საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზები, შესაძლოა, 2015 წელს განთავსდეს
სექტემბერი 21,2009
როგორც “მედიანიუსს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, პენტაგონში მზადდება ხელშეკრულების პროექტი, რომელიც საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებას ითვალისწინებს.
წყაროს ინფორმაციით, პროექტს ლობირებას უწევს რესპუბლიკელ კონგრესმენთა ჯგუფი და აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი.
კომპეტენტური წყაროს თქმით, ხელშეკრულების პროექტი სრულყოფილ სახეს 2010 წელს მიიღებს, 2011 წელს კი, პენტაგონი პროექტს კონგრესში შეიტანს.
ქართული და ამერიკული მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, ბაზების მშენებლობა 2014 წელს დაიწყება და 2015 წელს დასრულდება.
წინასწარი ინფორმაციით, პროექტი საქართველოში 25-ათასიანი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის განთავსებას გულისხმობს.
მისი მიხედვით, საქართველოში ორი სახმელეთო და ერთი საზღვაო ბაზა აშენდება.
სარწმუნო წყარომ ხაზი გაუსვა იმას, რომ პროექტზე მუშაობის დაწყება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ამერიკული ბაზები ნებისმიერ შემთხვევაში განთავსდება, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი ძალზე მნიშვნელოვანია.
http://www.medianews.ge/geo/news/50310.html