სოზარ სუბარი - ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი, ამ რეჟიმის შემქმნელებმა და განმახორციელებლებმა კი პასუხი უნდა აგონ”
“ის, რომ უფლებების დარღვევები იქნებოდა და ამასთან შეჯახება მოგვიწევდა, ამას ველოდი. ბევრი სამუშაო რომ გვექნებოდა, ვიცოდი. მაგრამ ვერ დავიჯერებდი, თუ ასეთ მასშტაბს მიაღწევდა და ასეთი მიზანმიმართული ხასიათი ექნებოდა უფლებების დარღვევას. შევარდნაძის პერიოდისგან გასნვხავებით, აქ უფლებების დარღვევებმა მიიღო პოლიტიკური ხასიათი. შევარდნაძის პერიოდში ადამიანის უფლებები კი ირღვეოდა, მაგრამ ეს არ იყოს ქვეყნის პოლიტიკა. ეს იყო ცალკეული ჩინოვნიკის თავნებობა თუ ცალკეული მინისტრის თავნებობა. მაგრამ ახლა უფლებების დარღვევებმა მიიღო პოლიტიკური ხასიათი”, - აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გაზეთ “ახალის თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავს / “ელიტ-ელექტრონიქსის” დირექტორს ერთი წელია დევნიან.
“ძალიან რთული ვითარება ჩამოყალიბდა. რაც დამხვდა, ვიცოდი რა იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ამას დავძლევდი. მაგრამ იმას, რომ ყველაფრის კონტროლს დაიწყებდა ხელისუფლება და აღარ დარჩებოდა თავისუფალი სივრცე ქვეყანაში, ვერ წარმოვიდგენდი. ჩემდამი მუქარა არ ყოფილა, მაგრამ იყო უამრავი ზარი, უამრავი შეხვედრა, ზოგჯერ დაყვავება, ზოგჯერ ჩხუბი, ზოგჯერ კამათი, შეთავაზებები, რომ წავსულიყავი სადმე მაღალანაზღაურებად სამუშაოზე - მეგობრები მეუბნებოდნენ და თან იქვე ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ჩვენ არავის არ გამოვუგზავნივართო, ჩვენი ნებით მოვედითო. თუმცა, მე არ მიკითხავს, ვინ გამოგგზავნათ-მეთქი... რაც უნდოდათ, შემისრულეს, როცა სასჯელაღსრულების რაზმი გამოაგზავნეს 7 ნოემბერს სპეციალურად იქ, სადაც მე ვიყავი, რათა ჩემთვის მოეყენებინათ ფიზიკური შეურაცხყოფა. იმათი გამოგზავნა არაფერ შუაში იყო. სხვა სპეცრაზმი იყო, რომელიც მე გავაჩერე, დამემორჩილნენ და ხალხი დავშალე. მაშინ გამოიგზავნა სასჯელასრულების სპეცრაზმი, რომელსაც იქ არაფერი ესაქმებოდა მიტინგის წინააღმდეგ - ჩვენ რა, პატიმრები ვიყავით?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.
“თანამდებობიდან წასვლამდე ვაპირებ ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას განვლილი მუშაობის შესახებ და პლუს იმ 4 ნოემბრის თათბირის შესახებაც. პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის უფრო მეტად საპატიო თანამდებობა, ვიდრე არის სახალხო დამცველი ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ახლა რომ მართლა ყოფილიყო შემოთავაზება, მე უარს ვიტყოდი. მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ არავინ არ ამირჩევდა მეორედ. ის, რომ არ ამირჩევდნენ, ესეც ჩემი არჩევანი იყო. შემეძლო ისე მოვქცეულიყავი, რომ ბატონ პავლე კუბლაშვილს, კობა ხაბაზს, ელდარ კვერნაძეს, პეტრე ცისკარიშვილსა და სხვებს ხელები გადაეტყავებინათ ტაშის ჩემით, რა კარგი სახალხო დამცველი გვყავს, რა კარგად გვიცავს ჩვენო და მეორე წელსაც ავერჩიე, შეიძლება კანონიც კი შეეცვალათ და მესამედაც ავერჩიე, მაგრამ მე არ ვიქნებოდი სახალხო დამცველი. ისე ვიქცეოდი, როგორც სინდისი მკარნახობდა, როგორც კანონი მკარნახობდა. ის, რომ მეორედ არ ამირჩიეს, მათი არჩევანი კი არ იყო, არამედ ჩემი არჩევანი”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.
“როცა მე გავაკეთე განცხადება გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სანოძე და ახალაია, ასევე მელნიკოვი ერთ საათში გაათავისუფლეს. თვითონ ჩაატარეს ბრიფინგი და თქვეს, ჩვენი ნებით მივდივართო, მაგრმ რატომღაც ეს ბრიფინგი დაემთხვა ჩემს განცხადებას. მე რომ განცხადება გავაკეთე, დამირეკა პრეზიდენტმა. დიდხანს ვიჩხუბეთ. როცა ყურმილი დაკიდა, ვიფიქრე, მორჩა, ეს ბიჭები გათავისუფლდებიან-მეთქი. ასეც მოხდა. თუმცა, შემდეგ ისევ დააბრუნეს უწყებაში. ვანო მერაბიშვილს მივმართე რეკომენდაციით, რომ დონაძე გაეთავისუფლებინა. მართალია, ფორმალურად დონაძე გაათავისუფლეს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ იგი დღესაც მართავს გარკვეული სიტუაციებს შსს-ში. შარშან იანვარში, როცა ღია წერილით მივმართე პრეზიდენტს, სადაც ბევრ რამეზე ვლაპარაკობდი, მათ შორის იმაზე, რომ პროკურატურა იქცა სადამსჯელო იარაღად, ზურაბ ადეიშვილი გადაყენებულ იქნა გენერალური პროკურორის პოსტიდან. არავის უთქვამს, რომ ეს სუბარის განცხადების გამო გააკეთეს, თუმცა, რატომღაც ეს ქმედება ჩემს განცხადებას ემთხვეოდა. პრეზიდენტი არ ცვლის პოლიტიკას იმიტომ, რომ მას უნდა ერთპიროვნულად მართოს ყველაფერი. ის ვერ იტანს ძალაუფლების გაყოფას”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.
“აუცილებლად უნდა დადგეს ზურაბ ადეიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით. სწორედ ამისთვის ვითხოვდი საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც არ შეიქმნა. კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ჯერ ვერ დავასახელებ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ თათბირში და დღეს ძალიან მაღალ თანამდებობებზე არიან. 4 ნოემბრის თათბირში მონაწილეობდნენ როგორც მინისტრები, ისე პარლამენტის წევრები... არა ერთხელ დამიყენებია ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის ციხის ამბოხთან დაკავშირებით პირდაპირ იკვეთება მისი პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორც ვხედავთ კი არ დასაჯეს, დააწინაურეს და მინისტრად დანიშნეს. პოლიტიკური ნიშნით დევნა არ შეწყვეტილა. ვანო მერაბიშვილის თაოსნობით შემდგარმა დიალოგმა ის შედეგი მოიტანა, რომ რამდენიმე ადამიანი დროებით გათავისუფლდა. ისინი გირაოთი გათავისუფლდნენ, მათ წინააღმდეგ დევნა არ შეწყვეტილა”, - აცხადებს სოზარ სუბარი და შეკითხვას - “თქვენს მიერ გაკეთებული მძიმე შეფასებიდან და ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ თქვათ, რომ ქვეყანას მართავს დანაშაულებრივი რეჟიმი?” - პასუხობს:
“ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი. ამ ხელისუფლებას სხვა შეფასებას ვერ მივცემ. პირიქით, ეს ადმინისტრაციული რეპრესიები და ეს რეჟიმი გამკაცრდა, გაძლიერდა და გადასულია ერთადერთ მიზანზე: შეინარჩუნოს ძალაუფლება თავის ხელისუფლებაში. ცხადია, ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც უნდა შეიცვალოს, უნდა დაინგრეს. ამ რეჟიმის შემქმნელებმა და განმახორციელებლებმა კი პასუხი უნდა აგონ”.
ლიცემერი: "ღირსეშანიშნავი"ინტერვიუა! ინტრიგით აღსავსე. მასში იმდენად ძლიერი მუხტი ძევს,

შეუძლებელია უზერებში იმის ბადალი ინტერესი არ აღძრას მსჯელობის შემდგომი განვითარების მიმართ, რა ინტერესითაც მძაფრსიუჟეტიან დეტექტივს ვკითხულობთ ხოლმე.
ასე რომ, წავიდა კომენტარები
This post has been edited by licemer on 29 Aug 2009, 15:52
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.