ფაკულტეტის ვებ-გვერდი http://www.law.tsu.ge/კონტაქტიმისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 3, 0179, თსუ, II კორპუსი
კანცელარია: (+995 32) 2 29 08 41
სასწავლო პროცესის მართვის სამსახური: (+995 32) 2 29 05 96
დოქტორანტურა: (+995 32) 2 25 11 98
ელ-ფოსტა: law@tsu.ge
პრაქტიკული რჩევები:როცა მოგშივდებათ, უნივერსიტეტთან ახლოს არის "ორი ლულა", (ფილარმონიის მხარეს, 3-4 წუთში მიხვალთ ფეხით).
ალტერნატივა: რამდენიმე fast food მიწისქვეშა გადასასვლელის მეორე მხარეს. შედარებით იაფი და არანაკლებ გემრიელი ალტერნატივა - ლობიანი კეკელიძის ქუჩაზე, რომელიც ასევე გადასასვლელის მეორე მხარეს მდებარეობს.
ქსეროქსი - შეგიძლიათ გადაიღოთ II კორპუსშივე, 0 სართულზე, მინიატურულ ოთახში. რომ ჩახვალთ, იქ გოგონას გამოელაპარაკეთ, მთელი დღეა იქ არის და მოწყენილია ხოლმე
ალტერნატივა: ქსეროქსის რამდენიმე აპარატი მიწისქვეშა გადასასვლელში და გადასასვლელის მეორე მხარეს.
ბიბლიოთეკა - წიგნი თუ გაქვთ და წყნარ ადგილს ეძებთ წასაკითხად, ბიბლიოთეკა "კვალი" იდეალური ადგილია. მისამართი: II კორპუსში რომ შეხვალთ, არც ფდა-სკენ წახვიდეთ, არც ქდა-სკენ, პირდაპირ წადით და მიაგნებთ; შეგიძლიათ დაცვას ჰკითხოთ. ოღონდ აქ ცოტა ადგილებია.
აგრეთვე, ორივე სართულზე, განაწილებულია სისხლის სამართლის და სამოქალაქო მიმართულების ბიბლიოთეკები, საყვარელი ბიბლიოთეკრებით. ძალიან გთხოვთ, დაიცვათ სიჩუმე და წიგნებს ბოლოები არ დაუკუჭოთ..
Wi-Fi იჭერს ბიბლიოთეკების მიმდებარე ტერიტორიაზე და, თუ გაგიმართლათ, ფდა-შიც. (ქდა-ში არა. და არც კვალში)
სტიპენდია - არსებობს მხოლოდ პრეზიდენტის სტიპენდია,
როგორ ავიღოთ: გვჭირდება რაც შეიძლება მაღალი ქულები. საშუალო ქულა 94-95 თუ გვაქვს, ე.ი. სტიპენდია გარანტირებული გვაქვს, წინა წლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ.
ალტერნატივა: ვმონაწილეობთ რაც შეიძლება მეტ კონფერენციაში და ვაქვეყნებთ რაც შეიძლება მეტ სტატიას ჟურნალებში (მეორე უფრო რთულია). მაგალითისთვის, 1 კონფერენციის სერთიფიკატი და საშუალო ქულა 91-92 საკმარისი უნდა იყოს წესით. სერთიფიკატებს სხვადასხვა ხარისხი აქვს - სამეცნიერო ან საერთაშორისო კონფერენციისას უფრო ენიჭება მნიშვნელობა. ისე, ყველანაირი გამოგადგებათ, ოღონდ კონფერენცია ერქვას (დიდი უაზრო სისტემაა).
სად ვნახოთ კონფერენციები: სტენდებზე, ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.
ყოველ მონდევნო სემესტრში ცხადდება სტიპენდიების კონკურსი, რომელში მონაწილეობის მისაღებად შეგაქვთ განაცხადი დეკანატში, თან დართული სერთიფიკატების ასლებით. საშუალო ქულას თვითონ გამოითვლიან, sms.tsu.ge-ს მონაცემების მიხედვით. ანუ, შემოდგომის სემესტრის "დამსახურებების" გამო სტიპენდიას აიღებთ გაზაფხულზე, მომდევნო სემესტრში. ჩაგერიცხებათ ერთიანად ან ორ ნაწილად. ზოგჯერ 600 ლარია (ჯამში) და ზოგჯერ 750, ანუ თვეში 150 ლარი გამოდის.
მითი: სტიპენდიის მისაღებად საშუალო ქულა 90-ზე მაღალი უნდა იყოს. არ დაიჯეროთ ეს. შეიძლება 85 გქონდეთ დავუშვათ, მაგრამ კონფერენციების და სტატიების ხარჯზე აიღოთ. ყოველ სემესტრში სტიპენდიას ფაკულტეტზე (ანუ ოთხივე კურსზე) იღებს 50-60 სტუდენტი. სიები განცხადების შეტანის ვადის ამოწურვიდან რამდენიმე დღეში სტენდზე გამოიკვრება.
ერთმანეთში არ აურიოთ სტიპენდიების კონკურსის 100 ქულა და ჩვეულებრივი, შეფასების 100 ქულა. პირველი თავის თავში მოიცავს - 80% საშუალო ქულას, 10% კონფერენციებს და 10% სტატიებს.
თემის პირველი ნაწილი
თსუ იურიდიული ფაკულტეტი, წარმატებული იურისტების სამჭედლო 
თემის მეორე ნაწილი
თსუ იურიდიული ფაკულტეტი II, ვორნი +20% guaranteedთემის მესამე ნაწილი
თსუ-იურიდიული ფაკულტეტი III, წარმატებული იურისტების სამჭედლო 
თემის მეოთხე ნაწილი
► იურიდიული ფაკულტეტი . თსუ . [VOL IV]წინა თემის ფლუდერები:

==================================================================
აქვე ვურთავ, 10 რჩევას, რომელიც შარშანწინ, 1-ელ კურსელებს გადმოგვეცა და ახლა ჩვენ გადმოგცემთ. 1. ყოველგვარი იმედები დატოვეთ გარეთ ( ნასესხებია დანტე ალეგიერისაგან)
2. სანამ დრო გაქვთ გამოიძინეთ. სწავლის დაწყებამდე ეცადეთ არ მიიღოთ კოფეინი, სემესტრის განმავლობაში რეკორდულ დოზის მიღება მოგიწევთ.
3. შეკითხვის გაჩენისას ამოწურეთ პასუხის მიღების ყველა შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეთ 127, 128, 129 და მონათესავე ოთახებს (წყალწაღებულისა და ხავსის ანალოგიით)
4. რაიმე საბუთის აღების მსურველებმა ჩაიცვით რკინის ქალამნები რადგანაც მიზნის მისაღწევად უკეთეს შემთხვევაში კორპუსის ოთხივე სართულის რამდენჯერმე შემორბენა, უარეს შემთხვევაში კი კორპუსებს შორის სირბილი მოგიწევთ.
5. ყოველთვის ატარეთ თან სათადარიგო მობილური ტელეფონი ბიბლიოთეკისათვის.
6. შეეგუეთ, რომ ფაკულტეტის ბიბლიოთეკა შეხვედრების, კონფერენციების, პრეზენტაციებისა და მსგავსი ღონისძიებების ადგილია და არა სამკითხველო. ხსენებული ღონისძიებებისაგან თავისუფალ დღეებში რეკომენდირებულია ბიბლიოთეკაში მიბრძანდეთ საკუთარი წიგნითა და სკამით. ( აბა რაღა აზრი აქვს მისვლას? მართალი ბრძანდებით, მაშინ იკითხეთ სახლში ან ტრანსპორტში)
7. მიეჩვიეთ, რომ ადმინისტრაციის საათი სულ სხვა დროით სარტყელზეა გასწორებული (ჯერჯერობით დაუდგენელია რომელზე), ამიტომ კონკრეტული მოვლენის თარიღის გასარკვევად, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაკონკრეტება: თბილისის დროით, გრინვიჩის თუ ადმინისტრაციის.
8. მაღლივში გამოცდაზე მიბრძანდით საკუთარი წყლით და ჭიქით წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზიარებთ ტანტალოსის ტანჯვას: - თუ აპარატია, წყალი არ არის, თუ წყალია ჭიქა არ არის.
9. ნუ დაიწყებთ ყველაფერში ლოგიკის, კანონზომიერების ან უბრალოდ აზრის ძებნას. მაინც ვერ იპოვით.
10. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნუ შეშინდებით!

გაგიკვირდებათ და ჩვენი უნივერსიტეტი მაინც ყველაზე მაგარია

=================================================================
ყველა პირველკურსელს გილოცავთ ჩვენს ფაკულტეტზე მოხვედრას და გისურვებთ წარმატებებს==================================================================
This post has been edited by Henyd0r1 on 11 Sep 2013, 19:25
.