http://www.imdb.com/title/tt1238291/
დაცემის და
ექსპერიმენტის შემქმნელის, ოლივერ ჰირშბიგელის კიდევ ერთი შესანიშნავი ფილმი
სხვადასხვა ფესტივალების, მათ შორის 2009 წლის სანდენსის ორგზის გამარჯვებული ”ხუთი წუთი სამოთხეში”.
ეხლა მოვრჩი ყურებას. ჯერ კინოდღიურში მინდოდა დამეწერა...მერე რჩევებში..ბოლოს გადავწყვიტე, რომ იმსახურებს ეს ფილმი ცალკე თემას
საზოგადოების გავლენით, მათი სიმპატიის მოლოდინით ჩადენილი დანაშაული...შედეგად დანგრეული ცხოვრება...სამუდამო სინანული... და შურისძიების წყურვილი. ღირს მისგან მინიჭებული 5 წუთიანი ნეტარების სანაცვლოდ ყველაფრის გარისკვა...შესაძლებელია მასზე ხელის აღება არა მიტევების, არამედ სიყვარულის სანაცვლოდ.
ძალიან კარგი ფილმი, კარგი მსახიობებით, აზრიანი დიალოგებით და ფილმში გატარებული შესანიშნავი იდეით

ოპერატორიც აღსანიშნავია..მშვენიერი კადრებია...ბევრი საინტერესო რაკურსი ...თქვენთვის საყვარელი სარკიანი კადრები

ლაიან ნისონის და ჯეიმს ნესბიტის მშვენიერი დუეტი

ნისონი ტრადიციულად არც ვასრკვლავებს წყვეტს და არც ცუდად თამაშობს...ნესბიტი კი შესანიშნავია ემოციური...შურისძიების გრძნობით ანთებული კაცის როლში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს ბავშვიც ძალიან კარგად თამაშობს

პ.ს. მოკლედ ყველას გირჩევთ.
თრეილერი:
ესეც ლინკები:
ორიგინალი გახმოვანებით
http://hop.ge/index.php?newsid=6432და რუსული დუბლიაჟი
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=JSKKS