ერთი რაღაც გამახსენდა ამ გენოციდზე, აქვე ამ ფორუმზე, ერთი ოსი მწერდა პირადში, მინდა დავაკოპირო მისი მოწერილები, თუ რისთვის მინდა, ამას იმედია მიხვდება ზოგიერთი, განურჩევლად რომ აყენებენ შეურაწყოფას მთელ ერს.. არ აქვს მნიშვნელობა ის ერი ვინ იქნება, ოსი, აფხაზი, სომეხი თუ სხვა გარდა რუსისა, რუსი ცალკე ფენომენია

მაშ ასე ვდებ წერილებს...
ესე იგი რა ხდებოდა, ერთერთ თემაში ერთი ქართველი გვედავებოდა თუ როგორ ვდევნიდით ეთნიკურ ოსებს და ისე შეიჭრა როლებში ამ ბრალდებებით რომ მეტი არ შეიძლება, ხოდა ამ ოსმა ეტყობა გადაავლო თვალი ჩვენს დავას და მომწერა პირადში:
ის: "ეთნიკური დევნა არა კვახი yes.gif
ოსობის გამო პრობლემა არ მქონია, არსად და არასდროს! ნუ, ქართველების მხრიდან "ოსოს" წამოძახილს თუ არ ჩავთვლით gigi.gif"
მე: " გაიხარე შენა, ან ოსოს დაძახება რა პრობლემაა კაცო, მე რომ ვინმემ ქართველო დამიძახოს მეამაყება, ასეა ოსიც და ასეც უნდა იყოს yes.gif"
ის: "რა ვიცი, რა ვიცი! ღმერთმა უწყის საით მივექანებით. მე ერთს გეტყვი: ვლადიკავკაზში სუფრებზე, სადაც „ ქართველი ოსები“ უმრავლესობაში ხვდებიან, საქართველოს სადღეგრძელოების გამოტოვების შანსი არ არის! თუ დიგორელები იბუყებიან, მაშინ კოსტას მოწოდებას ახსენებენ : „გიყვარდეს მამული შენიო!“ ჰოდა, მამული ჩვენი საქართველოა და, როგორც ჭეშმარიტი ოსები, კოსტას დანაბარებსაც არ ვივიწყებთო. gigi.gif
საკვირველია ადამიანის ბუნება, ვინც ქართველებს სახლები დაუნგრია ბევრი ოსი იმათ კიცხავს–გლეხებმა რა დააშავესო– იმავდროულად თვით განმკიცხველთაც არ უთაკილიათ უპატრონოდ დარჩენილი ცხვარ–ძროხის დაკვლა. მა, მგლებს ხომ არ შევაჭმევდითო! მაგარი ლოგიკაა... spy.gif "
მე: "მე რატომ მწერ პირადში ძამიკო, დაწერე ეს ჩვენს ფორუმზე, ზოგმა რომ შაირჭვა და მთლელ ერს რო მისდგა.. თუ ვერ პოსტავ შენ პოლიტიკურში, მითხარი და მე დავდებ შენს მაგივრათ და მივაწერ რომ ერთერთმა თანამოქალაქე ოსმა მომწერა პირადში და მთხოვა აქ დამეწერა თქო..."
ის: "პოლიტიკურში ვერ ვპოსტავ, მაგრამ მართალი გითხრა, არც მაქვს დიდი სურვილი, ალბათ მიხვდები–რატომ. პირადად შენ იმიტომ მოგწერე, რომ ძალზე აგრესიული ტონის მიუხედავად, ტენდენციურობა ვერ შეგატყვე. სიმართლეს ამბობ!
პრინციპში, რაც მოგწერე იმის ფორუმზე დადების წინააღმდეგი არ ვარ და მერე ვნახოთ. გავალ ფლეიმზე და მოვუყრი თავს ოციოდე პოსტს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!"
მე: "ვერ შემატყობ იმიტომ რომ ჯიგარი მეწვება, პაპაჩემი წარმოშობით ახალგორელი თინიკაშვილია დედით ოსი, მუზაევა იყო ჩემი დიდი ბებია, ასე რომ ოსების სისხლიც მაქვს და სადღაც გულის კუნჭულში მტკივა იქითა მხარეც, სანათესაო დედის მხრიდან ბევრი მყავს ოსები და ძმაკაცებიც, გაიხარე შენა ჩემო ძმაო, ყველას მუზღავს ღმერთი თავისას, ვინც რა მიჰქარა, ოსსაც, ქართველსაც და აფხაზსაც, ღმერთი შენსკენ!!!"
ის: "ღმერთმა გისმინოს! გაიხარე!"
ხოდა ჩემი ოსები გამახსენდნენ.. და მომენატრნენ ის ოხრები
This post has been edited by silver_ranger on 5 Sep 2009, 04:11
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული?
-
"თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა"
ჯორჯ ორუელი