
აქ უნდა იყოს ამ კაცის ფანკლუბი, რამდენი ვართ კალათბურთის ფანები და დარწმუნებული ვარ ყველას მაგრა გევასებათ ეს კალათბურთელი, ან როგორ არ უნდა ევასებოდეს ვინმეს(ვინც ოდნავ მაინც ერკვევა კალათბურთში) ის ხომ ყველაზე დიდია დიდთა შორის, მას ხომ არანაირი ნაკლი არ ჰქონია, როგორი ძლიერიც იყო თავდასხმაში ასეთივე ძლიერი იყო დაცვაში, კაცი რომელმაც ჩემი აზრით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა კალათბურთის განვითარებაში, ჩემთვის და არამარტო ჩემთვის დღეს კალათბურთი ნომერ 1 სპორტია.
მე პირადად დღესაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ამ კაცის თამაშის ჩანაწერებს რომ ვუყურებ(ასეთივე სიამოვნებას მხოლოდ კარტერის თამაშის ყურებისას ვიღებ

) კალათბურთელი რომელზეც მწვრთნელაბი ამბობდნენ რომ ის საუკეთესო გამოცდა იყო კაცისათვის. და სარეთოდ მე ვთვლი რომ იგი ყველადროის უძლიერესი სპორცმენია.
აქ ვილაპარაკოთ ჯორდანზე დაწერეთ მასზე ყველაფერი რაც იცით, დაყარეთ ვიდეოები, სურათები და ჭორები

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალაბურთელი
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტი გამოსარჩევი კარიერის აწყობის შემდეგ ჯორდანი 1984 წლის დრაფტის შედეგად ჩიკაგო ბულზს შეუერდა. თავისი ნაყოფიერი შედეგიანობით იგი მყისვე გახდა ლიგის ერთერთი საუკეთესო კალათბურთელი.
მისი გასაოცარი ვერტიკალური ნახტომის გამო, რომელიც სლემ დანქ ქონთესთებზე საჯარიმოს ხაზიდან დანქებით გამოიხატებოდა, მას Air Jordan და His Airness შეარქვეს. ის ასევე ცნობილია, როგორც NBA-ს ისტორიის ერთერთი საუკეთესო დაცვითი მოამაშე.
1991-1993 წლებში იგი იყო ჩიკაგოს ე.წ. three-peat-ის მთავარი შემოქმედი, როცა გუნდმა ზედიზედ 3 წლის განმავლობაში მოიპოვა ჩემპიონის ბეჭდები. NBA-S 1993-1994 წლების სეზონში მან მოულოდნელად დატოვა NBA რათა კარიერა ბეისბოლში გაეგრძელებინა. შემდეგ წელს იგი ისევ ბულზს დაუბრუნდა და მას კვლავ ზედიზედ 3 საჩემპიონო ტიტული მოუტანა 1996-1998 წლებში. ამას თან ახლდა 1995-1996 წლების სეზონში მიღწეული რეკორდი, რაც რეგულარულ სეზონში 72 მოგებას მოიცავს. ჯორდანი კალათბურთიდან 1999 წელს წავიდა, მაგრამ 2 წელიწადში დაბრუნდა უოშინგტონ უიზარდსის რიგებში.
ჯორდანის ინდივიდუალურ კოლექციაში შედის ისეთი მიღწევები, როგორებიცაა 5 MVP, 10 All-NBA First Team, 9 All-Defensive First Team, 14 ოლ-სტარი და 3 ოლ-სტარის MVP, 10 scoring პირველობა, 3 steals პირვეელობა, 6 ფინალის MVP, 1988 წლის NBA Defensive Player of the Year.
მას ეკუთვნის რეგულარული სეზონის საშუალო შედეგიანობის რეკორდი, რომელიც თამაშში საშუალოდ 30.12 ქულას უტოლდება. მასვე ეკუთვნის პლეიოფის საუკეთესო მონაცემი - 33.4 ქულა.
1999 წელს იგი ESPN-მა საუკუნის საუკეთესო ჩრდილოეთ ამერიკელ ათლეტად დაასახელა. 2009 წელს მას კალათურთის Hall Of Fame-ში მიიღებენ.
ჯორდანი ასვე წარმატბული ბიზნესმენია. მისი და ნაიკის საერთო პროდუქცია Nike's Air Jordan, რომელიც პირველად 1985 წელს გამოჩნდა, დღემდე ინარჩუნებს თავის პოპულარობას. 1996 წელს მან მიიღო მონაწილეობა საკალათბურთო თემატიკის ფილმში Space Jam. ამჟამად იგი NBA-ს ერთერთი უსიმპატიურესი და უახალგაზრდავესი გუნდი შარლოტ ბობქეთზის თანამფლობელი და მენეჯერია.



This post has been edited by Donnie on 31 Jul 2008, 03:33