ამ თემაში ვისაუბროთ მოვლენაზე რომელსაც ქვია Recycling ანუ გადამუშავება.
ალბათ ხშირად დაგინახავთ უცხოური წარმოების პროდუქტებზე ასეთი ან მსგავსი ნიშანი:

და ზოგმა არც იცის რას ნიშნავს ეს.
სამი მწვანე ისარი კი იმის მანიშნებელია, რომ ამ მასალის მეორედ გამოყენებაა შესაძლებელი.
დასავლეთის ქვეყნებში არსებობს იმის საშუალება, რომ სახლის პირობებში დახარისხდეს ნაგავი, რომელიც მერე გადამუშავდება.
რატომ არის საჭირო ნაგვის გადამუშავება:
ნივთების დასამზადებლად საჭიროა მასალა. ამ მასალას გვაძლევს დედამიწა და მისი რესურსები. იქნება ეს მადანი, ხე, თუ საწვავი და ა.შ. ყველაფერი, რაც მიიღება (თუნდაც ქიმიური რეაქციებით) მოდის დედამიწის რესურსებიდან. მაგრამ ის არ არის ულევი. ამიტომ აუცილებელია მათი გაფრთხილება.
საჭიროა უკვე უვარგისი ნივთებიდან იმის გამოყენება, რაც შეიძლება სხვა ნივთის გაკეთებას მოხმარდეს.
საქართველოში ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ჯართის ჩაბარება.
დამტვრეული მანქანები, ძველი ტექნიკა თუ სხვა ნივთები მაინც ძვირად ფასობს, რადგან რკინა საკმაოდ ძვირფასი ლითონია.
ეჭვი არავის უჩნდება კეთილშობილ ლითონებთან, როგორიცაა ოქრო, ვერცხლი.... როდესაც ოქროს ბეჭედს რამე მოუვა, მას არავინ გადააგდებს - ოქროს გადაადნობენ და სხვა რაღაცას დაამზადებენ მისგან.
ასე უნდა იყოს ყველაფერზე, რადგან ყველა ბუნებრივი რესურსი ძვირფასია. და შეიძლება ეს ისე თვალსაჩინო არ არის, მაგრამ დედამიწა მალე აღმოჩნდება თავისი შესაძლებლობების ზღვარზე.
არის მეორე პრობლემა. ჩვენ მიერ გადაყრილი ნივთები არ ორთქლდება. ისინი მიდის ნაგავსაყრელებზე. ნაგვის რაოდენობა ათასობით ტონას ადგენს და ისეთ პირობებში, როგორიც ეს საქართველოში გვაქვს, ეკოლოგიურ კატასტროფას უდრის (ცხოველები და ფრინველები, ადამიანებიც კი, თავისუფლად შედიან ამ ტერიტორიაზე. ნაგავთან ახლოს ყოფნა კი იწვევს დაავადებების გავრცელებას).
თუნდაც ცივილური ნაგავსაყრელის არსებობის შემთხვევაში ნაგავი მიწაში იზოლირებულად იყრება, მაგრამ ის მაინც დედამიწაზე რჩება. აუცილებელია ნაგვის რაოდენობის შემცირება, რადგან კარგი ნაგავსაყრელი გაკეთება ძვირი ჯდება და არის ჩარევა ბუნებაში. არ არის ამდენი მიწა იმისათვის, რომ ნაგავსაყრელები იყოს.
სწორედ ამის გამო ადამიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა უკვე გამოუდეგარი ნივთების გადამუშავება და მათი ახლიდან გამოყენება.
საქართველოში ეს სისტემა არ მუშაობს ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, თუმცა არსებობს ქარხნები, რომლებიც გადაამუშავებენ ქაღალდს, პლასმასას, შუშას...
ამ თემაში მინდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ამ სისტემის აქტიურად შემოტანა და ხალხის ინფორმირება არსებულ პრობლემებზე, რათა ერთიანი ძალისხმევით გადადგას ქვეყანამ ერთი დიდი ნაბიჯი განვითარებისაკენ