
თევზებო, მთელი ფორუმისა შევერთდეთ
თევზები (20.02-20.03)
საერთო დახასიათება
19 თებერვალი – 20 მარტი
ზოდიაქოს 12 ნიშანი.
წყლის 3 ნიშანი
4 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ნეპტუნი.
ბედნიერი რიცხვი: 7 და ყველა, რაც 7-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: ორი თევზი, სხვადასხვა მხარეს მცურავი.
ასტროლოგიური ფერები: ზღვის ტალღისფერი, ბაცი ლილისფერი, ლურჯი, ფოლადის ფერი და მოწითალო–იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: საფირონი, მარგალიტი, ამეთვისტო.
თევზი განაგებს ჰოროსკოპების მე-12 სახლს.
დიდი ასტროლოგი – ევანგელინა ადამსი თევზის ნიშნის ხალხს მიმართავდა: „თევზი რომ ხართ – ეს ერთი, ორი თევზი რომ ხართ – ეს მეორე, მაგრამ, ერთი დინების მიმართულებით მიცურავს და მეორე კი – მის საწინააღმდეგოდ, ეს სულ სხვა რამაა“. ეს არის თევზის ნიშნის პიროვნების რთული ტიპი. მის ადამსი კარგად იცნობდა თევზის ნიშნიან თავის კლიენტებს.
ბევრი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ თევზი მთელს ზოდიაქოში ყველაზე ექსცენტრიულია. მისი მმართველი პალანეტა – ნეპტუნი – რევოლუციური, მისტიკური, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის განშორებული. მას თავისი ქვეშევრდომების ხასიათში ნევროზულობა და მოუსვენრობა შეაქვს, ხშირად თვალთმაქცობასა და სიცრუისაკენ უბიძგებს მათ.
თევზებს, ჩვეულებრივ, იტაცებს იდუმალი რელიგიები, სიზმრების ახსნა, სპირიტიზმი, ტელეპატია. როცა ნეპტუნის უარყოფითი გავლენას განიცდიან , ისინი განწყობილნი არიან, თვალთმაქცობისა და ილუზიების იზოლირებულ ქვეყანაში იცხოვრონ და ფაქტები ფანტასტიკური, მეოცნებე მანერით ახსნან. ნეპტუნის დადებითი გავლენის დროს ისინი ფსიქიკის უმაღლეს გაგებას იძენენ, რასაც კაცობრიობის საკეთილდღეოდ იყენებენ. ამ ნიშნის ადამინაები ხომ ყველაზე თანამგრძნობი და გულმოწყალენი არიან ქვეყანაზე, ამიტომ ნეპტუნი მათ სხვისთვის შეუცნობადი გრძნობების, არამიწიერი მგრძნობელობის უნარით აჯილდოებს.
თევზი ზოდიაქოს უკანასკნელი ნიშანია, ამიტომ ეს ხალხი თავის თავს უკანასკნელ ადგილზე აყენებს. ისინი უანგაროდ, ყველაფერში კვერს უკრავენ სხვებს. თევზი წლის მე–3 ნიშანია და ეს ხალხი განსაკუთებით ემოციური და თავისებურად ვნებიანია. მათი ძლიერი ემოციები და განცდები, როცა ისინი დადებითისაკენ არის მიმართული – შენების, შექმნის მძლავრი ინსტრუმენტია, მაგრამ ისინი მოსუსტებულია, მათ თევზები პიროვნების დაცემამდე შეიძლება მიიყვანოს. ადრეული ასაკიდან თევზი უნდა ერიდოს უკიდურესად ემოციურ ადამიანებს, რომლებიც მათ არასტაბილურობას ასე თუ ისე ხელს შეუწყობენ.
თევზი იდუმალების და ილუზიების ბნელ სამყაროს განაგებს. ამ ხალხს უყვარს ოცნებებში ცხოვრება, უყარს და ხშირად წარმოსახვით მოგზაურობს ქვეყნიერებაზე.
თევზს ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე მეტად აქვს ნარკოტიკებისაკენ მიდრეკილება.
თევზმა უნდა იბრძოლოს და თავი დაიცვას იმ ადამიანების მკაცრი კრიტიკისაგან, რომლებიც ვერ ერკვევიან მათ მისტიკურ სამყაროში. მისი სულიერი ტკივილები დიდხანს არ შუშდება. თავგანწირვა კეთლშობილებაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამის კეთება ღირს.
თევზი იშვიათად ფიქრობს შედეგებზე, სანამ მოქმედებას შეუდგებოდეს. იგი მართალი პიროვნებაა, მაგრამ ბევრს მოიგებდა, მეტ რეალიზმს, მკაცრ დისციპლინასა და პრაქტიკულობას თუ მოუხმობდა.
თევზებს მოწონთ წამებულის როლის თამაში, ამიტომ უნდა ერიდონ საკუთარი თავის შებრალებას და უპატივცემლობას. თევზი მოკრძალებული და მორცხვია, მაგრამ ნერვიული და ენერგიით აღსავსეც არის. ყოველივე ეს ერთად მას ისეთ შესახედაობას აძლევს, თითქოს მუდმივ მერყეობაში არის და არ იცის რა ქნას. მას მიდრეკილება აქვს მეტისმეტად ინერვიულოს და ყოველ წვრილმანზე დიდი ღელვა გადაიტანოს.
ამ ნიშნის ხალხი ძალზე დაბნეული და გულმავიწყიც არის, ისინი ხშირად კარგავენ ნივთებს ან ავიწყდებათ სად შეინახეს. შთაბეჭდილების ხალხია, მაგრამ ლოგიკა და თანმიმდევრულობა არ ყოფნით.
თევზი ძალიან არის დამოკიდებული იმ ადამიანებზე , რომლებთანაც ახლო ურთიერთობა აქვს. იგი ძალიან მიმნდობია და ამიტომ მათი მოტყუება ადვილია. მაგრამ, თუ მიხვდა, რომ ატყუებენ, უჩვეულოდ ეჭვიანი და გულჩათხრობილი გახდება. მისი ინტელექტი ალივით ბრიალებს, ხან ხალისიანი და გონებამახივლი, ხან კი – დუნე, ჩამკვდარი, მელანქოლიურია.
მაგრამ „თევზმა გული არ უნდა გაიტეხოს ჩემს მიერ აღწერილი ნაკლოვანებების გამო. ბევრი იყო ამ ნიშნით ხალხი, რომლებმაც ისინი დაძლიეს და სახელგანთქმული ადამიანები გახდნენ. ამ ნიშანზე არის დაბადებული: ჯორჯ ვაშინგტონი, მიქელანჯელო, ვიქტორ ჰიუგო, ალბერტ აინშტაინი, ენრიკო კარუზო, ფრედერიკ შოპენი.
თევზი უფრო იმ პროფესიებში აღწევს წარმატებას, რომლებსაც სითხესთან აქვს რაიმე კავშირი. იგი ზღვის ღელვასა და მის იდუმალებას ემორჩილება და ნავზე ან ხომალდზე დროის გატარებით აღიდგენს ძალებს. იგი რელიგიით მეტისმეტად არის გატაცებული, მაგრამ ფხიზლად უნდა იყოს, რომ ფანატიზმში არ გადავარდეს. თევზის ნიშნის ხალხი ხელოვნების ყველა დარგში აღწევს წარმატებას. მათაგან გამოდიან მშვენიერი მუსიკოსები, მწერლები პოეტები, მხატვრები, მომღერლები.
საკმაოდ უცნაურია, მაგრამ თევზი ყველაზე მეტად ზრუნავს კეთილდღეობაზე. თევზს აქვს უნარი სრულიად გამოეთიშოს რეალურ სამყაროს და ამით ბევრი თავისი მეგობარი გააღიზიანოს. თუ მართლა უნდა თავისი იდეალისტური ფილოსოფიიდან რაიმე სარგებელი მისცეს ხალხს და ქვეყანაზე რაიმე დატოვოს, თევზი უნდა მოეშვას თავის ორმაგ „ მესთან“ კუკუმალობის თამაშს. თავის თავს გარედან უნდა შეხედოს, შემდეგ კი ისე მოიქცეს, რომ ეს ბუნდოვანი სახება, უფრო მკაფიო გახდეს; ორგანიზებულობა უნდა შეიძინოს და მიზანიც ცხადად განსაზღვროს. ამის გაკეთებას თუ მოახერხებს, მაშინ შეცვლის თავისი ნიშნის სიმბოლოს – სხვადასხვა მიმართულებით მცურავ ორ თევზს, ერთი მიმართულებით მიმავალ ორ თევზზე, რომლებიც საერთო ძალით წარმატებასა და ბედნიერებისაკენ მიექანებიან.
ემოქმედება და კარიერა
თავიანთი ნატურის გაორების გამო თევზები ფლობენ საოცარ უნარს - წმინდა შემოქმედება შეუთავსონ პრაქტიკულ მისწრაფებებს. მათი ნებისმიერი გამონაგონი ყოველთვის საქმიან საფუძველს ეყრდნობა. შემოქმედებაში თევზები თავიანთ ნიჭს ერთდროულად ორი მეცნიერების ან ხელოვნების ორი ჟანრის მიმართ ამჟღავნებენ. თევზების შემოქმედებითი უნარი ყველაზე სრულყოფილად მაშინ ვლინდება, როდესაც მათ გარედან ეხმარებიან მატერიალურად. პროფესიონალური სტატუსის მიღწევა, თევზებისათვის, შემოქმედებაში დამაბრკოლებელი კი არ არის, პირიქით, წარმატებას, სტიმულს წარმოადგენს შემოქმედებითი კარიერის გაგრძელებისათვის.
ასტროლოგები თევზებს შორის ხვდებიან ხელოვნების არცთუ ცოტა წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მხატვრებს, მოქანდაკეებს და კინორეჟისორებს. ფაქიზი ფსიქიური ორგანიზაციის უნარი, ჩვეულებრივ, ჩინებული კარიერის მომასწავებელია ოკულტურ მეცნიერებაში, მედიცინასა და განსაკუთრებით, ნევროლოგიასა და ფსიქიატრიაში. რაც არ უნდა აირჩიოს თევზმა, იგი ყოველთვის ამჯობინებს იცხოვროს განმარტოებით, მაღალი წრის გართობისა და ხმაურიანი ფუსფუსისგან მოშორებით
ფსიქოსექსუალური დახასიათება
ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნიდან თევზი ყველაზე ძნელი აღსაწერია. მისი სექსუალური ცხოვრების გასაგებად თუ რაიმე გასაღები არსებობს, ეს არის ნეპტუნის გავლენა სექსის სფეროში., აგრეთვე, ნაწილობრივ, ვენერას ამაღლებული სიახლოვე, რაც თევზის ნიშნის ხალხს იდეალურსა და სულიერ ინტერესებს უღვიძებს. თევზი უყოყმანოდ დათანხმდება დაუკავშირდეს ყველა სათნოებით შემკულ ადამიანს, რომელსაც იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე დაეძებს და რომლის პოვნაც, მან იცის, პრაქტიკულად შეუძლებელია. სექსუალური ცხოვრების მეორე გზაა შევისწავლოთ სხვადასხვა დახასიათებები, რასაც ასტროლოგები მიაწერენ ჰოროსკოპის მე-12 სახლს. ამ სახლს თევზი განაგებს და მას ხშირად ეძახიან ფარული მტრების და დაღუპვის სახლს. მას საქმე აქვს გონების სნეულებასთან, სექსუალურ გადახრებთან, ნარკომანიასთან, იმპოტენციასთან. იგი ასევე წარმართავს გაუთვალისწინებელ ტრაგედიებს კაცის ცხოვრებაში, გრძნობის ორგანოების დაზიანებას, განცალკავებას და შესაძლო ჰოსპიტალიზაციას.
უმჯობესია თევზი თავის ნათელ მხარეს მიუბრუნდეს. მათ უნდა გამოიყენონ მათი მმართველი ნეპტუნის დადებითი ასპექტები და უფრო შეეგუონ სექსუალური რეალობების სამყაროს, უარყონ ეს უცნაური უარყოფითი ვიბრაციები.
რადგანაც ჰოროსკოპის ყველაზე რელიგიური ნიშანია, თევზი ხშირად საკუთარ თავთან წინააღმდეგობაშია სექსის ფიზიკური ასპექტების გამო. იგი გამუდმებით დაეძებს სულიერ სამყაროს და ადვილად აფუჭებს ურთიერთობას სიყვარულის სექსუალური მხარისადმი გულგრილობის გამო.. ამიტომ იგი ხშირად შეეთავსება ქალწულისა და სასწორის ნიშნის ადამიანებს, განსაკუთრებით სულიერ-ემოციურად, რადგან ამ ნიშნებსაც თავიანთი გართულებები აქვთ სიყვარულის ფიზიკურ მხარეში. თევზ-ქალისა და კაცის ურთიერთობაში მიდრეკილებაა ისეთი ურთიერთობისკენ, სადაც ერთი “ბატონია”, მეორე- “მონა”. თევზი უფრო ხშირად “მონის” როლს ირჩევს. თევზის ნიშნიანების ნებისყოფა ვინმეს გავლენის ქვეშაა, ისინი მუდამ დაეძებენ ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანებს, რომლებიც ლამის სამხედრო წესებით იბატონებენ მათზე ცხოვრების ყველა სფეროში. ნებისმიერ შემთხვევაში თევზს ყოველთვის სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც მოთმინებით შეხედავს მის სექსუალურ კაპრიზებს. ზოგჯერ ყოვლად უმიზეზოდ, თევზი წყვეტს ხანგრძლივ ურთიერთობას. მათ უბრალოდ აღარ შეუძლიათ აიტანონ ყოველნაირი მოთხოვნები. ასეთი კრიზისის დროს თევზები თანაგრძნობასა და მათი საქციელის გაგებას ეძებენ, რომელნიც თვითონ მათთვისაც გამოუცნობია.
თევზმა თავის სხეულსა და სექსუალურ სურვილებს ყოველთვის უნდა შეხედოს, როგორც მისი არსების განუყოფელ ნაწილს, თორემ იგი ცხოვრებაში მუდამ მარტო იქნება
უარყოფითი თვისებები
შესაძლოა მათი ყველაზე დიდი ნაკლი სხვებმა ნაკლად არც კი ჩათვალონ, მაგრამ ეს თევზის უარყოფითი თვისებაა: იგი უმალ გამოგონილ სამყაროს შეაფარებს თავს, ვიდრე რეალურ ცხოვრებას შეეჯახება. იგი გაცილებით მშვიდი იქნება, თუ დღევანდელი დღით ცხორებას ისწავლის.
თევზი უნდა ეცადოს პიროვნული სიმყარე მოიპოვოს და გაუძალიანდეს ქარებს, სხვადასხვა მიმართულებით რომ ერეკებიან მას; ისიც უნდა სინჯოს, დაბნეულობა მოიშალოს და გამოკვეთილი პოზიცია დაიკავოს. ზოგჯერ შეიძლება მოეჩვენოს, რომ მისი განწყობილება მკვეთრად შეიცვლება და შემდეგ არასწორი არჩევანი სანანებელი გაუხდება, მაგრამ ესეც კი სჯობია მათ გაუთავებელ ყოყმანს
დადებითი თვისებები
თევზებს ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ საკუთარ თავთან ბრძოლისა და უარყოფის ტენდეციის გამო, მას სხვებზე მეტი ბრძოლით უხდება ამ კარგი თვისებების გამოვლენა. მათი განზრახვები ჩვეულებრივ პატიოსანია, მაგრამ არ სჯერათ, რომ იგივე სხვებსაც ახასიათებთ. ისინი პატიებით უდგებიან შეცდომებს, მათ ლამაზი ბუნება უყვართ, ტკბებიან პოეზიითა და მხატვრობით. ისინი თითქმის ქვეშეცნეულად იძენენ ცოდნას და ხშირად ისეთ ფაქტებსა და ჭეშმარიტებებს ამბობენ, რომლებიც ბოლომდე არ აქვთ გააზრებული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც სიმართლეა. კარგად აქვთ განვითარებული კომიკოსობის გრძნობა. ამ ნიშნით ბევრი ცნობილი კომიკოსი დაიბადა. თევზი ხშირად კეთილსინდისიერია მუშაობაში, მაგრამ მაინც უნდა ისწავლოს მეტი მეთოდურობა და ორგანიზებულობა. საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც უნდა შეიგნოს, ენდოს თავის ალღოს. ის თანაგრძნობით ეკიდება ნაკლოვანებებს; ტანჯვისადმი მოთმინება აქვს განვითარებული; თუ მისი თანაგრძნობა მეტისმეტია, მან მედიცინას უნდა მოჰკიდოს ხელი, ან რომელიმე რელიგიურ სექტაში შევიდეს. ნეპტუნი მათ მფარველობს ხელოვნებისა და ესთეტიკის სფეროში. ბევრ ფილანთროპს ჰოროსკოპში თევზების ძლიერი გავლენა აქვს.
შესაფერისი პარტნიორები
კაცი – თევზები
ქალი:
ვერძი – კავშირი რთულია, მწვავე აფეთქებებით, უსიამოვენებებითა და წყენით. პარტნიორებს მხოლოდ სექსუალური სფერო აერთიანებთ, რადგან მათი ემოციური ბუნებით სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. ბავშვები ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ გაამყარებენ ურთიერთოებებს და მათთვის კარგიც იქნება, თუ ისინი ბებიასთან გაიზრდებიან.
კურო – ასეთი კავშირი ხშირი, მყუდრო და მყარია. კუროს ყოველთვის არ მოსწონს ასეთი დაბალი სექსუალური აქტივობის თევზები, ამიტომ ისინი მზად არიან თევზები მორიელზე გაცვალონ.
ტყუპები – კავშირი წარუმატებელია, რადგან პარტნიორები სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. მათ ხშირად ბეზრდებათ ერთმანეთი, ეშმაკობას იწყებენ და ეძებენ უფრო მეტად შესაფერისს. ბავშვები ამ კავშირს ვერ ამყარებენ. ამ ქორწინებას ახასიათებს მოკლევადიანი გრძნობების აფეთქება. შესაძლებელია ამ წყვილმა მრავალი წლის შემდეგ აღადგინოს ურთიერთობები, როდესაც უკვე ორივე საკმაოდ შეცვლილი იქნება.
კირჩხიბი – ასეთი კავშირი ხშირია. კირჩხიბი ერთადერთია, ვინც არ იეჭვიანებს თევზებზე. ეს კლასიკური ქორწინებაა. მათი სახლი, როგორც წესი <<სავსეა>>, მუდამ შეძენაზე ფიქრობენ. ეს ქორწინება სავსეა სიმშვიდითა და სიმყუდროვით. ოჯახში ყოველი მათგანი თავისთვის ოცნებობს, მაგრამ ამით ერთმანეთს არ ავნებენ.
ლომი – თავისებურად ეს ადამიანები ძალიან განსხვავებულნი არიან. ლომს არ სჭირდება მშვიდი თევზები, ამიტომაც ხშირად ეს ფიქტიური ქორწინებაა. იგი ჩვეულებრივ დიდხანს გრძელდება, რომელიც ლომის დამსახურებაა. სექსში ისინი ვერ უგებენ ერთმანეთს, ამიტომ ამ ქორწინებას მათთვის არ მოაქვს ოჯახური სიმშვიდე და სიხარული.
ქალწული – ეს კავშირი წარმატებულია, ვიდრე საწინააღმდეგო შემთხვევაში, როდესაც კაცი – ქალწულია, ხოლო ქალი კი – თევზები. ქალწულს ძალუძს ოჯახური სიმყუდროვის შექმნა, რომელიც თევზებისათვისაც სასიამოვნოა. ქალწული თვლის, რომ ბავშვს მამა სჭირდება. ამ კავშირს არაფერი სერიოზული არ ემუქრება.
სასწორი – რთული კავშირია ნაკლებგამგებიანი ადამიანებისათვის, რომლებიც სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. ქორწინება შესაძლებელია შენარჩუნებული იქნას სასწორის მიერ, რომელიც ყოველთვის ცდილობს წონასწორობა არ დაკარგოს. თევზებიც ერიდება კონფლიქტებს. მაგრამ სექსში ერთმანეთი მალე ბეზრდებათ. ასე ცხოვრობენ – თითოეულს თავისი ინტერესები აქვს და თითოეული თავისკენ ექაჩება.
მორიელი – კავშირი მყარია, წარმატებული შეთავსებადობაა ემოციურ და სექსუალურ სფეროში. ასეთი ქორწინება ყველანაირად მყარი და საიმედოა. მაგრამ დროთა განმავლობაში მჟღავნდება სადღაც სიღრმეში დამალული პარტნიორების უკმაყოფილება: ორივე გრძნობს, რომ ხანდახან ბეზრდებათ ერთმანეთი, მაგრამ სიყვარული და ერთმანეთის იმედი თავისას ძლევს.
მშვილდოსანი – ასეთი კავშირები იშვიათად აღმოჩნდება იღბლიანი. თუმცა ემოციური სხვადასხვაობა პარტნიორებს ხელს უშლის უკეთესად გაუგონ ერთმანეთს. საქმიანი მშილდოსანი ენთუზიაზმითაა შეპყრობილი, თევზებისაგან განსხვავებით. სახლი ორივესთვის მოუწესრიგებელია, თუმცა ბავშვები კარგად მოვლილნი და აღზრდილები არიან. მათ ატარებენ თეატრში, მუზეუმში და სხვ.
თხის რქა – ასეთი კავშირი ხშირია, მაგრამ ნაკლებიღბლიანია. ეს არის ორი აბსოლუტურად საწინააღმდეგო ბუნების მქონე ადამიანების ქორწინება. მათ ძალუძთ მშვიდობიანად ცხოვრება, ურთიერთშეგუება და მოთმენა. არასდროს ამჯღავნებენ, თუ რა ხდება მათ სულში. ერთი შეხედვით ასეთი ქორწინება სავსებით რესპექტაბელურია და ბევრისთვის სამაგალითოდ ითვლება.
მერწყული – კავშირი წარუმატებელია. პარტნიორებს აკლიათ ურთიერთგაგება. მათ აერთიანებთ გრძნობების ჭეშმარიტება და სინაზე. თუმცა მერწყულს აღიზიანებს თევზების არამამაკაცური თვისებები. ქორწინება ან ხანგრძლივი ურთიერთობები ორივე პარტნიორისთვის დამანგრეველია.
თევზები – ასეთი კავშირი სავსეა მოწყენილობებით, დარდითა და სისტემატურად უფრო მეტის მოლოდინით. ერთმანეთისათვის იმდენად მარტივნი არიან, რომ ერთად ცხოვრების ინტერესსაც კი კარგავენ.
* * *
ვის როდის გაქვთ დაბ დღე? This post has been edited by taknatuna on 18 Aug 2009, 11:21