აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები ვენესუელაში გაემგზავრნენ. დე ფაქტო დიპლომატები კარაკასიდან ლათინური ამერიკის ქვეყნებში გაცნობით ტურნეს დაიწყებენ.
დელეგაციის შემადგენლობაში არაღიარებული პარლამენტის დეპუტატი სენერ გოგუა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის განყოფილების უფროსი ასიდა ინაპშბა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილების უფროსი ირაკლი ტუჟბა შედიან.
ვენესუელის გარდა აფხაზეთის წარმომადგენლები, კუბაში და ბოლივიაში ჩავლენ. 9-10 სექტემბერს დელეგაცია ნიკარაგუას ეწვევა, ერთადერთ ქვეყანას რუსეთის გარდა, რომელმაც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო.
შიგ აქვს ამ ''ერს'' თან ღრმად და მყარად.
ისე , გოგუა ღვინჯია სულ ქართული გვარები