#15348620 · 4 Sep 2009, 01:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდესაც ნაც-ბოლშევიკური მოდერაცია ატყობს, რომ თემა მართლაც საჭირბოროტოა და მისი განვრცობით არაფერი კარგი არ გამოდნება მაგათი ბელადისათვის და პარტიისათვის, მიმართავენ ბინძურ, მაგრამ კარგად აპრობირებულ ხერს:
1. ცდილობენ უაზრო და უნიჭო ღლიცინით გააბიაბრუონ თემა (ამაში მონაწილეობენ ნაც-იუზერები, ყოფილი და დღევანდელი მოდერატორები და რაღა თქმა უნდა თვით კარდუ)
2. თუ ამან არ გაჭრა, სათადარიგო ნიკები ერთვებიან საქმეში და იწყებენ მათთვის არასასურველი პერსონების ლანძღვა-თათხვას უშვერი სიტყვებით, რითაც მათი წყობილებიდან გამოყვანას ცდილობენ, რომ მერე დასაჯონ ვითომ ორივე მხარე, თვითონ ამნაირი ნიკები ასეულობითა აქვთ და ბევრს არაფერს კარგავენ..
3. თუ შეურაცყოფილი უზერი კბილების ღრჭიალით მოითმენს ამ ტუტუცი ადამიანების ტუტუცურ გამოხდომებს და საპასუხო ცხრასართულიანებს არ გამოაცხობს, მაშინ ვინმე "სიმართლისმოყვარე" მოდერი მაინც შემოვარდება, ჯადოსნური სიტყვებით "თემა ცლოზედ ნახ..ი" და დახურავს, აქაოდა თემა თავის დეკლარირებულ სათაურს გასცდა და გატუტუცდაო...
ხოდა, მოგიწოდებთ ყველა არაანგაჟირებულ, არანაც-ბოლშევიკ იუზერს, თუ სულ არ გემეტებათ, დროებით მაინც დავტოვოთ ეს განყოფილება და ვაცადოთ მიშმაკებს ერთმანეთთან ლაციცი...
ესენი ფორუმზე არ აცლიან კაცს სიტყვის თქმას და ამათგან კარგს რას უნდა მოელოდე ადამიანი, მართლა ღირსნები არიან თავის თავის ამარა დატოვო და უმღერონ ოდები ერთ ხმაში თავიანთ სამარცხვინო, გალსტუკის მლოღვნელ და მხოხავ ბელადს...
ბოიკოტი პოლიტგანყოფილებას, ვასწავლოთ ნაცისტებს ჭკუა!
მე წავედი ...და შენ?
--------------------
si deus nobiscum quis contra nos !
- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან ? - შენ მკვდარი ხარ, ჟავერ ! (© Victor Hugo)
Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны ! ! ! (© Остап-Сулейман-Берта-Мария-Бендер-Бей)
გასკდით გულზე, მე ცოცხალი ლეგენდა ვარ, თქვენ კი ვირტუალური მუტლები. © ზარატუსტრა
|