დღეს ვიქექებოდი ჩემს არქივებში და ეს "30 მცნება" აღმოვაჩინე, რომელიც ბაკურიანში 3 წლის წინ რომელიღაც ჟურნალში წავიკითხე.
22 და 24

30 ოროს წესი რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
1. დაიმახსოვრე ძვირფასო: მამაკაცი ყოველთვის მართალია!
2. თუ შენ გგონია რომ ასე თავისუფლად შეგიძლია გააგრძელო გასუქება და რომ შენი ადრეული რადიკულიტი სერიალის ყოველდღიუეი. ყურების ბრალი არ არის,მიდი, გააგრძელე! მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ ამით შენ ჩემთვის უფრო მიმზიდველი გახდები.
3. არასოდეს არ გაიკეთო ახალი ვარცხნილობა! იმიტომ რომ როდესაც შენ სახლში ახალი ვარცხნილობით ბრუნდები, ჩვენი აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყოველთვის ჩხუბით მთავრდება ხოლმე!
4. დაბადების დღე, შობა და სხვა დღესასწაულები სულაც არ არის იმის საბაბი, რომ გიყიდაი საჩუქარს, რომლის ღირებულება 10-ჯერ
აღემატება ჩემს თვიურ ხელფასს!
5. თუ შენ დამისვამ შეკითხვას, რომელზეც პასუხი ისედაც იცი, ნუ ელოდები რომ აუცილებლად გაგცემ პასუხს.
6. მართალია, არსებობს ხოლმე მომენტები, როდესაც მავიწყდება შენი არსებობა. შეეგუე ამას, დაიმახსოვრე - ამით ქვეყანა არ დაიქცევა.
7. თუ შენ შეამჩნიე ვიღაც უცხო ქალი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში თვალს არ მაცილებს, კი არ იქჭვიანო, არამედ იამაყე, რომ ასეთი მიმზიდველი მამაკაცი გღავს გვერდით.
8. მომაშორე შენი საძაგელი კატა და დაიმახსოვრე,რომ ქუჩის ძაღლიც კი ჯობს ნებისმიერ ჯიშიან კატას.
9. დაიმახსოვრე შაბათი საფეხბურთო დღეა! დაიმახსოვრე ეს და შეიგნე, რომ შენ ფეხბურთის მაგივრობას ვერ გამიწევ.
10. მაღაზიებში სიარული სულაც არ არის სპორტის ჩემი სახეობა.
11. ყველაფერი რაც გაცვია, ძაან გიხდება! და ნუღარ მეკითხები ამის შესახებ ყოველ საათს.
12. ნუ მთხოვ ყოველ კვირას ფულს შენი გარდერობის განახლებისთვის, ხომ გითხარი, რაც გაქვს,ძაან გიხდება-მეთქი!
13. ცრემლები ეს შანტაჟი და გამოძალვაა! ნუ ისაწყლებ თავს.
14. დაიმახსოვრე რომ შენი ყოფილი "კავალერი" სრული არარაობაა! ნუ მელაპარაკები მასზე აღფრთოვანებული ტონით.
15. მთხოვე რაც გინდა, მაგრამ ილაპარაკე პირდაპირ. ნუ იფიქრებ რომ მე ჩავუფიქრდები და მივხვდები შენს ყველა გადაკრულ ნათქვამს.
16. არა, არ მახსოვს დღეს რა დღეა: ჩვენი გაცნობის, ქორწინების თუ ნიშნობის! მე არ ვარ ვალდებული ყველაფერი მასოვდეს.
17. შენი "ვაიმე თავი მტკივა!" გრძელდება უკვე ჩვიდმეტი თვეა - ხვალვე გაესინჟე ექიმს.
18. შენი დედიკოსთვის არ არის აუცილებელი ჩვენი ოჯახის საუკეთესო მეგობარი და ჩვენი ბინის მუდმივი სტუმარი გახდეს!
19. "საპნის ოპერებს" მხოლოდ ჩერჩეტი ქალები უყურებენ! არა , მე არ ვარ წინააღმდეგი, რამდენიც გინდა უყურე; მაგრამ ნუღა
მიყვებიხოლმე ყოველ ვახშამზე თითოეული სერიის შინაარსს - აღარ შემიძლია!
20. ჩვენი ურთიერთობა ვეღარ იქნება მუდამ ისეთი როგორიც იყო პიველი 2 თვის განმავლობაში.
21. დაიმახსოვრე მე შენ არასოდროს გატყუებ. შეიძლება რაიმე ფაქტი დავმალო - არ ვთქვა, მაგრამ ტყუილს არ ვიტყვი - მე ხომ
ჯენტილმენი ვარ!
22. დაიმახსოვრე, ყველა მოდელი ქალი სულელი თოჯინაა, ხოლო მოდელი მამაკაცი სულაც არ არის ნამდვილი მამაკაცი.
23. როდესაც მე ვლაპარაკობ, აუცილებლად შეიკავე თავი და შეეცადე არ გამაწყვეტინო ხოლმე.
24. არ მიაქციო ყურადღება თუ ქუჩაში ვუყურებ ხოლმე უცნობ, მაგრამ ლამაზ გოგოებს. დაფიქრდი, ასე რომ არ გავაკეთო, საიდან
მივხვდები რომ შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ მსოფლიოში?!
25. შენ თუ დიეტაზე ან მარხვაზე ზიხარ, კი ბატონო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეც აუცილებლად ვეგეტერიანელი უნდა გავხდე.
დაიმახსოვრე ჩემს მაგიდაზე ყოველთვის უნდა იყოს ხორცი!
26. შენი დაქალები მშვენიერი ხალხია, მაგრამ რატომ უნდა იყვნენ ისინი ყოველ დღე ჩვენი სტუმრები, გაუგებარია.
27. თუ შენ ჩაიცვამ ძაან მოკლე ქვედაკაბას და დეკოლტე ჭიპამდე გექნება, ნუ შემომჩივლებ, რომ მამაკაცები ქუჩაში ურცხვად
გიყურებდნენ.
28. როდესაც ტელეფონზე მელაპარაკები, მომეცი სიტყვის ჩართვის საშვალება, თორემ ხალხმრავალ ადგილებში მეტად უხერხულად ვგრძნობ თავს ყურმილით ხელში.
29. რაც გითხარი და რასაც სეგპირდი 6 თვის წინ, უკვე ძალა დაკარგა და არ შეიძლება ჩვენს კამათში მათი არგუმენტეათ გამოყენება.
ამიტომ ნუჭა მეუბნები: "შენ შემპირდი, შენ დაიფიცე!" და მისთ.
30. ბოლოს - თუ შენ არ ეთანხმები ჩემს მიერ შედგენილ რომელიმე ამ წესთაგანს, იხილე პუნქტი N 1
This post has been edited by vini on 18 Jun 2005, 02:23
ми все дикари в глубине сердса, и мундир цивилизованасти сидит на нас довольно неуклюже.