მსახიობ სტანისლავ სადალსკის, რომელიც საქართველოს საპატიო მოქალაქეა, ინტერნეტში თავისი ბლოგ-დღიური აქვს და სენსაციურ მასალებს აქვეყნებს. მას სწორედ ამაზე ვესაუბრებით:
გამოტყდით, დაბადების დღე (8 აგვისტო) სწორედ იმ კაცმა ჩაგიშხამათ, ვისი ნდობით აღჭურვილი პირიც იყავით 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე - სააკაშვილმა.- აქ საქმე სხვანაირადაა. რუსეთის ხელისუფლებას რატომღაც სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და აჭარის ბედი უფრო აინტერესებს, ვიდრე საკუთარი ხალხის. დიდი ყურადღება ექცევა ოსეთის აღსადგენად ფულის გამოყოფას. კეთილი საქმეა, საწყენია მხოლოდ ის, რომ ფული გზაში ქრება. როგორც ყველას, მეც მინდა გავიგო, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ სიმართლე ჯერ გაურკვეველია.
მხოლოდ ერთს ვხედავ, რომ საქართველო ფანტასტიკურად გამოიცვალა, მაგალითად, მოისპო მექრთამეობა, პოლიცია წესიერების განსახიერებაა (

), გზებზე მანქანებს ტყუილად არავის აჩერებს. თუ ცუდად გახდი, სასწრაფო დახმარება უფულოდ მოგემსახურება (ამის მომსწრე თავად ვარ). ასეთი სოციალური საკითხები თვალში საცემია.
ქვეყანა კი არა, სამოთხე ყოფილა... (სწორი შენიშვნაა

)
- ცუდიც ხდება, რასაკვირველია, მაგრამ მე სასიკეთო ცვლილებებს ვხედავ. სააკაშვილს ისეთივე ქვეყანა ერგო შევარდნაძისგან, როგორიც პუტინს - ელცინისგან, მიხაილ ნიკოლაევიჩი და ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს. ჩვენი ქვეყნებიც ერთმანეთის ანარეკლია.
ინტერნეტში იმას აქვეყნებთ, რაზეც სხვა ხმამაღლა ლაპარაკს უფრთხის. მაგალითად, პატრიარქ ალექსის ძალადობრივი დაღუპვის ვერსიის შესახებ.- შეძრწუნებული ვარ. მოკლეს უწმინდესი და ჩუმად არიან! მინდა ვიცოდე სიმართლე - სინამდვილეში როგორ დამთავრდა ალექსი II-ის მიწიერი ცხოვრება. ნაცნობმა მღვდლებმა და მილიციელებმა თქვეს, რომ პატრიარქს თავის ქალა სამ ადგილას ჰქონდა გახვრეტილი, მზერა კი კარისკენ ჰქონდა მიპყრობილი. განგაში ავტეხე - თითქოს არავის ესმის... ბევრი მღვდელი ჩემთან საჯარო ურთიერთობას გაურბის - ახლანდელი პატრიარქის უსაფრთხოების სამსახური მათ უთვალთვალებს.
ახლახან დიაკონი კურაევი გამომეხმაურა - ბლოგში აღიარა, რომ ’საპატრიარქო მოერიდა სიმართლის თქმას ალექსი II-ის სიკვდილის შესახებ. პატივცემულო დიაკონო, აუხსენით ხალხს, რა სიმართლეზეა საუბარი. როგორ გაჩნდა უწმინდესის თავში სამი იარა? დაკრძალვის დღეს რატომ იყო ალექსის სახე დაფარული? ტყუილია, რომ ამბობდნენ, მართლმადიდებლურ წესს ვიცავდითო. როცა პატრიარქი ტიხონი გავაცილეთ იმ ქვეყნად, არაფერი დაუფარავთ, შეიძლება იმიტომ, რომ დასამალი არაფერი იყო.
პატრიარქის არჩევნები კი არა, ინსცენირება გახლდათ. მე კირილესი არ მჯერა, რადგან ტყუილით დაიწყო მოღვაწეობა.
ჩემს ბლოგზე განვათავსე ალექსი II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კირილეს ნათქვამი. ის პატრიარქის უეცარი სიკვდილის გამო ამბობს: ალექსიმ თავისი იმ ქვეყნად წასვლით ჩვენი ეკლესია მძიმე გამოცდისგან იხსნა - ეკლესიას სათავეში ედგა მოხუცებული ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად მეთაურობა აღარ შეეძლო. ეს ფრაგმენტი ამომიჭრეს... აღვადგინე. იგივე განმეორდა, მაგრამ არ ვნებდები... პ.ს. გჟერათ?
როცა წერთ ცოტა ტვინი დააყოლეთ, კლავიატურა თქვენი მონაა და ისეთ რამეს ნუ დაწერთ კლავიატურის მონები გახდეთ © შაბეშა
RUSSIAN ARMY-ITS A JOKE. ARMY OF MONKEYS AND PIGS n:yes:
ნუ მიყვირი მიშა © G.Bush
მიშას ტრაკის თამაში სპორტი გონია და იმიტომ ვისჯებით © underground48