ნუ, იყო ინფორმაცია რომ ებრაელებმა ცოტა ხნის წინ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად 3 ბალიანი გამოიწვიეს... (და ამისათვის ააფეთქეს არანორმალური რაოდენობის ტროტილი)...
მეტ-ნაკლებად დამანგრეველი, 6-7 ან დამანგრეველი 8 ბალიანი მიწისძვრის გამოსაწვევად, საჭირო იქნება ისეთი რაოდენობის ტროტილური ეკვივალენტი, რომლის ერთ ადგილას მოქუჩება და აფეთქებაც არის პრაქტიკული შეუძლებელი...
მით უმეტეს ისე, რომ ეს ვერავინ გაიგოს...
მოსკოვში რომ ააფეთქო, მადაგასკარზე დაინახავენ სინათლეს

საქმე ის არის, რომ მაგალითად 4 ქულიან მიწისძვრას და 3 ქულიან მიწისძვრას შორის განსხვავება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 4 ქულიანსა და 5 ქულიანს შორის... 5 ქულიანს და 6 ქულიანს შორის კიდევ მრავალჯერ უფრო დიდი განსხვავება...
ისე, ქულების მიხედვით...
საერთოდ რიხტერის სკალა ტროტილურ ეკვივალენტში რომ განვსაზღვროთ, მაგალითად 0,5 იანი მიწისძვრა 5 კილოგრამს, 1 = 32 კილოგრამს, 2 - 1 მეტრულ ტონას, 3 = 32 მეტრულ ტონას, 3,5 = 180მდე მეტრულ ტონას და 4 უკვე 1 კილოტონას...
6 = 1 მეგატონას, 7 = 32, 8 = 1 გიგატონს (ანუ 1000 მეგატონს) და ა.შ.
2 ბალიანზე ნაკლები მიწისძვრა არ იგრძნობა
2-3 = არ იგრძნობა, მაგრამ ხელსაწყოები აფიქსირებენ
3-4 = იგრძნობა მაგრამ როგორც წესი იგრძნობა და მორჩა, ფეხებს ვერ ჭამს ვერავის
4-5 = რაც ეხლა იყო... ისმის ხმა, საგნები მერყეობს, ჭაღი ქანაობს...
5-6 = მეტ-ნაკლებად საშიშია... ცუდად ნაშენი სახლების დანგრევა შეუძლია. კარგად ნაშენი მაქსმიმუმ ოდნავ დააზიანოს
6-7 = 160 კილომეტრის რადიუსით ძალიან სახიფათოა და შეუძლია ნგრევა
7-8 = ძალიან სერიოზულია და დიიიიიდ ფართობზე შეუძლია ნგრევის გამოწვევა
8-9 = რამოდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით ეპიცენტრიდან, დამანგრეველია
9-10 = გამანადგურებელია და ძაააააალიან დიდ ფართობზე შეუძლია მოსრას და მიწასთან გაასწოროს მთელი ქალაქები, სოფლები და მთელი ქვეყნის ტერიტორიაც კი... რამდენიმე ათასი კილოეტრის რადიუსით
10 - და მეტი კაცობრიობას არ ახსოვს