ქართველმა ჟურნალისტმა სეპარატისტულ ცხინვალს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა  
2009 წლის 04 09, პარასკევი - 18:13  
ქართველმა ჟურნალისტმა ლევან გუდაძემ სამხრეთ ოსეთის მთავრობას მისთვის და მისი ოჯახისათვის პოლიტიკური თავშესაფარის მიცემა სთხოვა. ჟურნალისტის დედამ როზა ბიჩიკაშვილმა ინტერფაქსს აცნობა, რომ მისი შვილის ჟურნალისტური მოღვაწეობის გამო, მის მიმართ  მუქარები ხორციელდებოდა, რამაც  საქართველოს დატოვება  გადააწყვეტინათ. „მას ურეკავდნენ, მუქარის წერილებს უგზავნიდნენ და ამიტომ მივიღეთ ქვეყნის დატოვების გადაწყბეტილება“- ამბობს ის. 
ლევან გუდაძეს სხვადასხვა დროს 3 საინფორმაციო ხასიათის საიტი ჰქონდა, რუსული სააგენტოები იუწყებიან, რომ სამივე საიმფორმაციო სააგენტო ერთმანეთის მიყოლებით დაუხურეს. 3 სექტემბერს ჟურნალისტმა მეუღლესთან, 2 წლის ქალიშვილთან და დედასთან ერთად  საქართველო-ოსეთის საზღვარი გადაკვეთა და სოფელ არცევში მდებარე სასაზღვრო პოსტზე მყოფ სამხედროებს  პოლიტიკური თავშესაფრის მოცემის თხოვნით მიმართა.  
ამჟამად ლევან გუდაძე ოჯახთან ერთად ცხინვალში იმყოფება.სამხრეთ ოსეთის შსს მეთაურმა მურად ჯიოევმა ეს ფაქტი დაადასტურა.“შემატყობინეს, რომ გუდაძის ოჯახმა გუშინ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ამჟამად შესაბამისი უწყებები მუშაობენ ამ საკითხზე“- განაცხადა მან.
წყარო. 
http://fact.ge/news.aspxრომელი იყო ამ ადამიანის საიტები?რას წერდა ეგეთს? ჩვენი პრესა აჭრელებულია მთავრობის გინებით და ამან რა დაწერა ეგეთი?   
ისა, უკაცრავად, ცხინვალს ვაძინებ და ცოტა იქეთ იხმაურეთ რა...
არ დათმო და დაგითმობენ.
ვაჟკაცი ხარ მაშინ როდესაც ცხოვრობ ისე როგორც შენ გინდა.