#15416007 · 8 Sep 2009, 15:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქრისტიან–დემოკრატებო, იქნებ განგვიმარტოთ აპოლიტიკური პრეზიდენტის არჩევის წესი, რომელსაც თქვენს მიერ პარლამენტში დღეს წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია ეკისრება. უნდა აირჩეს ის ხალხის მიერ – ე.ი. პირდაპირი წესით, თუ უნდა აირჩეს ის პარლამენტის მიერ – ე.ი. წარმომადგენლობითი წესით ?
მგონი, საკითხშიც თავად არ ხართ ღრმად გარკვეული.
თუ წარმომადგენლობითი წესით უნდა აირჩეს, ის როგორ შეიძლება იყოს აპოლიტიკური ? ბოლოს და ბოლოს პარლამენტში პოლიტიკური პარტიები სხედნან, რომლებიც სწორედაც რომ თავისი პოლიტიკური შეხედულების მიხედვით დაასახელებენ პრეზიდენტობის თუნდაც უპარტიო კანდიდატებს.
თუ პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, კი ბატონო, მართლაც შეიძლება მივიღოთ აპოლიტიკური და ზეპარტიული პრეზიდენტი, მაგრამ მაგალითად სამხედრო წარსულით >> ამ შემთხვევაში რამდენად აფასებთ სამხედრო დიქტატურის ალბათობას ? (1920–30' გერმანია, 1960–80' თურქეთი, კიდევ მრავალი მაგალითის დასახელება შეიძლება).
--------------------
დავით უსუფაშვილი: "საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ერთ ნაწილს აკონტროლებდა, ხოლო მეორე ნაწილს აზანზარებდა"
"ოღონდ თავისი ქვეცნობიერი არსებით რომ არიან პრორუსები მაგას ვერ ხვდებიან,"(baudolino)
მიშა სააკაშვილი – 2015 გაეროს , 2025 ნატოს გენერალური მდივანი (Manchester United FC)
|