მოკლედ, მაზერი ახალი ნაყიდი მაქვს, დანარჩენი ნაწილები ძველ მაზერზე მუშაობდა უპრობლემოდ.
პრობლემა შემდეგნაირია: მაზერს აქვს ინტეგრირებული ვიდეოკარტა, ასევე პისიაი-ში (ლურჯ პორტში) ჩასმული მაქვს nVidia-ს კარტა. როდესაც ვაერთებ მონიტორის VGA ან DVI კაბელს ვიდეო კარტის პორტებში, ეკრანი არის შავი, არანაირი გამოსახულება. სამაგიეროდ, ინტეგრირებულ პორტებზე როცა ვაერთებ პრობლემა არ აქვს.
მიყენია Windows 7, რომელიც აღიქვამს ორივე კარტას. ასევე, Cpuz-მაც მაჩვენა ორივე კარტა.
ეხლა ვიტყვი რა ვცადე და რა კონფიგურაცია აქვს კომპს.
1. ვცადე ბიოსიდან Onboard graphics priority-ს შეცვლა - PCI-ზე (არ უშველა)
2. Windows-იდან Manage-ში გავაკეთე ინტეგრირებულის Disable, შემდეგ PCI კარტის დრაივერიც დავაყენე (არ უშველა)
3. დავფლეშე ბიოსი ბოლო ვერსიამდე (არ უშველა). ასევე, არ უშველა ბიოსის დარეზეტებამ.
4. ვცადე სხვა ვიდეო კარტა იმავე PCI სლოტში, ამანაც არ უშველა.
5. ვცადე იგივე (და სხვა) ვიდეო კარტა მეორე (შავ) სლოტში, ამანაც არ უშველა.
6. გამოვაერთე ორივე ვინჩესტერი, DVD დრაივი, რომ გამომერიცხა კვების პრობლემა (არ უშველა ).
7. გადავიკითხე მაზერის მანუალი, რომელშიც წერია რომ ბიოს-იდან Auto პრიორიტეტის შემთხვევაში უპრობლემოდ უნდა წაიკითხოს კარტა.
8. დავგუგლე ძალიან ბევრი, სადაც ვერაფერი ახალი ვერ ვიპოვე.
იქნებ, გქონდეთ რამე იდეა.
მაზერი არის
Asus P8Z77-V LXესეც Cpuz-ის სქრინები.
პ.ს ჩართვის დროს ბიოსი მაძლევს OK სიგნალს.
This post has been edited by myEXwife on 3 Oct 2012, 18:34