_ლევანი_გინდა კარგი მაგალითი მოგიყვანო? შენ ამას რომ წაიკითხავ იფიქრებ რომ აქ ის წერია რასაც კითუხლობ? ნურას უკაცრავად

სინამდვილეში აქ სულ სხვა რაღაცეები წერია უბრალოდ შენ არ გესმის... მეტი რწმენა გჭირდება და მეტი მორჩილება იქნებ თვალები აგეხილოს და ჩაწვდე ამ სიბრძნის საწყისს
მონების ყიდვა გაყიდვა ვაჭრობა
ლევიანნი 25:44-4644 ყმა და ყმაქალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებიდან უნდა იყვნენ, თქვენს გარშემო რომ ცხოვრობენ. მათგან იყიდეთ ყმა და ყმა ქალი.
45 იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, ვინც მდგმურად დგანან თქვენთან, და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში რომ არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყოს ესენი.
46 დაუტოვეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი. მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით.
როგორ უნდა მოვეპყროთ მონებს
გამოსვლა 21:2-62 თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს.
3 თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს.
4 თუ პატრონმა უთხოვა ცოლი და ცოლმა ვაჟები და ასულები უშვა, ცოლიც და მისი შვილებიც პატრონისაა; თავად მარტო წავიდეს.
5 თუ ყმა იტყვის: მიყვარს ჩემი პატრონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო,
6 მოიყვანოს მისმა პატრონმა ღვთის სამსჯავროზე, მიაყენოს იგი კართან ან წირთხლთან და სადგისით გაუხვრიტოს ყური; მისი ყმა იქნება სამუდამოდ.
როგორ უნდა გაყიდო შენი ქალიშვილი სექსმონად
გამოსვლა 21:7-117 თუ კაცი ვინმე მხევლად გაყიდის თავის ქალიშვილს, ყმასავით არ უნდა წავიდეს იგი.
8 თუ თვალში არ მოუვიდა პატრონს, რომლის დანიშნულიც არის, თავი მაინც გამოასყიდვინოს; უფლება არა აქვს, უცხოს მიჰყიდოს, რადგან პირი უშალა.
9 თუ თავის ვაჟიშვილზე დანიშნავს, როგორც ქალიშვილს, ისე უნდა მოექცეს.
10 თუ სხვა ქალს შერთავს მას, საკვების, სამოსელის და სარეცელის უფლება არ უნდა წაერთვას.
11 თუ ამ სამი რამით არ უზრუნველჰყო, ქალს შეუძლია გამოსასყიდის გარეშე წავიდეს.
მონას თუ მოკლავ ცემაში ეს ცუდია პასუხი მოგეთხოვება

მაგრამ ერთი ორი დღე თუ უგონოდ აგდია და არ მოკვდა ეს დასაშვებია იმიტომ რომ იგი შენი საკუთრებაა
გამოსვლა 21:20-2120 თუ კაცი კეტით სცემს თავის ყმას ან მხევალს და შემოაკვდება, პასუხი უნდა აგოს.
21 ოღონდ თუ ერთს ან ორ დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება, რადგან მისი ვერცხლია იგი.
კიდე ბევრია მეზარება ეხლა დადება
This post has been edited by ლოგიკⒶ on 12 Nov 2014, 15:46