
იოანეს მე-19 თავი:
33. ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, და აღარ დაუმტვრიეს წვივები.
34. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა.
როგორც ვიცი,ეს შუბი ხშირად იკარგებოდა. ჰიტლერიც გადმოცემის მიხედვით, ნადირობდა შუბის ხელში ჩაგდებაზე,რომ მსოფლიო ბატონობა მოეპოვა (

)
იარაღი მოციქულთასწორ წმინდა ელენეს სხვა რელიკვიებთან ერთად იერუსალიმში 326 წელს აღმოაჩინეს. მომდევნო საუკუნეებში ის იერუსალიმში, კონსტანტინოპოლსა და რომში ინახებოდა. IX საუკუნის დასაწყისში რომის პაპმა შუბი იმპერატორ კარლოს დიდს გადასცა. ამ რელიკვიით კარლოსმა 47 ბრძოლა მოიგო. თუმცა, ლეგენდის თანახმად, საქსონიაში მორიგი წარმატებული კამპანიიდან დაბრუნების შემდეგ, შუბი მოულოდნელად გაუვარდა ხელიდან და იმპერატორი რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. კარლოს დიდის შემდეგ სხვადასხვა დროს მას ფლობდა რომის იმპერიის 45 იმპერატორი.
დოკუმენტური ფილმის, "ქრისტეს შუბის" შემქმნელები აცხადებენ, რომ 1945 წლის გაზაფხულზე აშშ-ის მე-7 არმიის სპეციალურმა ქვედანაყოფმა მიიღო დავალება – ეპოვა და დაპატრონებოდა წმინდა შუბს. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ის აღმოაჩინეს. ამერიკელმა გენერალმა პატონმა წმინდა შუბი ავსტრიის მთავრობას დაუბრუნა. ახლა ის ვენის ისტორიის მუზეუმში ინახება. თუმცა, ეჭვია,რომ ის ყალბია, რადგან ჩატარებული ანალიზების შედეგების თანახმად, ვენის შუბი გაკეთებულია ჩვენი წელთაღრიცხვით VIII საუკუნეში და ამიტომ არ შეიძლებოდა გოლგოთაზე გამოეყენებინათ. ფილმის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ის დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო საცავში ინახება.