ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოვდივარ მეგობართან ერთად სახლში და ვიცი რომ სახლში არავინაა, ეს მეგობარი ხელს იშვერს ჩემი ბინისკენ, შეხედე ეტყობა დედაშენია სახლშიო, ჟალუზები იკეტებაო, შევხედე და მართლაც იკეტება ჟალუზები, გამიხარდა, მეთქი სახლშია დედაჩემი და ჩემით საჭმლის გაკეთება აღარ მომიწევსთქო. ვაკაკუნებ და კაციშვილი არ მიღებს კარებს, ვურეკავ დედაჩემს და ბაზარში ვარ და ჯერ ვერ მოვალო, გასაღები მეზობელთანააო და გააღეო. ვახ, სულ გამოვშტერდი, ვიფიქრე ქურდი ხომ არ იყოთქო მაგრამ არაფერი არ იყო წაღებული თან ყველგან სიგნალიზაციაა და ბუზიც ვერ გაიფრენდა, ჩავთვალე რომ მოგვეჩვენა და გავატარე.
მესამე დღეს მარტო ვიყავი, მეძინა შუადღით და ყოველთვის ბალიშის ქვეშ მიდევს ხოლმე ტელეფონი, გავიღვიძე და ვეძებ, ვერსად ვნახე, მეთქი მანქანაში დამრჩა ეტყობათქო, ავიღე გასაღები და გასვლისას ვხედავ რომ ტელეფონი გადაბრუნებული დევს დივანზე, ავიღე და ცხელია და თან მიწერს ბლოკის ახსნამდე დარჩა 27 წუთიო (ანუ ბევრჯერ რომ შეგყავს არასწორედ პაროლი იბლოკება ხომ იცით). ახლა უკვე გამოვ*ლევდი რადგან შიგნიდან მქონდა კარები ჩაკეტილი და თან მარტო ვიყავი.
გუშინ ყველაზე ცუდი რამე გაგვეჩითა, მე და ბიძაჩემი ვუყურებთ ფეხბურთს და წკაპ, უცებ ვინტილიატორი ჩაირთო, ერთმანეთს შევხედეთ უცებ შეშინებულებმა

. ყოველთვის მიყვარს ხოლმე რაიმესთვის მიწერება ამათი უმ ამოუხსნელი მოვლენის, მაგრამ როცა შტეფცელიდან იყო გამორთული და უცებ ჩაირთო და თან კნოპკის მიჭერის გარეშე ამუშავდა, ცოტა საგონებელში ჩავვარდი.
მოკლედ, რითი განვდევნო ეს სული სახლიდან? არადა მგონია რომ არაა ბოროტი, არაფერს მიშავებს და პირიქით ჩემზე ზრუნავს

თავიდან მეშინოდა, ახლა პირიქით მაგრამ უსიამოვნო შეგრძნებები დამყვება თან, სულ მგონია რომ რაღაც ცივი დამყვება გვერდით სახლში და სულ ვგრძნობ ამ სიცივეს, ასეთი რამ არასდროს მომსვლია. სახლი ნაკურთხია არადა.