ეს არის ჯგუფური შეხვედრა დაფუძნებული თამაშის პრინციპზე, სადაც თამაშდება მნიშვნელოვანი მოვლენა ადამიანის ცხოვრებიდან, რომლის ავტორიც გახლავთ ავსტრიელი
ფსიქიატრი იაკობ მორენო.
მთავარი აზრი ამ თერაპიისა არის: საკუთარი თავის აღმოჩენა, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობა, გამოსავლის პოვნა პიროვნებისთვის აქტუალური სიტუაციიდან. გარემო სამყაროში საკუთარი პერსონის ინტეგრირება და ასე ვთქვათ "სრულფასოვნების" მიღწევა. რაც ფსიქოდრამაში შესაძლებელია სხვადასხვა როლების თამაშის გზით. ფსიქდრამული გათამაშებისას საკუთარ სიტუაციას და საკუთარ თავს გვერდიდან უყურებ და ეძებ შენი სიტუაციის ეფექტური გადაჭრის გზებს.
მაშ ასე, ვისაც გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ფსიქოდრამულ შეხვედრებიში, შესაძლებლობა გეძლევათ იანვრიდან
თეატრის სარეპეტიციო სცენაზე კვირაში ორჯერ დაესწროთ სადაც მოხდება არა მხოლოდ პიროვნებების აქტუალური სიტუაციის მოყოლა და გათამაშება, არამედ საზოგადოებაში აქტუალურ პრობლემებზე დისკუსია და გათამაშება, ეს ერთგვარი პროტესტის ფორმა იქნება იმ თემებზე რაც გვაწუხებს ყოველდღიურობაში!
სანამ თეატრში გადავა ფსიქოდრამა მანამდე დეკემბრიდან იქნება ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეში, კვირში ორჯერ საღამოს საათებში.
დეკემბრის თვეში ჯგუფში დასწრება იქნება: უფასო; იანვრიდან: თვეში 50 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: ფსიქოლოგი, ფსიქოდრამის წრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ტელ: 895 54 03 28
E-mail: gdonadze@gmail.com
წარმოიდგინე რომ საკუთარ დაბადებას ესწრები...ფსიქოდრამა გაძლევთ საშუალებას ხელახლა დაიბადოთ ფსიქოლოგიურ დონეზე და უფრო შემოქმედებითად მიუდგეთ ცხოვრებას! This post has been edited by Showman on 29 Nov 2010, 01:57
მიმაგრებული სურათი