Hypnotherapy - არის თერაპია, რომელიც ტარდება სუბიექტის ჰიპნოზში შეყვანით. ამ დროს, ფსიქოთერაპევტი გარკვეულწილად პირდაპირ კონტაქტში შედის კლიენტის არაცნობიერთან, რის გამოც გაცილებით მარტივია პატერნების განახლება, ვიდრე სხვა ნებისმიერი თერაპიის დროს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ ეს კვალიფიცირებული და ჭკვიანი თერაპევტის მიერ კეთდება, შედეგი "ზედაპირული" არანაირად არ იქნება, როგორც ამას ზოგი მიიჩნევს.
დღევანდელ ჰიპნოთერაპიას საფუძვლად უდევს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი ფსიქიატრის, მილტონ ერიქსონის მიერ შემოთანილი მეთოდები.
ჰიპნოტურ შთაგონებებს რაც შეეხება, მინდა ვთქვა, და ალბათ თვითონაც მიხვდებით, რომ ნებისმიერი სახის ფსიქოთერაპიის დროს, ცვლილებები მანამდე არ ხდება, სანამ კლიენტი სხვაგვარად არ იწყებს თავისი პრობლემის აღქმას და სანამ იგი არ იწყებს to focus on their problems internally, რაც ყოველთვის არის პატერნის განახლების შედეგი (ანუ ჩვენი წარმოდგენის განახლების ან შეცვლისა ამა თუ იმ საგანზე).
აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ტყუილი დროის კარგვაა წლობით ლოდინი თუ როდის მიხვდება კლიენტი შემთხვევით, თუ რა უნდა გააკეთოს პრობლემის დასაძლევად. სრულებით არ არის აუცილებელი, რომ ამისთვის ფორმალური ჰიპნოზი გაკეთდეს, მაინცდამაინც თვალები დაახუჭინოთ კლიენტს და ა.შ. ამისთვის საკმარისია ისიც, რომ კლიენტს იმგვარად დაელაპარაკოთ, რომ მას არაცნობიერისკენ გზა გაეხსნას. ყველა ადამიანმა, ცნობიერად თუ არა, არაცნობიერად მაინც იცის, თუ რა დაეხმარება მას პრობლემის დასაძლევად.
ერქსონისეული ჰიპნოზის დროს თერაპევტი კლიენტს ეხმარება იმაში, რომ მან თითონ გაიკვლიოს გზა თავისი არაცნობიერისაკენ, თერაპევტს მხოლოდ ასე ვთქვათ "ველოსიპედის უკანა ბორბალი" ინდა ეჭიროს, ხოლო საჭეს თქვენთითონ მართავთ. ასე რომ, შეიძლება თეარაპევტმა სულაც არ იცოდეს, რა მიმართულებით წავა კლიენტი. აქ არ არის თერაპევტის მიერ შედგენილი მოზრაობის მკაცრი რუქა და საბოლოო მიზანი.
თუ დაინტერესდებით ვეცდები თქვენს კითხვებს ვუპასუხო.
ფსიქოთერაპიის ეს მეთოდი მგონი საერთოდ არ არსებობს საქართველოში. თუ ვცდები, მითხარით.
(ეხლა რაც შეიძლება მალე დახურეთ ეს თემა

)
* * *
რაღაც დაინტერესებას ვერ ვხედავ მგონი
This post has been edited by Rabbit on 18 Sep 2009, 01:56