#15259842 · 28 Aug 2009, 18:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკანასკნელი 20 წელია საქართველოში ყველას და ყველაფრის მიმართ ნეგატიური განწყობაა შემქნილი. ყველგან და ყოველთვის დამნაშავეს ვეძებთ და თვითკრიტიკულობის უნარიც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის დავკარგეთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნეგატიური განწყობა სერიოზულ დაავადებად, ნეგატივიტისად შეიძლება ჩამოყალიბდეს და ცხოვრებისეულ წესად იქცეს, რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში ვხედავ. ნეგატიური აზროვნება, განწყობა ადამიანის ტვინს მოუწოდებს ნეგატიური ქმედებისკენ და სწორედ კონკრეტული ინდივიდების ნეგატიური აზროვნება-ქმედების ურთიერდამოკიდებულება ხდება პრობლემების უმთავრესი მიზეზი. ამასთანავე, ნეგატიური აზროვნება ადამიანს უმოქმედობისკენაც მოუწოდებს - მაინც არაფერი გამოვა, მაინც დავმარცხდებით, მაინც დავიჩაგრები - და პიროვნების ინტელექტუალურ-ფიზიკურ განვითარება სტაგნაციაში გადაჰყავს. ნეგატიური აზროვნების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს გარემოც, მაგრამ ეს გარემო სწორედ იმ ინდივიდთა მიერაა შემქნილი, რომლებიც ჩვენს გარშემო ცხოვრობენ, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს როგორც პირდაპირი, ასე არაპირდაპირი სახით. ანუ კვლავაც, ჩვენივე ნეგატივიზმი ქმნის იმ გარემოს, სადაც გვიწევს არსებობა. გამოსავალი: 1. მუდმივად ჩივილი და წუწუნი კიდევ უფრო აუარესებს ჩვენს მდგომარეობას. დროთა განმავლობაში ჩვევად ყალიბდება და საჭიროა დროულად მოხდეს აზროვნების რაიმე დადებითზე გადატანა. 2. უარყოფითი აზროვნება უარყოფით ხასიათში გადადის და ასევე ემუქრება მუდმივობა - არ არსებობს სიტუაცია, სადაც ადამიანს არ შეუძლია დადებითის დანახვა. 3. უარყოფა იწვევს მუდმივ სტრესს და სტრესული მდგომარეობიდან შიზოფრენიამდე არცთუ შორია. დაიძაბებით? ღრმად ამოისუნთქეთ, შეხედეთ ზეცას და ხვალინდელი დღის სილამაზეზე იფიქრეთ. 4. ნებისმიერი სახის უარყოფითი აზროვნება თვითჰიპნოზის ერთ-ერთი სახეობაა. საკუთარ თავებს შთავუნერგავთ უარყოფითობას და შემდეგ, გამოსავლის ძებნა გვიჭირს. არათუ გამოსავლის, წინასწარ ვამზადებთ საკუთარ თავს წარუმატებლობისთვის. ანუ, კვლავ პოზიტიური აზროვნება გვჭირდება...
ჯერჯერობით, აქ დავასრულებ. ამ თემაზე საუბარი საათობით შეიძლება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საზოგადოება წარსულით და აწმყოთი ცხოვრებას უნდა შეეშვას და აწმყოთი და მომავლით უნდა იცხოვროს. იმედით, წარმატების და გამარჯვების სურვილით. თავი რომ მოგვაქვს ჩვენი წარსულით. გადავხედოთ თუნდაც ქართულ ფოლკლორს. ხალხური სიმღერის ტექსტები სავსეა ჩივილით, წუწუნით (პრინციპში, უარყოფითი აზროვნებით), მაგრამ ეს ყველაფერი ლამაზად, სიმღერით იყო ნათქვამი და შესაბამისად, უარყოფითი აზროვნების გავლენა ბათილდებოდა მრავალხმიანობით. სწორედ ქართული სიმღერა იყო ის, სადაც ქართველი ადამიანი საკუთარ პრობლემებზე საუბრობდა, მაგრამ მომავლის იმედსაც ხედავდა. სჯეროდა წარმატების და დღევანდელ პრობლემებს დროებითად მიიჩნევდა... დავფიქრდეთ ამაზე, დავფიქრდეთ მანამ, სანამ ვინმეს გავჭორავთ, შევურაცხყოფთ, დავცინებთ - იქნებ მართლაც ჩვენ ვართ დამნაშავენი ასეთი ყოფის შემქნაში? პ.ს. პოსტს კი ამ სიმღერის ბოლო სიტყვებით დავასრულებ.
ხმალო ხევსურეთს ნაჭედო თელავში თუშმა გაგფერა მეფე ერეკლემ გაკურთხა საომრად ჯვარი დაგწერა მტერო დამჩაგრე არ ვტირი ტირილი დიაცთ წესია ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში მაგრამ არ დამიკვნესია მაცალე ერთი ავლესო ხმალჩახმალ ცეცხლის კვესია სულ წმინდად მოგამკევინო რაც ჩემთვის დაგითესია.
--------------------
ჩვენ, ყველანი, გამოკვლევებულები ვართ! ელენიკო დათო კირკიტაძემ დაცვის ბიჭს ბოდიში მოუხადა. არის თუ არა ეს კულტურული რევოლუცია - saak... ეს საბოტაჟი რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ?!
|