ოჯახური პირობების გამო 2 თვე არ შემოვსულვარ და ერთ კაცსაც არ გავხსენებივარ.
დავასკვენი რომ ჩემი მოღვაწეობა ამაოა და შედეგად გადავეცი აქოუნთი ახლობელს რომელიც გააგრძელებს ფოსტვას ახალ ფორმატში.
ესეც მისი პირველი ეგზერსისი:
1. სააკაშვილის პოლიტიკა მოძველდა. ზოგი გასაკეთებელი გაკეთდა, ზოგი - ვერ, სამწუხაროდ ბევრიც გაფუჭდა.
2. ალტერნატიური პოლიტიკური გუნდი ვერ ჩამოყალიბდა
3. სახელმწიფოს ემუქრება დესუვერენიზაცია
ამ პირობებში არის ერთადერთი გზა - სააკაშვილის იძულება თავად შეცვალოს პოლიტიკა.
ახალი პოლიტიკის აქსიომები:
ა) ფსონი გეოპოლიტიკის სუბიექტთა საერთო ინტერესებზე და არა მათ კონფრონტაციაზე
ბ) რადიკალური და უპირობო დემოკრატიზაცია და ლიბერალიზაცია (როგორც სახელმწიფო-ფუნქციონალურ ასევე დისკურსულ სიცვრცეში)
ამ აქსიომების დედუქტირება მიგვიყვანს რამდენიმე უაღრესად მტკივნეულ მომენტამდე. სახელდობრ:
ა1) კავკასიაში ახალი პოლიტიკური რეალობისადმი შეგუება
ა2) კავკასიაში რუსეთის ინტერესების აღიარება და
შესაბამისად
ა3) ნატოზე უარის თქმის, დემილიტარიზაციისა და ნეიტრალიტეტის დოქტრინის ლეგიტიმაცია (ანუ მათი გამზიარებლების ნორმალურ არამოღალატე ქართველებად აღიარება) .
ეს ყოველივე რა თქმა უნდა ტალიავინის დასკვნის და ევროკავშირის საბოლოო განაჩენის მერმე.
ბ1) სრული საყოველთაო ტოტალური ამნისტია (დაწყებული "კანპნიერი ქურდებით" დამთავრებული "ბიჭების მკვლელებით") სასამრლოს შემდგომი სრული გათავისუფლებით (მოსამართლის პერსონის საკრალიზაცია, არჩევითობა, პრეცედენტულ სამართალზე გადასვლა)
ბ2) ეკლესიის სახელმწიფოსგან მოკვეთა და სინდისის გათავისუფლება (მართლმადიდებლობის გათანაბრება სხვა ტრადიციულ და არატრადიციულ კონფესიებთან, ათეიზმის რეაბილიტაცია)
ბ3) სიტყვის თავისუფლების სრული რეალიზაცია
ბ4) დემოკრატიის შენება ქვემოდან ზემოთ და არა პირიქით (ხელისუფლების ყველა რგოლის რეალური არჩევითობა, ფუნქციათა დელეგირებით პერიფერიიდან ცენტრისკენ)
ნებისმიერი სხვა გზა არის ქართული სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე ქართველი ერის აგონიის გაგრძელება. ამ გზით კი გადარჩენის შანსი მაინც გვაქვს.
დეტალები თემის განვითარების მიხედვით.