GIJPOETA
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1190
წევრი No.: 56494
რეგისტრ.: 23-March 08
|
#17801258 · 4 Feb 2010, 19:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს მოთხრობა ავტორის გვერდზე www.zazagabunia.wordpress.com იყო და თქვნთვის გასაცნობად გადმოვიტანე აქ.
ანათოს (ეძღვნება აბორტით გარდაცვლილთა ხსოვნას)
ამ მოთხრობის დაწერა იმ მწვავე პრობლემამ გადამაწყვეტინა, რომელიც აბორტის თემას უკავშირდება. ეს საზარელი მოვლენაა, რომელიც ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა კაცობრიობის ისტორიაში. ამ სურათს კიდევ უფრო ამწვავებს იმის გააზრება, რომ ეს ტრაგედია ნებაყოფლობითი აქტის შედეგია. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მკვლელობაზე, ჩვენ უნდა შევიყვაროთ სიცოცხლე!
* * * ნაცრისფერ სარკმელს ავოკადოებისგან ჩამოცრილი წვეთები ნაწვიმარის იერს აძლევდა. ოთახში წყვილად, ეულად და ჯგუფურად მიმოფანტული ხალხი ცხელ ჩაის, ლუდსა და ცივ ვისკის დუნე მუსიკის თანხლებით წრუპავდნენ და ფიქრისა თუ მუსაიფისათვის ნაბოძებ დროს გეგმის მიხედვით განკარგავდნენ. ბროწეულისფერი ჭაღები მბჟუტავი შუქით კიდევ უფრო აძლიერებდა დამღლელი დღისაგან დაოსებული თვალების ძილისკენ ლტოლვას. გარეთ ღამე, უფრო სწორად კი საღამო იდგა, ბინდისფერი საღამო მბჟუტავი მთვარით, უჩვეულოდ მუქი ნისლით და გაუკაცრიელებული ქუჩებით. ამ დროს ტრადიციულად სიხალვათეა სიღნაღის ქუჩებში და არც ეს საღამო იყო გამონაკლისი. სამაგიეროდ ბარია სავსე, პირთამდე სავსე და სრულყოფილი. მიჯრით ჩაწყობილი, ირგვლივ კი ხალხით შემოჯაჭვული მაგიდები კომპაქტურად დასახლებული უბნების მსგავსად გამოიყურებიან. პერიოდული წამოძახილი, ჭურჭლის ჟღარუნი და ხშირი კის-კისი თუ ოხვრა ყველაზე ცოცხალსა და მიმზიდველს ხდის ამ დაწესებულებას მთელს ქალაქში. ოთახის კიდეში, წაბლის მაგიდასთან ზის ეული, თავჩაქინდრული და ნაღვლიანი. შუბლზე მოხდენილად ჩამოყრილი თმები კარგად ფარავს სინანულისაგან შემჭიდროვებულ და დანაოჭებულ სახის ნაკვთებს, თუმცა წყლით სავსე თვალები მეტისმეტი სევდით აღვსილი, ღალატობს ეულს და გასცემს მის მძიმე მდგომარეობას. მაგიდასთან ქალაქში ცნობილი გინეკოლოგი ელიზბარ ვარაზიშვილი ზის. უკვე მეოთხე საათია, ის როდენის მოაზროვნის მასგავსად, წელში მოხრილი, ნიკაპზე თავდაბჯენილი უძრავად უზის მაგიდას და ნაწვიმარი ზღვისფერ თვალებს ჯიუტად არ აშორებს ფანჯრის რაფაზე დადებულ ვენერას დაბადებას. დრო და დრო გაფითრებული, ხმელი თითებით სპილოსძვლიფერ მუშტუკში სიგარეტს განაახლებდა და წუთით გამთბარ თვალებს კვლავ ცივი მზერით მონუსხავდა. ნელ-ნელა საღამოს ღამე ენაცვლებოდა, მთვარეც მკვეთრ კონტურებს იძენდა. ის კი ვისკის ყვითელ ჭიქაში ახრჩობდა სევდას და გულისგანმგმირავ ნაღველს. ათრთოლებული ტუჩების მიერ ნამასპინძლევი სიგარეტის ნამწვავები მაგიდას მიჭედებულ საფერფლეს ავსებდნენ და ალიბის მაგივრობას სწევდნენ.
* * * მზიანი დღე იყო. ქვაფენილს გადმომყურე იისფერი აივნები მიმზიდველ მწკრივს ქმნიდნენ და უეცარ მოსახვევში უთქმელად იკარგებოდნენ. ელიზბარი წესისამებრ ადრიანად მოემზადა სახლიდან გასასვლელად. საკუთარ თავს უცნაურ აღელვებას დილიდანვე ატყობდა, თუმცა მღელვარების მიზეზი ვერ იპოვა და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაც არ მიუქცევია. სწრაფად ჩაირბინა სახლის კიბე და ქუჩაში ხალხს შეერია. _ დილა მშვიდობის ბატონო ელიზბარ საავადმყოფოს შესასვლელთან ექიმს კლინიკის დარაჯი ვანო მიესალმა _ კეთილი დღე მისურვებია ვანო. როგორ ხარ? _ აბა როგორ ვიქნები ელიზბარ ექიმო. ეს ღამე მთლად თეთრად და უძილოდ გავატარე. რატომღაც მორიგედ მხოლოდ ერთი ექიმი დატოვეს და პაციენტების განუწყვეტელი მოთხოვნებისა და საჭიროების გამო ექიმს მეც ვეხმარებოდი. ვანო იგივე დარაჯი ივანე ერთ-ერთი იყო იმ ძველ თანამშრომელთაგან, რომელნიც თითო-ოროლად შემორჩა სიღნაღის სამშობიარო სახლს. მეოთხე სართულზე ასულს თავის კაბინეტთან მდივანი ირმა შემოეგება და შემდგომი დღე-ღამის განრიგი გააცნო: 7 მშობიარობის, 15 კონსულტაციის, და 1 აბორტის მსურველი თავის რიგს ელოდა. უკანასკნელი ვალდებულება განსაკუთრებით ამძიმებდა მას როგორც ექიმს თუ უბრალოდ მოქალაქეს. არადა ის ყველაფერთან ერთად ვალდებულებაც იყო, რომელიც ასეთი პრესტიჟული სამსახურის მსურველს მუდმივად დამოკლეს მახვილივით ეკიდა კისერზე და არ ასვენებდა. წინააღმდეგობრივი აზრები, სინდისის ქენჯნა, მძიმე განცდები, საკუთარი თავის გადამეტებული სიძულვილი იყო ის შეგრძნებები, რომელიც აგერ უკვე თხუტმეტი წელია თანმდევ, ლამის თვისებად ქცეულ, ხორცსა და სისხლში შეზრდილ შეგრძნებად გადაექცა ელიზბარს და თან მუქი ფერებით აწვალებდა მის ცხოვრებას. გრძნობდა ტკივილს და მწუხარებას, თუმცა ამასთან გადიოდა დღეები და წლები და სულში გაჩენილი იარების რაოდენობას ყოველი სამუშაო დღის კვალდაკვალ ახალი ემატებოდა, გარდამტეხი ნაბიჯი კი გაურკვევლი ვადით იდებოდა. არა, ის არც კონფორმისტი იყო და არც ხარბი, მას უბრალოდ ეშინოდა. ეშინოდა შედეგის და არასასურველი ფიქრების… ეშინოდა რადგან გრძნობდა, რომ სიცოცხლეს უსწრაფებდა მას ვინც სიცოცხლისთვის ჩაისახა. ფიქრობდა იმაზე, რომ ჩვენს დროში სულ უფრო მეტი ქალი თმობს სიცოცხლეს ისეთი დაავადებებით, რომელიც ადრე იშვიათი იყო. მათი მიზეზი კი სწორედ აბორტი იყო. მის მეხსიერებას არ ტოვებდა სასტიკი სტატისტიკა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში გაკეთებული აბორტების რაოდენობა 10 მილიონს აღწევს. ეს ნებაყოფლობითი კატასტროფა კი არაფრით ჩამოუვარდებოდა მსოფლიო ომებსა და გრანდიოზული სტიქიებით გამოწვეულ შედეგებს. ეს სამყაროს შექმნიდან დღემდე ალბათ კაცობრიობის ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც თავისი არსით ჰანიბალიზმია. ეშინოდა იმის გააზრების, რომ ამ საერთო ტრაგედიაში მისი წილიც იყო. შინაგანად ის ყოველდღიურად ელოდა სამსჯავროს, მაგრამ რა და სად იყო მისი სამსჯავრო?! აქვე მიწაზე თუ შემოქმედის წინაშე? ერთი შეხედვით პასუხი პირველი უფრო იყო, ვიდრე მეორე, თუმცა საზოგადოება თავისი მცდარი და დაუნდობელი შეხედულებით ათავისუფლებდა მას ბრალდებულის სკამისგან, მეტიც მადლობის სიგელსაც სთავაზობდა “გაწეული სამსახურისთვის”. ღმერთი კი… ღმერთი ხომ შორს დაიგულა ადამიანმა და გამიწიერებული ზრახვებით ადგილი წაართვა ქმნილებათა შორის. მაგრამ სინამდვილეში ხომ ყველა გრძნობს, რომ ის აქვეა?! სამყარო კი კაენს აღმერთებს! კაბინეტში შესულმა თეთრი ხალათი უხალისოდ მოირგო. თითქოს ფეხს ითრევდა, თითქოს ჩასადენი ბოროტების წინასწარ აღსარების სურვილი ჰქონდა, თუმცა საკუთარი სურვილის ურწმუნოება თავის მხრივ აღრმავებდა ნაპრალს, რომელმაც მის გულზე თხუტმეტი წლის წინ გაიარა. მომლოდინე ადამიანებით სავსე, გრძელი კორიდორი ჩქარი ნაბიჯით განვლო და ოთახის თეთრი კარი ფრთხილად შეაღო. ოო, ელიზბარს ვახლავართ. დამხვდურთა შემოგებებამ უმალ დაახშო ძველი კარის ხმა და ელიზბარი კოლეგების გარემოცვაში აღმოჩნდა. სამედიცინო კალენდრებითა და ადამიანის ორგანოთა გამოსახულებიანი ფოტოებით აჭრელებულ ოთახში ტევა არ იყო. კლინიკის ყველა თანამშრომელს ყავის დასალევად, მოსაწევად თუ უბრალოდ დასასვენებლად იქ მოეყარა თავი და კოლექტიურ მუსაიფს მისცემოდნენ. ელიზბარმა ექიმებს შორის მოძებნა ადგილი და სიგარეტი გააბოლა. _ დღეს ჩვენი გუნდი თბილისელებს ეთამაშებაო ფეხბურთში, გაიგე ლევან? _ გავიგე და ბილეთები წინასწარ დაიგულა ბიჭმა. საღამოს ყველანი წასვლას ვაპირებთ. უპასუხა სამშობიაროს მთვარ ექიმს ვახტანგს, ლევან ექიმმა, რომელიც გუშინდელი ღამენათევი წასასველლად ემზადებოდა. _ დღეს საკმაოდ ბევრია კლიენტი და ალბათ საღამოს შვიდამდე ვერ დავასრულებ, თორემ მეც წამოვიდოდი სტადიონზე. ჩაერთო განხილვაში ელიზბარიც _ ფეხბურთი მოიცდის ელიზბარ. ცნობა მოვიდა სტოკჰოლმიდან. ერთ კვირაში ჩემი მეგობრები, შვედი ექიმები საქართველოში ჩამოდიან და ჩვენთან ოპერაციებსა და კონსულტაციებს ჩაატარებენ. მინდა ისინი შენ მოგამაგრო. შენზე გამოცდილი და მცოდნე აქ არავინაა. სიარულის დროს წარმოთქვა მთავარმა ექიმმა და ბოლოს ნათქვამი სიტყვები კარის ჭრიალის ხმას შეერწყა. ბევრი საქმის მომიზეზებით იქაურობა ელიზბარმაც მალე დატოვა და მდივანთან ერთად განრიგის შესრულებას მიჰყო ხელი.
* * * საღამოს ხუთი საათი სწრაფად მოვიდა. სწორედ ამ დროისთვის იყო ჩანიშნული აბორტის გაკეთება. ექიმმა პაციენტის ვინაობის გრაფას დახედა, მის გასწვრივ ქეთი ელერდაშვილი ეწერა. ოთახში ლამაზი აღნაგობის, 20 წლის ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. ეტყობოდა რცხვენოდა. შავი, მკერდზე ჩამოყრილი თმები შუბლსაც უფარავდა. გრძელი წამწამები ძირს ჰქონდა დახრილი, რადგან თვალების სიმძიმეს ვერ უმკლავდებოდა. შევარდისფერებული ღაწვები კი ყველაზე თვალსაჩინოდ მოწმობდა მის შინაგან მდგომარეობას. _ გამარჯობა ქეთი, დაბრძანდი _ გმადლობთ ექიმო. აღელვებული თუ ნაძალადევი ხმით გაისმა საპასუხო სიტყვები
ამ სიტყვების შემდეგ მხოლოდ დუმილი იყო, რომელიც რამდენჯერმე სამედიცინო ინსტრუმენტების ჟღარუნმა და ჩუმმა სლუკუნმა დაარღვია…
* * * * * ოდნავ შეღებული ფანჯრის გავლით მზე თანმიმდევრულად ისაკუთრებდა ფრიდა კალოს ნახატებიან ოთახს. აქ ოჯახის უფროსს ეძინა. მზე განსაკუთრებით უხდება სიღნაღს. და საერთოდ ის ყველაფერს უხდება. მზე ხომ სიცოცხლის, განახლების სიმბოლო და სიხარულის წყაროა. მოოქროვილ-ნამზეურები ქუჩები, სახლები, მოედნები და ველები თითქოს ხმას აძლევენ საერთო დღესასწაულს, რომელიც გასცდა ერთი ოჯახის მასშტაბს და მთელი ქალაქი მოიცვა. დღეს დიდი დღეა. ელიზბარის ქალიშვილის, ელენეს ჯვრისწერის და ქორწინების დღე. ვარაზიშვილების ქუჩის აღმართი საგაზაფხულო ყვავილებით მორთული ელის სტუმარ-მოკეთეთ. აივნები, ოთახები და სახლის ეზო მექორწილეთა მხიარულმა ფუსფუსმა მოიცვა. მხიარულებით გადარეული კახელები ერთმანეთს გასაკეთებელის გაკეთებაში ეჯიბრებიან. უასაკობა გაბატონდა ირგვლივ. ყველას გული ხარობს, უკლებლივ ყველა ცდილობს დღესასწაულის მონაწილე გახდეს. ის ის იყო ელიზბარმა თეთრ თავადურ ჩოხაზე ვერცხლის ქამარ- ხანჯალი მოირგო, რომ ცედური მრავალჟამიერის მიმზიდველმა ხმამ ვარაზიშვილების კარ-მიდამოში გაფანტული ხალხი ერთად შეკრიბა და აივნებზე გადმოფინა. დავითი ჩოხოსანი მაყრიონით დინჯად უახლოვდება ელიზბარისეულ ქონგურებიან სახლს. აივნებიდან წარმოშობილი ყვავილების წვიმა ქვაფენილს ეფინება და მოსულების ცედურს დამხვდურთა ჩაკრულო ცვლის. ელენე იმ დღეს განსაკუთრებული იყო. ქალური კდემამოსილება, ბავშვური გულწრფელობა და იმ დღით აღტაცება ერთმანეთს ერწყმოდა. ეს კი დიდებულ, თვალწარმტაც, საუცხოო მიმზიდველობას სძენდა დედოფალს. ყველაფერი წესისამებრ მოხდა. დავითმა და ელენემ ჯვარი ბოდბის მონასტერში დაიწერეს.
* * * დეკემბრის კახური სუსხი ბუხრის აქტუალურობას ერთი-ორად ზრდის. დავითისა და ელენეს სახლში ოჯახური სადილისთვის შეკრებილი დავითის მამა, ელიზბარი და მაკაც ბუხრის ირგვლივ მოკალათდნენ და ორსული დიასახლისის მასპინძლობით განებივრებულნი საინტერესო თემებზე მსჯელობას უთმობდნენ დროს. იმ საზოგადოებაში, სადაც ელიზბარია, როგორც წესი გინეკოლოგიაზე საუბარი მუდმივი ჩვევა, საკუთრივ ელიზბარისთვის კი დამღლელი ტრადიციაა. არც ეს საღამო იყო ამ მხრივ სხვანაირი. თუმცა დაღლა უსიამოვნო განცდაში გადაიზარდა, როგორც კი დავითმა საუბარი აბორტის შესახებ წამოიწყო.
_ ალბათ არ მოიძებნება იმაზე დიდი უსამართლობა და კადნიერება, რასაც აბორტის გაკეთებით ადამიანი სჩადის _ ჰო ელიზბარის ეს მოკლე პასუხი ამ ქმედების მნიშვნელობის ახლახან გააზრებით სულაც არ იყო გამოწვეული. ის სიძის მხრიდან მისთვის მტკივნეულ თემაზე დემონსტრაციულად დაწყებულმა საუბარმა გააკვირვა, გააოგნა. დაფიქრდა, ნუთუ ეს სასამართლოა, რომელსაც ყოველDდღიურად ელოდა, ნუთუ საჯელია ჩემივე სიძის ხელით მომზადებული. თუმცა, თუმცა არავინ იცის, მაკას და რამდენიმე კოლეგის გარდა ხომ არავინ იცოდა იმის შესახებ, რომ ელიზბარი აგერ უკვე 35 წელია ამ საქმით არის დაკავებული. აბა რა უნდა იყოს მიზეზი?! ჭაღარა მოსილი ექიმის შინაგანში ერთიანად აირია სიმწარე, ეჭვი, ტკივილი და დანაშაულით გამოწვეული სასჯელის ხმაური. _ ეს სამედიცინო ფორმა ხომ წინ ეღობება ღვთის ნებას მიანიჭოს სიცოცხლე ადამიანს და ადამიანს სურვილს იცოცხლოს?! აგრძელებს დავითი _ რომ არა ბედნიერი შემთხვევა მეც ამ სენის მსხვერპლი აღმოვჩნდებოდი მსმენელთა ბუხრის სითბოსაგან მოთენთილი ყურადღება ერთიანად გამოაფხიზლა სიტყვებმა – ბედნიერი შემთხვევა და მსხვერპლი. აქ რაღაც იყო იდუმალი და საინტერესო, ამასთან მოულოდნელი თვით ელენესთვისაც. _ დედაჩემმაც გაიკეთა აბორტი. გაიკეთა აქვე, ჩვენს ქალაქში და ისე როგორც ამას ყველა აკეთებს, თუმცა დაახლოებით 3 თვეში აღმოჩნდა, რომ ისევ ფეხმძიმედაა. საქმე იმაშია, რომ დედა ტყუპებზე იყო ორსულად… დავითს ცრემლები არა აძლევდა შესაძლებლობას თხრობა განეგრძო. _ ბედნიერი შემთხვევის გამო, მე გადავრჩი, დედა კი კიბოს დიაგნოზით 7 თვეში გარდაიცვალა. _ რა ერქვა დედას? ძლივს ამოილუღლუღა ელიზბარმა _ ქეთი ელერდაშვილი
* * * ხანგრძლივი ფიქრით დაღლილი, ასაკოვანი ექიმი ბარიდან გამოდის და მშვიდად, მტკიცე ჩანაფიქრით მიაბიჯებს გზაზე. თითქმის ზიზღნარევი გრძნობით, ამრეზით ჩაუარა გვერდი ძველ სამსახურს. ფანჯრიდან დარაჯი ივანე გადმოყურებს მდუმარედ. გუმბათიდან ჩამოშვებული ზეთის ლამპარი სუსტად ანათებდა საყდარს. ანალოგიასთან მუხლებზე მდგარ, თავჩაქინდრულ ჩრდილსა და თეთრწვეროსან მღვდელს დიალოგი აქვთ _ შევცოდე მძიმედ _ ღმერთი მოწყალეა ის დღე იყო მთვარიანი, მაგრამ მთვარე ხვდებოდა, რომ მზე ამოსვლას აპირებდა.
ზაზა გაბუნია 01.02.2010
--------------------
ყველა ადამინი მსახიობია….. ცოდვილნი იბადებიან და ხალხის დასანახავად ცხოვრების ბოლომდე ანგელოზებს თამაშობენ, თუმცა მათი როლი სიცოცხლის ბოლოს მთავრდება და თეტრის გულუხვი მაყურებლებისაგან განსხვავებით, უფალი კარგად შესრულებული როლისთვის სამოთხით არავის აჯილდოვებს” (m.d)
|