაობენ საქართველოს ისტორიის დამახინჯებაზე.
კერძოდ, ვიკიპედიაზე განთავსებული რუკებიდან ირკვევა, რომ თითქოს
X-XII საუკუნეებში დღევანდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთი მაშინდელი ალანიის ნაწილი იყო ყაზბეგთან ერთად და ა.შ.
მელიქიშვილის თქმით, საინიციატივო ჯგუფის მიზანია ვიკიპედიის ადმინისტრაციას სწორი ინფორმაცია დოკუმენტებით დაუმტკიცოს და ამისთვის ისტორიკოსებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ, რადგან, მისივე განმარტებით, სანდო წყაროს გარეშე ქართულ ჩასწორებებს ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ შლის და ხშირი ჩასწორებების შემთხვევაში, საერთოდ ბლოკავს მომხმარებელს.
ვიკიპედია არის მსოფლიოს მრავალრიცხოვან მოხალისეთა მიერ ერთობლივად დაწერილი ენციკლოპედია. კერძოდ, სპეციალური ტიპის ვებ-გვერდი, რომელზეც ერთდროულად მრავალი ადამიანი მუშაობს და ცვლილებები შეაქვთ ხოლმე, თუმცა, არაადეკვატური ცვლილებები სწრაფად იწმინდება.
მიუხედავად ამისა, ვიკიპედიაზე მაინც ფიქსირდება საქართველოს ისტორიის დამახინჯების შემთხვევები.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1=======================================
არ აქვს მნიშვნელობა პოლიტ თუ ფორუმ ორიენტაციას, ვის რა შეუძლია თუნდაც იდეის დონეზე შეჰმატოს ამ საქმეს?
გთხოვთ...........
This post has been edited by ჩოხა on 13 Aug 2009, 15:53
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა