ისტორია:პირველი საფეხბურთო ფედერაცია დაარსდა 1919 წელს ზაგრებში, სერბების, ხორვატების და სლოვენიელების სამეფოში.
1929 წელს, სამეფოს სახელი გადაერქვა და ეწოდა იუგოსლავია, ფეხბურთის ფედერაციის სათაო ოფისი კი ბელგრადში გადაიტანეს
იუგოსლავიის ნაკრების პირველი დიდი ტურნირი იყო 1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ისინი მე-4 ადგილზე გავიდნენ. თუმცაღა ეს ჩემპიონატი, პროტესტის ნიშნად, გამოტოვეს ხორვატებმა. ისინი უკმაყოფილონი დარჩნენ სათაო ოფისის ბელგრადში გადატანის გამო.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იუგოსლავია იყო უეფას ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი. ამას გარდა, ამ ქვეყანამ უმასპინძლა 1976 წლის ევროპის ჩემპიონატს, რომელიც ბელგრადსა და ზაგრებში ჩატარდა.
იუგოსლავიის ნაციონალურმა საფეხბურთო ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო 8 მსოფლიო და 4 ევროპის ჩემპიონატში; ამ ნაკრებმა მოიგო ოლიმპიური ოქრო 1960 წელს ( ვერცხლის პრიზიორი 3-ჯერ, ბრინჯაო 1-ხელ)
Dragan Džajić - დრაგან ჯაჟიჩი 1964-1979, ყველაზე მეტი, 85 თამაში ეროვნული ნაკრების მაისურით
Stjepan Bobek - სტეფან ბობეკი 1946-1956, ყველაზე მეტი, 38 გატანილი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით

ბოიკოტი:
იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, რა თქმა უნდა იუგოსლავიის ნაკრებიც დაიშალა. ძველი ნაკრების ნარჩენი - იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის( Federal Republic of Yugoslavia (FRY))ნაკრები კი 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე არ დაუშვეს, ამ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, მათ მაგივრად კი დანიის ნაკრები გაუშვეს ( საბოლოოდ დანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო) იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკას ასევე აეკრძალა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თამაში.
1992 წლიდან 2003 წლამდე, იუგსლავიის სახელით ასპარეზობდა ორი ნაკრები: სერბია და მონტენეგრო, 2003 წლიდან 2006 წლამდე ნაკრებს სერბია და მონტენეგროთი მოიხსენიებდნენ, 2006 წლიდან, მონტენეგროს დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ძველი იუგოსლავიიდან მხოლოდ სერბეთი დარჩა.
იუგოსლავიიდან გამოყოფილი ყველა საფეხბურთო ნაკრები:
1) ბოსნია და ჰერცოგოვინა
2)
ხორვატია3) სლოვენია
4) მაკედონიის რესპუბლიკა
5)
სერბეთი6) მონტენეგრო



იუგოსლავია მსოფლიო ჩემპიონატზე:
1930 - ნახევარფინალისტი ( მე-3 ადგილისთვის მატჩი არ ჩატარებულა)
1934 - არ მიუღია მონაწილეობა
1938 - არ მიუღია მონაწილება
1950 - ასპარეზობას გამოეთიშა ჯგუფურ ეტაპზე
1954 - მეოთხედფინალისტი
1956 - მეოთხედფინალისტი
1962 - მეოთხე ადგილი
1966 - არ მიუღია მონაწილეობა
1970- არ მიუღია მონაწილეობა
1974- მეთექვსმედეტფინალისტი
1978- არ მიუღია მონაწილეობა
1982 - ასპარეზობას გამოეთიშა ჯგუფურ ეტაპზე
1986- არ მიუღია მონაწილეობა
1990- მეოთხედფინალისტი
1994 - არ მიეცა მონაწილეობის უფლება
იუგოსლავია ევროპის ჩემპიონატზე:
1960 - ფინალისტი
1964 - არ მიუღია მონაწილეობა
1968 - ფინალისტი
1972 - არ მიუღია მონაწილეობა
1976 - (მასპინძელი) მეოთხე ადგილი
1980 - არ მიუღია მონაწილეობა
1984 - ასპარეზობას გამოეთიშა ჯგუფურ ეტაპზე
1988- არ მიუღია მონაწილეობა
1992 - არ მიეცა მონაწილეობის უფლება
ხორვატია
ხორვატიის ეროვნული ნაკრები არსებობს 1992 წლის შუაწელიდან, ამ დროს შეურთდა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას
ახალ შექმნილი ნაკრები ფიფას რეიტინგში 125-ე ადგილზე მოხვდა
Miroslav Blažević - მიროსლავ ბლაჟევიჩი დანიშნეს, მას დაევალა ხორვატიის ნაკრების მომზადება 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის. 1994 წლის 4 სექტემბერს, ხორვატიის ნაკრებმა მოუგო თავის პირველ შესარჩევ თამაშში ესტონეთის ნაკრებს ანგარიშით 2-0. 1995 წლის 11 ივნისს კი ნაკრებმა პირველი მარცხი იწვნია, უკრაინის ნაკრებთან გასვლით თამაშში, ანგარიშით 0-1. ხორვატიის ნაკრებმა თავის საკვალიფიკაციო ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა და ფიფას სპეციალური პრიზიც მიიღო: პრიზი საუკეთესო პროგრესისთვის.

"ოქროს თაობა"
რობერტ იარნი

გორან ვლაოვიჩი

რობერტ პროშინეჩკი

ზვონიმირ ბობანი
* * *
დავორ შუკერი


1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდს ისევ მიროსლავ ბლაჟევიჩი წვრთნიდა, ჯგუფურ ეტაპზე მათ მოუგეს იამაიკასა და იაპონიას, თუმცა წააგეს არგენტინასთან და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ. რუმინელებთან მინიმალური მოგების შემდეგ, ხორვატები მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდნენ,( იმ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფი გუნდი). იარნის, ვლაოვიჩის და შუკერის გოლებით, მათ მეტოქე 3-0 დაამაცხეს.
ნახევარფინალში ოქროს თაობას მასპინძელი საფრანგეთის ნაკრებთან მოუწია შეხვედრა, რომელშიც ფრანგებმა 2-1 დაამარცხეს ისინი. თუმცა ხორვატებმა მე-3 ადგილისთვის მატჩი ჰოლანდიას მოუგეს და სამუდამოდ შევიდნენ ისტორიაში.
მათი მიღწევებისთვის 1990-იანი წლების თაობას - ოქროს თაობა უწოდეს.. (უმრავლესობა ამ ფორმაციის ხორვატიის ნაკრებისა თამაშობდა იუგოსლავიის 20-წლამდელთა ნაკრაბში 1987 წელს, იმ ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო)

მწვრთნელები

შემადგენლობა
მწვრთნელი - სლავენ ბილიჩი
ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა:
სერბეთი
იუგოსლავური მემკვიდრეობა:
1992 წლიდან იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკის ნაკრები, მხოლოდ სერბი და მონტენეგროელი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.
სამწუხაროდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აკრძალვის გამო, ნაკრებმა გამოტოვა 1994 წლის მსოფლიო და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპები.


1991 წლის 31 მარტს, ნაკრებმა მოიგო თავისი პირველი ოფიციალური თამაში ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ, მაშინ ერთადერთი გოლი სავო მილოშევიჩმა გაიტანა.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იუგოსლავიის მაშინდელი ნაკრები, ფიფას რეიტინგში 21-ე პოზიციას იკავებდა, თუმცა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ტოპ-ათეულში მოხვდა.
* * *



ამჟამინდელი ნაკრები:


დეიან სავიჩევიჩი

მლადენ კრსტაიჩი
სავო მილოშევიჩი
პრედრაგ მიატოვიჩი
დრაგან სტოიკოვიჩი
* * *
დეიააან სტანკოვიიიჩ
იიიიიიიილ დრაგოოოოოოოოო
სინიშა მიხაილოვიიჩ
ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა