"Once upon a time... in a certain time and place," ასე იწყება ვიქტორ ერიკეს გენიალური მასტერფისი და ეს სიტყვები არგავიწყდება მაშინაც, როდესაც სუნთქვაშეკრული დაამთავრებ ფილმის ყურებას და დათრგუნული ცდილობ აღარ იფიქრო იმაზე, რასაც საათნახევრის განმავლობაში აღტაცებაში მოჰყავდი. ვიქტორ ერიკე ფანტასმაგორიული სიმბოლიკით, დეტალური და ექსპრესიული კომპოზიციით გიღებს იმ კარს, სადაც დამსხვრეული ოცნებები, დათრგუნული ვნება და დაუსრულებელი წარმოსახვები სტრუქტურალურად ირევა ბავშვობის მოგონებებში. "why did he have to die?" ეკითხება ანა თავის დას, რომელიც უხსნის რომ სინამდვილეში დარუპული გოგონა სულია და თუ თვალებს დახუჭავ, შეგიძლია გაიგო მისი კანკალნარევი ხმა თუ როგორ მოგიხმობს და გეძახის. "It's me, Ana."
http://www.youtube.com/watch?v=uSMlPiJLNZ0&feature=relatedშეგიძლია დაივიწყო ფრანკენშტაინი, მონსტრი რომლის მიერ მოკლული უსუსური ბავშვის ნახვის შემდეგ პირველად გიჩნდება იმ კითხვის დასმის სურვილი, იმ კითხვისა რომელსაც მუდმივი თანამგზავრი იქნება შენი მომავალი ცხოვრებისა, მაშინაც კი როდესაც მონსტრი უკვე ფიზიკურად აღარ იარსებებს. თუმცა ვინ თქვა რომ მონსტრები იღუპებიან, ან ფიზიკურად სიკვდილით ასრულებენ თავის ცხოვრებას?
P.S უბრალო დამთხვევები: ფილმის დამდგმელი ოპერატორი ლუის ქუარდარო დაბრმავდა ფილმის გადაღების დროს... ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფრანკომ დაასრულა თავისი მოღვაწეობა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა.
მიმაგრებული სურათი
ორი კაციც და.. გავდივართ!
everyone gangsta til pasta storms in with vegetables.