#15280221 · 30 Aug 2009, 13:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პოლიტიკური დივერსია: რუსეთმა უკრაინას დარიშხანით მოწამლული ”ბორჯომი” გაუგზავნა
უკრაინული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად იმპორტირებულ მინერალურ წყალში „ბორჯომი“ სპეციალისტებმა დარიშხანი აღმოაჩინეს. ეს მონაცემები 28 აგვისტოს ხარკოვის ოლქის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა სერგეი სავენკოვმა გამოაცხადა.
ქართული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები კი მიუთითებენ, რომ დარიშხანი არ შეიძლება ბორჯომში მოხვდეს მისი ბუნებრივი წარმოშობის გამო. საქართველოს მინერალური წ###ბის კომპანიამ, რომელსაც ბორჯომის წარმოების ექსკლუზიური უფლება აქვს, რამდენიმე წლის წინ ცდილობდა ლიცენზია გაეუქმებინა რუსული ფირმისთვის «Русский Боржомъ» რომელიც უკანონოდ აწარმოებდა „ბორჯომის“ ჩამოსხმას იგივე სავაჭრო ნიშნით.
მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გამო (იმ პერიოდში უკვე შემოღებული იყო აკრძალვა ბორჯომისა და სხვა ქართული პროდუქციის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანაზე) რუსულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს ქართული კომპანიის მოთხოვნები.
ინტერნეტ გამოცემა ”КЦ” - წერს რომ: ”ამგვარად მოწამლული ბორჯომი თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ რუსულ პროდუქციას. თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:
- რუსეთი და საქართველო საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან; - უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და რუსეთმა ვერაფრით შეძლო მათ შორის განხეთქილების შეტანა; - რუსეთი ეწევა კონფლიქტის პროვოცირებას უკრაინასთან, თუმცა პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს; - რუსეთმა ვერ შეძლო ქართული პროდუქციის - მათ შორის ბორჯომის -ავტორიტეტის შელახვა; - საქართველოს მიმართ, ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე რუსეთს ძალუძს ანალოგიური რამ ჩაიდინოს ნებისმიერი სახელმწიფოს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართაც - რასაც ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არა ერთხელ გაესვა ხაზი პუტინ - მედვედევის დუეტის მიერ.
აქედან გამომდინარე ცხადია, რომ უკრაინაში მოწამლული მინერალური წყლის გამოჩენა მიუთითებს რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობაზე - აღნიშნავენ ქართული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები. შეგახსენებთ, რომ შხამების და სხვადასხვა მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ ) დამახასიათებელი ხელწერაა
--------------------
better late than never
|