წინა თემა 100 გვერდი გახდა და მეორე თემაში გადმოვიდეთ
ძველი თემის ლინკი
ესეც ინფოები:
დახასიათება:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქალწული
ზოგადი დახასიათება
(24 აგვისტო -23 სექტემბერი)
პლანეტა: მერკური.
სიმბოლო: ქალწული, კუბი, კოდი.
ფერები: თეთრი, ცისფერი, იისფერი, მწვანე.
ქვები: ნეფრიტი, სარდიონი, `კატის თვალი~, გიშერი, კარნეოლი, იასპი, მალაქიტი, ტოპასი, ქრიზოპრასი, მარმარილო.
ლითონი: კალა, სპილენძი.
ყვავილები: ასტრა, ვირის-ტერფა, წითელი ყაყაჩო.
თილისმა: კალია, ასტრა.
იღბლიანი დღე: ოთხშაბათი.
უიღბლო დღე: ხუთშაბათი, პარასკევი.
იღბლიანი რიცხვები: 3, 5, (ყველა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა),6, 12 (ყველა 12-ის ჯერადი),
ტემპერამენტი და ხასიათი
ქალწული შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთული და მდიდარი ნიშანი. აქვთ კულტურის, სრულყოფის მოთხოვნილება; აქვს ლოგიკური, დედუქციური და სისტემურო აზროვნება. ეს სკეპტიკოსებია, რომლებსაც არ სჯერათ გულწრფელობის და ინტუიციის. ისინი იშვიათად აზვიადებენ, აანალიზებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერს ნათლად ხედავენ, ყოველივეს თავიანთ თავზე იღებენ, აკრიტიკებენ, ამარტივებენ, ასუფთავებენ. აქვთ ღრმა მოთხოვნილება სისუფთავის მიმართ. ისინი კატებივით იყოფიან ცნობისმოყვარეობასა და შიშს შორის.
ქალწული კატების და საერთოდ პატარა ცხოველების ნიშანია, ისინი მოუსვენარნი არიან, კარგად ფიქრობენ ვიდრე რამეს გააკეთებენ. ზოგჯერ ძალიან დიდხანს ფიქრობენ, რის გამოც ისინი კარგავენ სპონტანურობას და შესაბამისად ხელიდან უშვებენ შესაძლებლობებს. ისინი ჭკვიანები, შრომისუნარიანები, საიმედოები არიან და შეუძლიათ ყველფრის გაკეთება, არიან იდეალური საშუალო წარმომადგენლები და მანიაკები, უდიდესი მოაზროვნეები და გენიოსები. არსებობს ქალწულების სამი სხვადასხვა ტიპი:
I. ის ყოველთვის თავშეკავებული, შებოჭილი. ეს ტენდენცია შეიძლება იყოს დიაპაზონში დადებითიდან უარყოფით უკიდურესობამდე: წესრიგის მოთხოვნიდან მანიაკალურ პედანტურობამდე. გროშების მოგროვებიდან დიდ კოლექციო¬ნი¬რე¬ბა¬მ¬დე, სისუფთავიდან მეტისმეტ მოწესრიგებულობამდე, ფრთხილი დაგეგმვიდან ხვალისთვის ყველაფრის გადადებამდე.
II. მიდის უკუუკიდურესობამდე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაღარათამდე როგორც პროტესტისა და უთანხმოების ფორმამდე. უყვარს ნებისმიერი სახის `ტალახი~, აქვთ ძალისა და ძალაუფლების წყურვილი, ეგოისტურობამდე მკაცრები არიან. ამ ტიპს ხშირად ადარებენ მორიელს.
III. შერეულია, პირველსა და მეორეს შორის მერყეობს. ერთი ხელით იჭერენ და მეორეთი გასცემენ. შუალედური პიროვნებაა. დღეს თხუპნია, ხვალ _ სისუფთავის ჟინით შეპყრობილი. რესპექტაბელური მოქალაქე მოულოდნელად ხდება გაშმაგებული. ყველა ტიპი აისახება ჩაცმულობაში, აქვთ კლასიკური, უმწიკვლო სტილი, კონსერვატიული, რომელიც ყურადღებას აქცევენ დეტალებს, მაგრამ განსაკუთრებული ფანტაზიის, გაბედულობის ან თავისუფლების გარეშე. ზოგჯერ შეგნებულად ნატიფი, ზეფორმალურია. ეს შეიძლება გადავიდეს ერთფეროვნება¬ში, რომელიც ყოველგვარ კავშირს კარგავს მოდასთან, მათ უყვართ ტანსაცმლის ბოლომდე გაცვეთა, მერყეობენ ახალი ნივთების შეძენისას. "დადებითი"ქალწული ატარებს გულდასმით შერჩეულ და მორგებულ ტანსაცმელს, რომელიც უბრალოების სასიმოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.
პროფესიები
ახალგაზრდობაში უფრო ყურადღებით ირჩევენ პროფესიას, აცნობიერებენ თუ რამდენად სერიოზულია ცხოვრება, უნდათ სწავლა და მუშაობა საკუთარ თავზე მთელი ცხოვრების მანძილზე. დეტალებისა და სრულყოფის სიყვარული, მწვავე ანალიზი, რომელიც ზოგჯერ ხარბ პედანტურობაში გადადის, ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ყოველივე ეს დიდ შესაძლებლობებს აძლევს მათ. ქალწულები უმწიკვლონი არიან, მიუხედავად არჩეული პროფესიისა, შესაძლოა მათ ამჯობინონ მარტო მუშაობა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს კოლექტივიზმის უნარს. ისინი კორექტულები არიან უფროსებთან, მკაცრნი ქვეშევრდომებთან. ზოგჯერ იჩენენ მფარველობას, შემწყნარებლობას. თვლიან რომ უხერხულია დაწინაურების თხოვნა. მათ ზოგჯერ დიდხანს არ უნაზღაურებენ ხელფასს ბოლომდე. მათი შრომის ანაზღაურება ხდება წახალისების ნიშნებით - მედლებით, პატენტებით. ისინი ყურადღებიანი, ფულის საკითხებში ფრთხილი არიან და შეუძლიათ მცირე სახსრებით ცხოვრება, ნელ-ნელა ზოგავენ ხვალინდელი `სიამოვნებისთვის~, ზრუნავენ შავ დღეზე. იშვიათად რისკულობენ აზარტულ თამაშებში, არ აქვთ გამართლების იმედი.
ქალწულებიდან გამოდიან კარგი ექიმები, ფარმაცევტები, ვეტერინარები, გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები, მეანები, მასაჟისტები, ექიმბაშები, დიეტური ექიმები, ლინგვისტები, აგრეთვე მესაათენი, ოპტიკოსები, ინჟინრები, ქიმიკოსები, დიზაინერები, ფერმერები, მრეცხავები, მწმენდავები, მაღაზიების მეპატრონეები, მდივნები, სატელეფონო ოპერატორები, სამოქალაქო მსახურები, საფეიქრო საქმისა და ცხენების მოვლის სპეციალისტები. ქალწულები ითვლებიან საზოგადოების "მუშა ფუტკრებად". მათ უყვართ თავიანთი სამუშაო თვითგანწირვამდე, ეს არის მათი ცხოვრების ღერძი.
სიყვარული
ქალწულს არ აქვს რაიმეს წამოწყების ბუნებრივი ინსტინქტი. თუ მათი გული დაჭერილია ისინი უკან იხევენ, თავშესაფარს ეძებენ რათა დაფიქრდნენ, სძულთ და ეშინიათ ყოველგვარი გაურკვევლობის და მოლოდინის. ზოგიერთ ქალწულს ეშინია რომ ორსულობა დააკარგვინებს მათ ქალურობას, მიმზიდველობას, სხვანი კი ხდებიან შვილებზე შეყვარებული დედები და უარს ამბობენ თავიანთ დამოუკიდებლობაზე. ვნება ქალწულს სულის ავადმყოფობა ჰგონია, რომელსაც გონიერებამ უნდა განკურნოს. ისინი აანალიზებენ თავიანთ გრძნობებს და ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ისინი გონიერების, ეჭვების, შეკამათების, დაცინვის მეშვეობით, ამასთან უფრო უყვარდებათ, ვიდრე მათ ჰგონიათ. ქალწული ცეცხლმოკიდებული ყინულია, ისინი არ აფრქვევენ თავიანთ გრძნობებს და სიყვარულს, საქმით უფრო მეტს ამტკიცებენ, ვიდრე სიტყვებით. სინაზე დამცირების ფორმას ღებულობს, ისინი იფიცებიან რა ერთგულებაში არ მოითხოვენ იგივეს საპასუხოდ, იცავენ თავიანთ სიტყვას. მათ ისეთი ურთიერთობების იმედი აქვთ, სადაც მთავარი აქცენტი მორალურ პატიოსნებაზე, სიწმინდეზე, სიბრძნეზე, სიყვარულზე კეთდება და თუ ყოველივე ეს არ ექნებათ, მარტოობას ამჯობინებენ. არცერთ ნიშანს არ ჰყავს კრიტიციზმის კოშკში იზოლირებულნი მარტოხელა კაცებისა და შინაბერა ქალების უფრო დიდი რაოდენობა. ყველაზე დიდი სიძნელეები ხვდება ურთიერთობების პირველ სტადიაზე, ქალწული შებოჭილია და უხერხულობას განიცდის სხვისთვის საკუთარი გრძნობების გამჟღავნებისას, ზოგჯერ ხელიდან უშვებს თავის შესაძლებლობებს და ვნებიანი სურვილებით დატანჯული მარტოხელა ბრუნდება სახლში, ან ამყარებს ჩვეულებრივ საზოგადოდ მიღებულ ურთიერთობებს, რომელსაც განურჩევლობა, მაგრამ სიმშვიდე მოაქვს მისთვის და რომელიც მარტოობას უქადის ყოველ პარტნიორთაგანს. უფრო მოგვიანებით ის მოულოდნელად ააფეთქებს ყოველივე ამას ერთი წარმოუდგენელი ვნების გამო. ქალწულებს ბოლო წუთში შეჩერების ყველაზე დიდი პროცენტი გააჩნიათ. გააკეთებენ თუ არა ყველაფერს _ ჩერდებიან. მიჯნური ქალწულები სამ კატეგორიად იყოფიან: იღბლიანი ტიპი ათავსებს საქმეს სიამოვნებასთან, ეს თავბრუსდამხვევი, გაწონასწორებული მამაკაცია, რომელსაც უყვარს სამზარ-ეუ-ლოში ტრიალი და ყოველგვარი საოჯახო საქმეების კეთება. ამ კატეგორიის ქალი ალერსიანი, მკვირცხლი, ერთგული არის და უყვარს `საწოლში ყავის მირთმევა~.
თავშეკავებული ტიპი შეიძლება იყოს ფარულ იმპოტენციამდე ცივი, ის პურიტანელია, მოუხერხებელი, დამყოლი, მარტოობაში მოფანტაზირე, ხანმოკლე თავგადასავლების მქონე. ამ ტიპის ქალი შეიძლება შეზღუდული აზროვნების იყოს, რომელიც საკუთარი მარტოობიდან კეთილშობილების მონუმენტს ქმნის. ან საწვრთნელ ბანაკად აქცევს ცხოვრებას მის ირგვლივ და სახლში.
მესამე ტიპი თავისი წესების კარნახის საშუალებას აძლევს სექსს. თავგადასავალს თავგადასავალი მოსდევს, გული ამ დროს თითქმის არ მონაწილეობს. ზოგჯერ აქვთ მიდრეკილება პორნოგრაფიისკენ. ამ ტიპის ქალებმა შესაძლოა დაიწყონ ლოლიტას მსგავსად და დაასრულონ როგორც ნიმფომანი მონაზვნის ანაფორაში.
სასურველია კავშირი თხის რქასთან, კუროსთან, მორიელთან და კირჩხიბთან. თავი უნდა აარიდოს ვერძს, მშვილდოსანს.
შესაფერისი პარტნიორები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კაცი-ქალწული
ქალი:
ვერძი – ეს კავშირი წარმოუდგენლად რთულია. ის შესაძლებელია მოხდეს არატიპიური პარტნიორების შემთხვევაში. ეს ქორწინება გრძელდება დიდხანს და ინგრევა მხოლოდ და მხოლოდ ვერძის ინიციატივით, რადგანაც მათ ჯერ კიდევ არ მოუტეხიათ <<რქები>>. რის შემდეგაც იგი არ მოისურვეს თავისი წარსულის გახსენებას. მოგონებებისას მათ ახასიათებთ ქალწულისადმი საოცრად დიდი სიძულვილი.
კურო – ეს არის ორი ერთნაირი ბუნების მქონე პარტნიორების კავშირი. სექსუალურ ურთიერთობებში კურო იქნება დაუკმაყოფილებელი, თუმცა დასაწყისში ამას ქმრისგან მალავს. დაგროვილი წყენის მიუხედავად უჭირს ურთიერთობების დანგრევა. სავსებით შესაძლებებლია, რომ ასეთი ქორწინება ბოლომდე შენარჩუნდეს.
ტყუპები – ეს კავშირი წარმოუდგენელია და ხშირად ახალგაზრდებში ხდება ექსპერიმენტის სახით. ეს ქორწინება შეიძლება მოხდეს არატიპიური პარტნიორების შემთხვევაში. ტყუპები ღიზიანდება ქალწულის დაწვრილმანებით. ქალწულს სურს ხედავდეს მას სამზარეულოს ქურასთან და ვერ იტანს, როდესაც სადმე მიდის, ან ღმერთმა დაიფაროს თუ კი ფლირტს აბამს ვინმესთან. მაგრამ თავმომწონე ტყუპებს ყოველთვის სურთ ვიღაცას მოსწონდეს. მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებიც ასევე ექსპერიმენტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ამ სფეროშიც შეიცნონ თავიანთი შესაძლებლობები.
კირჩხიბი – ეს მყარი კავშირი სავსებით შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბს საკმაოდ ღლის ქალწულის თვითდაჯერებულობა. ქალწულის სიფხიზლე და მგრძნობიარე, ფლეგმატიური კირჩხიბის ასეთი თანხვედრა ეყრდნობა "დამალობანას" თამაშის წესებს. კირჩხიბი მხლოდ ქალწულში იპოვის ისეთ პარტნიორს, რომელიც ყურადღებით გაუძღვება ბავშვებისა და ოჯახის საქმეებს.
ლომი – ეს კავშირი შესაძლებელია ლომის ხანდაზმულობის ასაკში. ახალგაზრდა ლომი ისეთი ამაყი და ამპარტავანია, რომ არც კი შეხედავს ქალწულს, რადგან ეს მისი იდეალი არ არის. მათ ქორწინებაში უამრავი კომფლიქტი და უთანხმოებაა. სექსში ურთერთთანხვედრა არა აქვთ.
ქალწული – ბრწყინვალე კავშირია. ეს არის იმ მრავალთაგანს შორის ერთ-ერთი წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდნენ ერთმანეთს და შესანიშნავად ცხოვრობენ. ისინი ცხოვრობენ ერთმანეთზე ზრუნვით, საერთო პრობლემებით და ამასთანავე ერთნაირად ფიქრობენ კიდეც. ერთმანეთს აკმაყოფილებენ და ავსებენ ყველა სფეროში.
სასწორი – ეს კავშირი საკმაოდ არასტაბილურია. ქალწულს მოსწონს სასწორი, მაგრამ ის მასში აფასებს საზოგადოებაში მოქცევის ცოდნას. ის კარგად ხედავს, თუ ვისთან აქვს საქმე და მისი გარდაქმნის იმედს არ კარგავს. ამასთანავე ისინი თავს კარგად გრძნობენ სექსუალურ ურთიერთობებში, რომელიც არანაკლებ მნიშნელოვანია ქორწინების სიმტკიცისათვის.
მორიელი – კარგი კავშირი და კარგი ქორწინებაა. მორიელი - ქალწულისათვის შესაფერისი ერთადაერთი ქალია. მორიელი - ერთადერთი ნიშანია, რომელსაც ძალუძს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ქალწულის შენარჩუნება. ასეთი კავშირია წარმატებულია, როგორც მეგობრობისათვის, ასევე ქორწინებისათვის.
მშვილდოსანი – მათი ქორწინება წარუმატებელია. დინამიურ მშვილდოსანს ყველაფერი ერთად უნდა, სწრაფად და ბევრი... ქალწულს ეს აღიზიანებს. იგი თავისი შიშებით ცოტათითაც კმაყოფილია. ქორწინება შეიძლება დაინგრეს აქტიური მშვილდოსნის არაგონიერი მოთხოვნებით, რომლის შემდეგაც იგი ანგრევს ოჯახს და ბავშვებიც კი ვერ შეაჩერებს ამ გადაწყვეტილების მიღებისას.
თხის რქა – ეს კავშირი უცნაური, მოსაწყენია, მაგრამ ხშირად ხდება. მომთმენი და ჩაკეტილი ბუნების მქონე თხის რქა არ აძლევს საშუალებას ქალწულს უთხრას, რომ ის არ მოსწონს. თითოეული მათგანი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, რადგან უფრო დაწყნარებულნი არიან. ასეთ ოჯახში დიდი სიცარიელეა, მაგრამ არა დაძაბულობა. ამასთანავე, როგორც წესი ქალწულს იშვიათად ახასიათებს სასიყვარულო რომანები, თანაც თუ მეუღლე თხის რქაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაკლებად შეეფერებიან ერთმანეთს ნებისმიერ საკითხში, თუნდაც სექსუალურ ურთიერთობებში, მათი ქორწინება იშვიათად ინგრევა.
მერწყული – ასეთი ქორწინება, საბედნიეროდ იშვიათად ხდება. უკეთესი იქნებოდა თუ საერთოდ არ დაუკავშირებდნენ ისინი ერთმანეთს ბედს. თავისუფლების მოყვარული მერწყული ვერ იტანს ქალწულის უხეშ ჩარევას ოჯახურ საქმიანობებში. ის იმდენად წვრილმანდება, რომ ცხვირს ყოფს წვრილმანებში, როგორიცაა დროულად რეცხვა, ღილის დაკერება და ასევე სამზარეულოს საქმეები. საათობით შეუძლია იჯდეს სამზარეულოში და უთვალთვალოს, თუ როგორ რეცხავს და ასუფთავებს ხილს, სისტემატურად აძლევს რჩევებს, ხელმძღვანელობს და ხელმძღვანელობს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ თავისუფლების მოყვარულ მერწყულს ეს ყველაფერი მალე ბეზრდება. ეს ქორწინება განწირულია და როგორც წესი მალე ინგრევა.
თევზები – ქალწულისათვის ძალზედ რთული კავშირია. ქალწული ყოველთვის მკაცრად რეაგირებს თევზებზე, ცდილობს მისი ყურადღების მიქცევას, თამაშობს მოსიყვარულე პარტნიორის როლს და შეიძლება გახდეს სენტიმენტალური. მათ ახასიათებთ გემოვნებებისა და შეხედულებების ურთიერთგანსჯა, რაც მათში გაღიაზიანებას გამოიწვევს. ერთადერთი რაც მათ კავშირს გადაარჩენს, ეს ბავშვებზე ზრუნვაა. მხოლოდ ქალწული შეასწავლით თევზებს იყვნენ ქალურნი, ხოლო ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ შეეცდება, რომ ის იყოს მეტად მგრძნობიარე.
აზია არჯენტო
20 September 1975
ესეც ჩემი იდეალი ქალწული როჯერ უოტერსი

წინა თემაში მპოსტავები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
SenatoR 126
RENE_Z 63
Japanese 47
Legally blonde 47
between 3 and 32 46
folkman 45
datoo 45
[kitika] 44
mcenare-99 41
kote91 41
anuky 40
patriciia 31
lile201 31
Definitely Maybe 30
Scoorp 30
Vereli luka 27
Stirling 25
MICHELEEE 25
Tata_Sonne 22
diaz_niasamidze 21
Shevchenko andrei 21
Ni-No 20
იაზო. 20
LSDARIES 16
moonbayer 14
alouette 14
Moonchild 13
თაიკო 13
cesdeba 13
twini 12
woman_ 11
Miss_Nata 11
axavild 11
doctor ako 11
. . .
This post has been edited by kote91 on 22 Sep 2010, 01:46
Machine intelligence is the last invention that humanity will ever need to make © Nick Bostrom