ცხელი წყალი დიდი არაფერია, ჩამჯდარ ნადებს და ჟანგს ვერ ერევა.
საერთოდ, რადიატორებში, როგორც სპილენძისაში, ასევე ალუმინში ნადებს ძალიან, ძალიან კარგად, სწრაფად და იოლად ხსნის ხმრისა და გამოხდილი წყლის ხსნარი.
ოღონდ, ჩვეულებრივ ღვინის ძმარს ნუ იხმართ. იყიდეთ გამოხდილი ძმარი (ამას საქართველოში ან იშოვნით, ან ვერა. უფრო ვერა, მე ვერ ვიშოვნე), ან ძმრის ესენცია. გუდვილში იყიდება ეგ ძმრის ესენცია, 4 ლარი ღირს 400 გრამიანი ბოთლი მგონი. + ყიდულობთ ბევრ გამოხდილ წყალს.
ამზადებთ ამ ესენციისგან ხსნარს. ~1/10-ზე ვურევთ გამოხდილ წყალთან. მერე ამას ვასხამთ რადიატორში, პირამდე ვავსებთ და ვტოვებთ ნახევარი საათით.
ნახევარი საათის შემდეგ სითხის ნაწილი გადმოღვარეთ (სხვათა შორის, კარგი იქნება, რამე ჭურჭელში გადმოღვაროთ, რომ ნახოთ რამდენი საშინელება გროვდება რადიატორებში არასწორი სითხის გამოყენების გამო). თუ ცოტა შეანჯღრევთ ამის მერე რადიატორს, კარგი იქნება ძალიან. შემდეგ ბოლომდე დაცალეთ რადიატორი და მთლიანად გამოხდილი წყლით აავსეთ. ერთი 15-20 წუთის მერე ესეც დაცალეთ. თუ ერთხელაც აავსებთ გამოხდილი წყლით, სუპერი იქნება. ეს იმისთვის, რომ ძმარი გამოვდევნოთ ბოლომდე. უყვვარს ძმარს ალუმინის და სპილენძის ჭამა

თუ დიდი ხნით დაუჯდა გვერდზე
შედეგად გექნებათ სუფთა, სუფთა რადიატორი.
ჩვეულებრივი წყლის ჩასხმა კიდევ იმიტომ არ შეიძლება, რომ რაც შიგნით მინერალები აქვს, ილექება დროთა განმავლობაში გაგრილების სისტემაში, რადიატორში განსაკუთრებით. + ჟანგავს ძალიან ადვილად რადიატორს.
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.