http://jvarosnebi.com/index.php?option=com...=53#addcomments„აფხაზურმა ეკლესიამ აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და საქართველოს ეკლესიას ოფიციალურად გამოეყო" - აცხადებს სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი, ბესარიონ აფლიაა. ინფორმაცია აფხაზური სქიზმის შესახებ "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა, მისივე ცნობით, გუშინ, სოხუმის საკათედრო ტაძარში შეკრებილმა სასულიერო პირებმა ოფიციალურად მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია.
თვითაღიარებული პირველიერარქი დახმარების ხელს მოსკოველ პატრიარქს სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკლესია ფორმალურად აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურსდიქციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მისი ხელის კვალს ვერსად გავექცევით. აფხაზეთის ეპარქიაში ორ ათეულამდე წელია არ უშვებენ ცხუმ-აფხაზელ მიტროპოლიტს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა1997 წლის შემდეგ, როცა სქიზმა ოფიციალურ სახეს იღებს.
აღსანიშნავია რომ ბესარიონ აფლიაა ანათემიზირებული არ არის საქართველოს ეკლესიის მიერ.
This post has been edited by მნათეუსი on 16 Sep 2009, 14:34