რუსული მწევარი (Русская псовая борзая) არის მონადირე ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია რუსეთში. მას ახასიათებს შემდეგი თვისებები: კარგად ხედავს, ძალზე ენერგიულია, სწრაფი (განსაკუთრებით მცირე დისტანციაზე), აგრესიულია ნადავლისადმი, რომელსაც დიდი ძალითა და სწრაფი ნახტომით ადვილად დასცემს მიწაზე.
ის საკმაოდ მაღალი ძაღლია (მდედრის სიმაღლე 68-78სმ-ია, მამრის - 75-86). სიგრძე კი - მამრის 102, ხოლო მდედრის 105სმ-ია. დახვეწილი, სუსტი, ელეგანტური აგებულების ძაღლია.
სახე ვიწრო აქვს და მისი სიგრძე თავის ჩონჩხის სიგრძის ტოლია. თვალები მრგვალი და ოვალური ფორმის აქვს. ხოლო ყურები - პატარა, თხელი, წაგრძელებული და მოძრავია. დაფარულია მოკლე ბეწვით. მკერდი არ აქვს ფართო. კუდი გრძელი, თხელი და წაგრძელებულია.
რუსული მწევრის შეფერილობა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი:თეთრი, ოქროსფერი, წითელი, შავი ....
მართლაც ძალიან ელეგანტური ძაღლია.
საქართველოში დაგინახიათ რომელიმეს?
სხვადასხვა წყაროებიდან ვიცი რო იშვიათი სახეობის ძაღლია. რუსეთში არისტოკრატებს ჰყავდათ და რევოლუციის შემდეგ მათი განადგურებაც დაიწყეს, და ამიტომ ისინი გაჰყავდათ ქვეყნიდან.
This post has been edited by A S T U on 18 Apr 2009, 15:36
მიმაგრებული სურათი