რამდენი მიწა ეყოფა საპატრიარქოს, რამდენი გადაეცა და რამდენი უნდა გადაეცეს, უცნობია, საგანგებოდ დამალული ინფორმაციაა. დავსვათ კითხვა ამგვარად, რამდენი მიწა და ქონება უნდა საპატრიარქოს? რა უნდა საბოლოოდ ამ ორგანიზაციას ქონებრივი თვალსაზრისით? ჩვენი დაკვირვებით, მას ყველაფერი უნდა. აი ციტატა, რომელიც ამაში დაგარწმუნებთ: ”საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებას წარმოადგენს სასოფლო და არასასოფლო მიწები, ტყეები, ტბები, მდინარეები, მინერალური რესურსები” . მთელი მიწა-წყალი. რაღა დარჩა, მთები და მყინვარები? წარმოიდგენთ, მდინარე არაგვი და შესაბამისად მთელი არაგვის ხეობა საპატრიარქოს რომ გადაეცეს? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს წარმოდგენებს, ეს იყო კონკორდატის პროექტი(იხ. მუხლი 29,5. ჟურნ. ’ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება’, 2001, გვ. 18).
http://netgazeti.ge/GE/11/News/1716/