მოგესალმებით მეგობრებო კიდევ შემიძლია შემოგთავაზოთ ტოლების დიდი არჩევანი
ლინოკრომი - OXY მოდიფიცირებული ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა.
ლინოკრომი ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციაა. იგი იწარმოება სპეციალური წესით დამუშავებული ბიტუმისა არმირებული მინაქსოვილისაგან. რეკომენდირებულია ჰიდროიზოლაციის მოწყობა ორ ფენად.
გამოიყენება ბრტყელ გადახურვებში, საძირკვლებსა და ტერასებში.

ტექნოელასტი -SBS მოდიფიცირებული ბიტუმ პოლიმერული მასალა.
ელასტიურ პოლიესტერსა და SBS- მოდიფიცირებულ ბიტუმზე დაფუძნებული მასალა ხასიათდება ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადითა და ყინვამედეგობით. ტექნოელასტი განკუთვნილია ყველა კლიმატური რეგიონისათვის. მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთ შენობებზეც კი რომლებიც განიცდიან რყევას.
გამოიყენება ბრტყელ სახურავებზე, ფუნდამენტებსა და ტერასებზე ჰიდროსაიზოლაციო შრის მოსაწყობად.

უნიფლექსი - ბიტუმ-პოლიმერული რულონური ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა.
ელასტიურ პოლიესტერსა და SBS- მოდიფიცირებულ ბიტუმზე დაფუძნებული მასალა ხასიათდება ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადითა და ყინვამედეგობით. უნიფლექსი ინარჩუნებს ჰიდროსაიზოლაციო ფუნქციას შენობაში ბზარების გაჩენის შემთხვევაშიც კი.
გამოიყენება ბრტყელ სახურავებზე, ფუნდამენტებსა და ტერასებზე ჰიდროსაიზოლაციო შრის მოსაწყობად.