გადადგეს ჯეჯელავა!
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/30220/je...s-shevistsavlitჯეჯელავა: სადახლოს სკოლის პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხსაც შევისწავლით
ალექსანდრე ჯეჯელავა
ფოტო: ანა ბერუკაშვილი
განათლების სამინისტრო სადახლოს I და II სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხს შეისწავლის. არსებული ინფორმაციით, ისინი გუშინ, მარნეულში, „ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ.
„ყველა ასეთი შემთხვევა, როდესაც არის ეჭვი პოლიტიკურ პროცესებში მოსწავლეებისა და სასკოლო რესურსის ჩართვის, უნდა გახდეს ძალიან დეტალური მოკვლევის საგანი. რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო და ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიყენეს, ზოგ შემთხვევაში კი გაფრთხილება. ამ შემთხვევაშიც გავერკვევით, თუმცა ისიც ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ყველა პედაგოგს, დირექტორს და უფროსკლასელს აქვთ საშუალება თავისი მოსაზრება გამოხატონ და მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში", - აცხადებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
2 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინა დარჩიძე სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.
შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა საწავლო წლის აღსანიშნად facebook-ის საკუთარ გვერდზე ფოტო დადო, რომელზეც ჩანს, რომ სკოლის მოსწავლეებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ ხელში. აღნიშნული ოპოზიციაში შეფასდა, როგორც წინასაარჩევნო აგიტაცია. ფაქტს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და განათლების მინისტრი გამოეხმაურნენ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.