| #15357109 · 4 Sep 2009, 18:54  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  როიტერი”: თურქეთი საქართველოს დაკავებული გემის კაპიტნის გათავისუფლებას მოსთხოვს
 სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 სექ.'09 / 16:32
 
 
 თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ თბილისში ვიზიტს გეგმავს, რათა ქართულ მხარეს თურქული სატვირთო გემ "BUKET”-ის კაპიტნის გათავისუფლება თხოვოს, რომელსაც აფხაზეთში უკანონო ნაოსნობისა და კონტრაბანდის ბრალდების გამო 24 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, იტყობინება ”როიტერი” 2 სექტემბერს.
 
 ამავე ცნობის მიხედვით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბარუქ ოზუგერგინმა განაცხადა, რომ საქართველომ ”საერთაშორისო საზღვაო სამართალი დაარღვია”, რადგან "BUKET”-ის დაკავება საერთაშორისო წ###ბში მოხდა.
 
 ჯერ უცნობია თუ როდის აპირებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ჩამოსვლას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
 
 
 
 |