Green Girlხო ძირითადად ახლობლები აკეთებენ ეგეთ რაღაცეებს
ჩვენც გაგვქურდეს ესე 4-5 წლის წინ,თან ძაან ნაგლურად

)) დაბადების დღეზე გვყავდნენ დაპატიჟებული და მაგ დროს გასაღების ასლი გაუკეთებიათ და მერე აგარაკზე სანამ ავიდოდით ყოველ დღე რეკავდნენ-გვამოწმებდნენ. ერთხელ დედაჩემმა აიტეხა თბილისში ჩავიდეთო ბინა ვნახოთო

ხოდა სიზმარი აუხდა-ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული.
და ნაწილ ნაწილ გაქონდათ ყველაფერი,მაგალითად 3 ჭიქა და 2 თეფში,ყველა ჩანგალი რაც კი გვქონდა და არც ერთი დანა

იმ ღამეს უნდა მობრუნებულიყვნენ რა

და რაც მთავარია და ყველაზე გასაგიჟებელი- ყველა ოთახში იყო უზარმაზარი დანა შესასვლელთან
თან რა ნაგლები იყვნენ? იმ დღესვე დაგვირეკეს და დედაჩემს ეუბნებოდნენ არ გინდა სახლის დალაგებაში დაგეხმაროთო?
ნუ მერე დაიჭირეს ქურდი (ები) და ჩემს მშობლებს მაინც შეეცოდათ და ჩვენება შეცვალეს და გამოაშვებინეს : | წარმოიდგინეთ ჩვენი ნათესავები იყვნენ და ნათელ მირონიც გვაკავშირებდა და ეგეთი რაღაც გააკეთეს და სხვისგან რას უნდა ელოდო?
მეორედ კიდე 5 წუთით გავედით მე და დედა კარის მეზობელთან და დანარჩენები სახლში იყვნენ

)) ხოდა რო გამოვდივართ უკან ამ დროს ჩვენი კარები იღება და გამოდის 2 ბიჭი,ერთს დედაჩემის ჩანთა ქონდა ჩახუტებული და მეორეს რაღაცეები ეჭირა

თავიდან სტუმრები გვეგონნენ მაგრამ მამაჩემი რომ არ აცილებდა მოვწვით რაშიც იყო საქმე
ნუ ტელეფონები წაიღეს და ჩანთა დააგდეს შიშისგან