ამ კაცს და ამ გაზეთს პროფესიონალიზმზე აქვთ პრეტენზია და ზოგიერთი აქაური ვაი ქართველი, სამწუხაროდ, მისით აღფრთოვანებულიც კი არის.
http://serwisy.gazeta.pl/swiat/1,50221,3509279.htmlStarcia na granicy Gruzji z Abchazją
შეჯახება საქართველო აფხაზეთის საზღვარზე
WJ (ეს WJ არის სტატიის ავტორი Wojciech Jagielski) - 27-07-2006,
სულ მცირე ოთხი ქართველი ოფიცერი დაიჭრა ოთხშაბათის სროლების დროს კოდორის ხეობაში აფხაზეთის საზღვარზე. ქართველებმა იქ ჯარი გააგზავნეს, რათა ჩაეხშოთ იქ მცხოვრები სვანების აჯანყება, მაგრამ ამ ოპერაციამ შეიძლება ახალი ომის პროვოცირება მოახდინოს აფხაზებთან, რომლებმაც რამოდენიმე წლის წინ მოსწყვიტეს თავიანთი ქვეყანა საქართველოს.
თითქმის ერთნახევარი ათასი ქართველი ჯარისკაცი იქნა გაგზავნილი კოდორის ხეობაში, რათა დაეჭირათ პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ ბრალი დასდო საქართველოს, რომ იგი აპირებს იარაღის ძალით აფხაზეთის დაპყრობას და კავკასიის მაღალ მთებში განლაგებული სვანეთისათვის ავტონომიის წართმევას. სვანები, რომლებიც ცნობილნი არიან მებრძოლი სულით, სიამაყითა და წინააღმდეგობით ითვლებიან ყველაზე მეტად კონსერვატორულ ქართველურ ხალხად. თავგამეტებითაც იცავენ თავიანთ დამოუკიდებლობას. კვიციანმა განაცხადა, რომ მეტად აღარ აპირებს ცნოს თბილისის ხელისუფლების ზემდგომობა, ხოლო სვანების დამოუკიდებლობას დაიცავს, როგორც პარტიზანული ნაწილის მეთაური.
კოდორის ხეობა, რომელშიც შევიდა მეამბოხე კვიციანს დადევნებული ქართული ჯარი, არის ქართველების მიერ კონტროლირებადი აფხაზეთის ერთადერთი ნაწილი. ამბოხებული პროვინციის დანარჩენმა ნაწილმა დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადა. 1992 წელს თბილისის კრახით დასრულდა საქართველოს მცდელობა ჩაეხშო აფხაზური ამბოხი. აფხაზებმა, რომელთაც მხარს უჭერდა რუსეთი და კავკასიის რესპუბლიკების სახალხო მოძრაობები, დაამარცხეს ქართული არმია და მეოთხედი მილიონი ქართველი გამოაძევეს აფხაზეთიდან. მას შემდეგ აფხაზეთი არც კი ფიქრობს საქართველოსთან შეერთებაზე. საქართველოს კი გამოყოფის გაგონებაც კი არ სურს.
კოდორის ხეობაში ქართული სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ აფხაზურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა მზადყოფნის მდგომარეობა და საქართველოს საზღვარზე გააგზავნეს დამატებითი ჯარი და არტილერია.
როგორ უნდა მოინდომოს ადამიანმა, რომ ამდენი სისულელე და დეზინფორმაცია ასე კომპაქტურად მიაწოდოს "დაინტერესებულ მკითხველს". თუმცა ეს ხომ მისთვის პირველი არაა და თუ ვინმემ პასუხი არ მოსთხოვა, არც უკანასკნელი იქნება.
ორიგინალური ტექსტის წასაკითხად სათაურს დაუწკაპუნეთ.
პუბლიკაციას მიბმული აქვს 1 აგვისტოს გაზეთი "ხავლინელი დღე", სადაც დაბეჭდილია ვიქტორ დომუხოვსკის პასუხი.
"ხვალინდელი დღე " , # 80 (952), 1-2 აგვისტო, 2006 წელი, ვიქტორ დომუხოვსკი
წერილები საზღვარგარეთიდან: დეზინფორმაცია კოდორის მოვლენების შესახებ - საქართველოს "სპეციალისტის" ვოიჩეხ იაგელსკის მორიგი ოპუსი
ამ დღეებში საქართველო და ქართული საქმეები კვლავ მოექცა მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში. არც პოლონეთი ჩამორჩენია სხვა ქვეყნებს და რეგულარულად აშუქებდა კოდორის ხეობაში მიმდინარე ამბებს როგორც პრესა, ასევე ტელე-რადიოც. ვერ გეტყვით, რომ ინფორმაცია უხინჯო და შეცდომებისგან დაზღვეული იყო, მაგრამ იმან რაც 27 ივლისის Gazeta Wyborcza-ში WJ-ს (ეს არის სტატიის ავტორის, Wojciech Jagielski-ს ინიციალები) ხელმოწერით დაბეჭდა, ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა.
გთავაზობთ იმ სტატიის ქართულ თარგმანს და თავად განსაჯეთ:
Starcia na granicy Gruzji z Abchazją
http://serwisy.gazeta.pl/swiat/1,50221,3509279.htmlშეჯახება საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე
სულ მცირე, ოთხი ქართველი ოფიცერი დაიჭრა ოთხშაბათის სროლების დროს კოდორის ხეობაში აფხაზეთის საზღვარზე. ქართველებმა იქ ჯარი გააგზავნეს, რათა ჩაეხშოთ იქ მცხოვრები სვანების აჯანყება, მაგრამ ამ ოპერაციამ შეიძლება ახალი ომის პროვოცირება მოახდინოს აფხაზებთან, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ მოწყვიტეს თავიანთი ქვეყანა საქართველოს.
თითქმის ერთნახევარი ათასი ქართველი ჯარისკაცი იქნა გაგზავნილი კოდორის ხეობაში, რათა დაეჭირათ პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბრალი დასდო საქართველოს, რომ იგი აპირებს იარაღის ძალით აფხაზეთის დაპყრობას და კავკასიის მაღალ მთებში განლაგებული სვანეთისათვის ავტონომიის წართმევას. სვანები, რომლებიც ცნობილნი არიან მებრძოლი სულით, სიამაყითა და წინააღმდეგობით, ითვლებიან ყველაზე მეტად კონსერვატორულ ქართველურ ხალხად. თავგამეტებითაც იცავენ თავიანთ დამოუკიდებლობას. კვიციანმა განაცხადა, რომ მეტად აღარ აპირებს ცნოს თბილისის ხელისუფლების ზემდგომობა, ხოლო სვანების დამოუკიდებლობას დაიცავს, როგორც პარტიზანული ნაწილის მეთაური.
კოდორის ხეობა, რომელშიც შევიდა მეამბოხე კვიციანს დადევნებული ქართული ჯარი, არის ქართველების მიერ კონტროლირებადი აფხაზეთის ერთადერთი ნაწილი. ამბოხებული პროვინციის დანარჩენმა ნაწილმა დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადა. 1992 წელს თბილისის კრახით დასრულდა საქართველოს მცდელობა, ჩაეხშო აფხაზური ამბოხი. აფხაზებმა, რომელთაც მხარს უჭერდა რუსეთი და კავკასიის რესპუბლიკების სახალხო მოძრაობები, დაამარცხეს ქართული არმია და მეოთხედი მილიონი ქართველი გამოაძევეს აფხაზეთიდან. მას შემდეგ აფხაზეთი არც კი ფიქრობს საქართველოსთან შეერთებაზე. საქართველოს კი გამოყოფის გაგონებაც კი არ სურს.
კოდორის ხეობაში ქართული სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ აფხაზურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა მზადყოფნის მდგომარეობა და საქართველოს საზღვარზე გააგზავნეს დამატებითი ჯარი და არტილერია.
7 7 7
საოცარია! როგორ უნდა მოინდომოს ადამიანმა, რომ ამდენი სისულელე და დეზინფორმაცია ასე კომპაქტურად მიაწოდოს "დაინტერესებულ მკითხველს". თუმცა ეს ხომ ვოიჩეხ იაგელსკისთვის პირველი არ არის და თუ ვინმემ პასუხი არ მოსთხოვა, არც უკანასკნელი იქნება.
არადა, ამ გაზეთსა და ამ კაცს პროფესიონალიზმზე აქვთ პრეტენზია და ზოგიერთი აქაური ვაი-ქართველი, სამწუხაროდ, მისით აღფრთოვანებულიც კი არის.
პოლონური პრესისთვის ვამზადებ იაგელსკის პასუხს. ქართველი მკითხველებისთვის ეს საინტერესო არ იქნება, რადგან კავკასიის საკითხებში "დიდი" ექსპერტის "შეცდომებზე" უნდა ვისაუბრო და პოლონელებს ავუხსნა, რომ სვანეთი საქართველოს ისეთივე ორგანული ნაწილია, როგორებიცა ქართლი, კახეთი, გურია თუ თუშ-ფშავ-ხევსურეთი და რომ სვანები საქართველოსგან დამოუკიდებლობისთვის არ იბრძვიან და რომ მათ არ დაუკარგავთ ავტონომია, რადგან ვერაფერი, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერ დაიკარგება.
ამ იაგელსკის უკვე არაერთი წელიწადია "ვებრძვით". მას შემდეგ, რაც წავიკითხე მისი პასკვილი საქართველოზე "კარგი ადგილი სასიკვდილოდ" ( Dobre miejsce dla umierania). მესმის, რომ ვერაფერს შეაგნებინებ ადამიანს, რომელსაც ბავშვობაში არ ასწავლეს, რომ არ შეიძლება ზურგს უკან მასხრად აიგდო და დასცინო ადამიანს, ვისაც ემეგობრები, ვინც სტუმრად და მეგობრად მიგიღო, ვისაც, როგორც სტუმარი, თეთრ კბილებს უჩვენებდი, სახლში დაბრუნების შემდეგ კი, იმ იმედით, რომ უცხო ქვეყანაში, უცხო ენაზე დაბეჭდილი წიგნი იმ მეგობარს არც ხელში ჩაუვარდება და ვერც წაიკითხავს. ამას ოჯახში ან უახლოესი მეგობრებისგან ითვისებს ადამიანი. მოკლედ, ეს კაცობის, როგორც ადამიანობის კოდექსია და იგი სულში აქვს ადამიანს ან იაგელსკივით არ აქვს.
მაგრამ როდესაც ჟურნალისტი და ისიც პოლონელი ჟურნალისტი, ანუ ვინც საკუთარი სამშობლოს ბედ-უკუღმართობის მაგალითიდანაც კი კარგად იცის რუსის ჩექმის დელიკატურობა, წლების განმავლობაში ტირაჟირებას უკეთებს რუსული იმპერიულ-დერჟიმორდული დეზინფორმატორული სამსახურების "ქსივებს" და ამის გამო მას არავინ პასუხს არ სთხოვს, იძულებული ვხდები მე, ვიქტორ დომუხოვსკიმ, როგორც ინდივიდმა და როგორც საქართველოს მოქალაქემ, მაინც მივუთითო.
სულ პირველ შემთხვევას გავიხსენებ. ვარშავაში ვიზიტით იყო ჩამოსული ირაკლი მენაღარიშვილი, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი. Gazeta wyborcza-მ დაბეჭდა მასთან ინტერვიუ, რომელსაც გაზეთის მთავარი რედაქტორი ადამ მიხნიკი უძღვებოდა. საშინლად ტენდენციური და ქედმაღლური ინტერვიუ იყო, მაგრამ არც არის გასაკვირი. ეს ადამ მიხნიკი ის "დემოკრატია", ვინც ჭანტურიას "ჩაწოდებით" გვიკიჟინებდა პრაღის 24 დადგენილებას, "პოლიტპატიმარ" კულუმბეგოვის განთავისუფლებას ითხოვდა და საქართველოს ამ "მცირე იმპერიის" სახაროვისეული თეორიის აქტიური პროპაგანდისტი იყო პოლონეთში.
მენაღარაშვილის იმ ინტერვიუს კი თან დაურთეს საქართველოსა და კავკასიის საქმეების "დიდი ექსპერტის" ვოიჩეხ იაგელსკის მოკლე საინფორმაციო მასალა. თავს აღარ შეგაწყენთ იმის დაწვრილებით განხილვით, თუ რა დონისა იყო ის მასალა. ამის წარმოდგენა ძნელი არ იქნება მას შემდეგ, რაც იაგელსკის ზემოთმოყვანილ ოპუსს გაეცანით, მაგრამ არ შემიძლია ორი სიტყვით არ გითხრათ იმ რუკის შესახებ, რაც ამ მასალას თან ჰქონდა დართული. აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ისეთივე სახელმწიფო საზღვარი იყო გავლებული, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის და აფხაზეთი საქართველოსგან განსხვავებულ ფერად იყო შეფერილი. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ იგი იმავე ფერის იყო, რაც რუსეთი.
აქედან დაიწყო ჩემი და იაგელსკის "მეგობრობა". მან შენიშვნა იუკადრისა, იგი ტექნიკური სამსახურის უნებურ გადაცდომად მონათლა და მე "ბოლშევიკურ სიფხიზლეში" დამადანაშაულა.
მას შემდეგ არაერთხელ ვცდილვართ საქართველოს შესაბამისი სამსახურების, აქაური საელჩოს ყურადღება მიგვეპყრო ამ "მეგობარი ჟურნალისტის" მოღვაწეობისთვის, მაგრამ ამაოდ.
გახსოვთ ალბათ, სანამ პრეზიდენტი ვილნიუსიდან მის მიერ ჩამოტანილი ფალსიფიცირებული ღვინით არ გაუმასპინძლდა მინისტრებს, არც მსოფლიო ბაზარზე მოძალებული ფალსიფიცირებული ღვინოების გამო იწუხებდა თავს ვინმე, თუმცა არც ამ საკითხზე დაგვიკლია განგაშის ზარების რეკვა.
აფხაზ სეპარატისტებთან ჩვენ ომი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე წავაგეთ, არამედ საინფორმაციო ომშიც მათ გვაჯობეს. გულდასაწყვეტია, რომ მათ კი არ ივარგეს და ივაჟკაცეს, არამედ ჩვენ წავაგეთ ეს ომი ჩვენთვის ჩვეული გულარხეინობისა და წაყრუების გამო.
ერთი იმედი გვრჩება - იქნებ პრეზიდენტი სააკაშვილი რომელიმე ვიზიტის დროს, სადმე, რომელიმე ქალაქში, ქვეყანაში შემთხვევით გადააწყდეს რამე ამდაგვარს, ჩაიტანოს თბილისში, დაიბაროს საგარეო საქმეთა მინისტრი და ყური აუწიოს, რომ ჩვენს საელჩოებში პრესმდივნების სამსახური არ ფუნქციობს. ყოველ შემთხვევაში, პოლონეთში ასეა და სხვა ქვეყნებზე ვერაფერს მოგახსენებთ.
პუბლიკაციის პირველსახე განთავსდა 28.07.2006
My Webpage