#15414279 · 8 Sep 2009, 13:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გადაღებული არა მარა მიწისძვრაზე ჩემი სტატია დავწერე
წუხანდელი მიწისძვრის შედეგად ონში საცხოვრებელი სახლები დაინგრა, დაზიანებულია გზებიც.
რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის დავით გაგოშიძის ინფორმაციით, დანგრეულია საკმაოდ ბევრი სახლი, სადაც ცხოვრება უკვე შეუძლებელია.
`კარდაკარ დავდივართ მთელს ონში და ვითარებას ვსწავლობთ. ზარალი საკმაოდ დიდი ჩანს და მის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს,` - აღნიშნა გაგოშიძემ.
მისივე ინფორმაციით, ონში უკვე მუშაობენ სამაშველო სამსახურები. გარდა ამისა, წუხელ ამბროლაურში მცხოვრები ერთი ქალბატონი დაშავდა, რომელიც მიწისძვრის დროს მეორე სართულიდან გადმოხტა. შედეგად ქალბატონს ბარძაყის არეში ფეხი აქვს მოტეხილი და ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, წუხელ საქართველოში 8-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, მისმა სიმძლავრემ რიხტერის შკალით 6 შეადგინა, ეპიტენტრი კი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10-15 კილომეტრი იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
ამერიკელი სეისმოლოგების ინფორმაციით კი, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა რუსეთის სამხრეთითაც, აგრეთვე, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სომხეთის რამდენიმე ქალაქში - გიუმრი, ვანადზორი და ალავერდი.
მიწისძვრა თბილისელებმაც იგრძნეს, თუმცა სტიქიას დედაქალაქში ნგრევა არ მოჰყოლია.
|